ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46911

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ანა იაგორის ასულ ჩოლოყაშვილს, სოფიო ერასტოს ასულ ჩოლოყაშვილს, დიმიტრი ერასტოს ძე ჩოლოყაშვილს, ელისაბედ ერასტოს ასულ მამაცაშვილსა და მარიამ ერასტოს ასულ მელიქოვს თელავის მაზრაში 80 დესეტინა და 6266 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი ადგილი ჰქონდათ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ოლღა თადეოზის ასულ ჭავჭავაძის საგურამოში მდებარე 286 დესეტინასა და 690 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, საბაღე ადგილებს და საძოვრებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის ყვარელში მდებარე 498 დესეტინასა და 250 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, საბაღე, სამოსახლო ადგილებს და საძოვრებს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 13 აპრილს თბილისის სათავადაზნაურო კლუბის დარბაზში სერაფიმე ივანეს ძე ყარა-მურზას ხელმძღვანელობით კონცერტი გაიმართა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ეკატერინე იაკინთეს ასულ ბაგრატიონ-მუხრანსკის, ლევან, ნიკოლოზ, მიხეილ, ალექსანდრე და დავით გიორგის ძე ბაგრატიონ-მუხრანსკებისა და მათი დის, თამარის, მჭადიჯვარში მდებარე 760 დესეტინასა და 2320 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, საბაღე, სამოსახლო ადგილებსa და საძოვრებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ეკატერინე იაკინთეს ასულ ბაგრატიონ-მუხრანსკის, ლევან, ნიკოლოზ, მიხეილ, ალექსანდრე და დავით გიორგის ძე ბაგრატიონ-მუხრანსკებსა და მათ დას, თამარს, მჭადიჯვარში 760 დესეტინა და 2320 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, საბაღე, სამოსახლო ადგილები და საძოვრები ჰქონდათ.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ივანე გიორგის ძე ჯორჯაძეს გურჯაანში 414 დესეტინა და 200 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, საბაღე და საძოვარი ადგილები ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ივანე გიორგის ძე ჯორჯაძის გურჯაანში მდებარე 414 დესეტინასა და 200 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, საბაღე და საძოვარ ადგილებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ანა იაგორის ასულ ჩოლოყაშვილს, დიმიტრი ერასტოს ძე ჩოლოყაშვილს, სოფიო ერასტოს ასულ ჩოლოყაშვილს, ელისაბედ ერასტოს ასულ მამაცაშვილისას და მარიამ ერასტოს ასულ მელიქოვისას ჭიაურში 3561 დესეტინა და 2000 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი და საბაღე ადგილები, ასევე საძოვრები ჰქონდათ.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძეს საგურამოში 289 დესეტინა და 560 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი და საძოვარი ადგილები ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის საგურამოში მდებარე 289 დესეტინასა და 560 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს დავით გიორგის ძე ჯორჯაძეს შაქრიანში 318 დესეტინა და 1735 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, საბაღე, სამოსახლო ადგილები და საძოვრები ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დავით გიორგის ძე ჯორჯაძის შაქრიანში მდებარე 318 დესეტინასა და 1735 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, საბაღე, სამოსახლო ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ანა იაგორის ასულ ჩოლოყაშვილის, დიმიტრი ერასტოს ძე ჩოლოყაშვილის, სოფიო ერასტოს ასულ ჩოლოყაშვილის, ელისაბედ ერასტოს ასულ მამაცაშვილისა და მარიამ ერასტოს ასულ მელიქოვის ჭიაურში მდებარე 3561 დესეტინასა და 2000 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს, საბაღე ადგილებსა და საძოვრებს.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 10 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ პეტრე ჭარაიას ეთნოგრაფიული აღწერის „აფხაზები და აფხაზნი“ II ნაწილი დაიბეჭდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 12 აგვისტოს გაზეთი „ცნობის ფურცელი“ წერდა, რომ იას. ქუთათელაძეს, სტეფანე ძიმისტარაშვილს, ლიუბა გაწერელიას და სხვ. დაბა ნაოღალევში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამოს მოწყობისა და ადგილობრივი სამკითხველოსთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 12 აგვისტოს გაზეთი „ცნობის ფურცელი“ წერდა, რომ ფილიმონ ქორიძეს, ანდრია ბენაშვილს, სპირიდონ მატარაძეს და სხვ. დაბა ნაოღალევში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამოს მოწყობისა და ადგილობრივი სამკითხველოსთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა იოსებ ივანეს ძე შალიკაშვილის გურჯაანში მდებარე 270 დესეტინა ტყეს, სახნავ-სათეს, სამოსახლო და საბაღე ადგილებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს იოსებ ივანეს ძე შალიკაშვილს გურჯაანში 270 დესეტინა ტყე, სახნავ-სათესი, სამოსახლო და საბაღე ადგილები ჰქონდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 12 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ პეტრე ჭარაიას საეთნოგრაფიო აღწერის „აფხაზები და აფხაზნი“ მესამე ნაწილი დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 10 აგვისტოს პავლე რაევი ბათუმიდან თბილისში დაბრუნდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 12 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ურბნელის სტატია ენის განვითარებისა და მნიშვნელობის შესახებ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 11 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა სტატია „პეტრე უმიკაშვილი და მოძრავი სკოლები“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 11 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით დიმიტრი ხახუტაშვილმა საზოგადოებას განუცხადა, რომ არ იყო იმ წერილის ავტორი, რომელიც „ივერიის“ N159-ე ნომერში მეჯვრისხევს შესახებ დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 11 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თედო სახოკიამ ვოლტერის მოთხრობა „გულწრფელნი“ თარგმნა.