ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46939

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 3 თებერვალს ქართული დრამატული საზოგადოების დასს უნდა წარმოედგინა გაბრიელ სუნდუკიანცის სამმოქმედებიანი კომედია „დაქცეული ოჯახი“. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებდნენ: მარიამ საფაროვა-აბაშიძე, ნატალია გაბუნია-ცაგარლისა, ლეონიძისა, თამაროვისა, კონსტანტინე ყიფიანი, ვასილ აბაშიძე, ავქსენტი ცაგარელი და სხვ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გიორგი სოლომონის ძე ყარალოვის ართანაში მდებარე 98 დესეტინასა და 1420 კვადრატულ საჟენ ტყეს, წისქვილს, სახნავ-სათეს, საბაღე და სამოსახლო ადგილებს.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზაქარია ჭიჭინაძემ ქართული კარაბადინის შესახებ ვრცელი ბიბლიოგრაფიული წერილი შეადგინა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრე სოლოღაშვილი პაციენტებს ყოველდღე დილის 9-დან 2 საათამდე, ხოლო საღამოს 5-დან 7 საათამდე მიხეილის ქუჩა N 32-ში იღებდა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ხონის ელენე ბახტაძის ოთხკლასიან საქალებო პროგიმნაზიულ კლასებში სწავლის საფასური წელიწადში 50 მანეთი იყო, მოსამზადებელ კლასებში კი — 30 მანეთი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 22 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკო მარის მოსაზრება „სიბრძნე ბალავჰარისას“ შესახებ.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წელს მარგალიტა გიგინეიშვილმა ქუთაისის ქალთა წმ. ნინოს სასწავლებელში მასწავლებლის თანამდებობა თავისი ნებით დატოვა მოსკოვის ქალთა უმაღლეს კურსებზე წასასვლელად.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის პირველი სექტემბრიდან დაბა ხონის ელენე ბახტაძის ქალ-ვაჟთა სკოლა ოთხკლასიან საქალებო პროგიმნაზიად გადაკეთდა. განკარგულება კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველმა გასცა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ალექსანდრე ივანეს ძე მირიანაშვილი ქართული დრამატული საზოგადოების მდივნად აირჩიეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი ქართული დრამატული საზოგადოების ხაზინადრად აირჩიეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 2 აპრილს თბილისის კლუბში ვასილ გრიგოლის ძე კარბელაშვილმა ქართული სასულიერო მუსიკის კონცერტი გამართა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 26 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა მოსე ჯანაშვილის სტატია გურჯაანში არსებული სამკურნალო ტალახი ვეძას შესახებ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 26 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იროდიონ ჩეკურიშვილმა შეარიგა ურიათუბნის მცხოვრებნი, რომლებიც სასამართლოს მეშვეობით ხშირად უსაფუძვლოდაც უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 26 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაფიელ ერისთავს დამბლა დაეცა და რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 და 22 ივნისს ვასილ ქორიძემ გორში კონცერტები გამართა და შემოსული თანხის ნახევარი გორის საპატიმროს შესწირა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ასლან ვახტანგის ძე წულუკიძეს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თერჯოლაში მდებარე 27 დესეტინა და 2140 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი და ტყე, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის სასწავლებელში, რომლის მმართველი იყო სპირიდონ ბესარიონის ძე ჯორჯიკია, თვიური გადასახადი 6 მანეთს შეადგენდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს დავით გიორგის ძე ერისთავი ქართული დრამატული საზოგადოების მმართველობის თავმჯდომარის თანაშემწედ აირჩიეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 12 აპრილს თბილისის ქართულ თეატრში ანტონ ფურცელაძის „ავაზაკები“ უნდა წარმოედგინათ.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე საარქეოლოგო ინსტიტუტის საბჭოს თანამშრომლად და წევრად აირჩიეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 26 ივლისს ეგზარხოსი პავლე პალადი ვლადიკავკაზში ეპარქიის დასათვალიერებლად გაემგზავრა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში სპირიდონ ბესარიონის ძე ჯორჯიკიას თავმჯდომარეობით გახსნილ სასწავლებელთან გახსნეს პანსიონი, რომლის სწავლის წლიური გადასახადი 250 მანეთს შეადგენდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 15 მარტს სპირიდონ ბესარიონის ძე ჯორჯიკიამ ქუთაისში სასწავლებელი გახსნა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 2 აპრილს კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანმა ქუთაისში გამართულ სამუსიკო-სალიტერატურო საღამოში მიიღო მონაწილეობა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არხანგელსკი თბილისის სასულიერო სემინარიაში ღვთისმეტყველებისა და დიდაქტიკის მასწავლებლად დანიშნეს.