ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50433

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 25 მარტს ფილიმონ ქორიძემ ქუთაისში კონცერტი გამართა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ილია, ნიკოლოზ და ლუარსაბ მერაბის ძე გედევანოვების ქვემო ნიჩბისსა და სასხორში მდებარე 53 დესეტინასა და 1555 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს და საბოსტნე ადგილებს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო სხდომაზე მოხსენება წაიკითხა გიორგი ნანეიშვილმა. ლ. ნათაძემ წამოაყენა წინადადება, არსებითი განხილვა გამართულიყო შემდეგი სხდომისათვის, რომელსაც კომისიის წევრთა მომატებული შემადგენლობა დაესწრებოდა. მარიამ ჩხეიძემ განაცხადა, რომ მომავალი კრებისთვის მოეწვიათ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი. მდივან პავლე საყვარელიძეს დაევალა სისხლის სამართლისა და ფინანსების შესახებ მასალების გადახედვა და შესწორება, რომელიც უნდა გადაეგზავნა წევრებისთვის წინასწარ საკითხის გასაცნობად.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს გიორგი სოლომონის ძე ყარალოვს ართანაში 98 დესეტინა და 1420 კვადრატული საჟენი ტყე, წისქვილი, სახნავ-სათესი, საბაღე და სამოსახლო ადგილები ჰქონდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 1-ელ მაისს, თამარობას, სოფიო ნიკოლოზის ასული ნაკაშიძის, ნინო დავითის ასული ქიქოძის, დარო გიორგის ასული კეჟერაძისა და გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავას მეთაურობით ბათუმში ღონისძიება გამართეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების მმართველობის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 29 მარტს ოზურგეთში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დ. მ. აბაშიძემ, ოქ. ი. ურუშაძემ, ს. კ. ჭიჭინაძემ, ფ. მგალობლიშვილმა და იაგ. ა. თაყაიშვილმა თითო მანეთი შესწირეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ვასილ ცვეტკოვი მღვდელი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლამდე არხანგელსკი თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის თანაშემწე იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 3 თებერვალს ქართული დრამატული საზოგადოების დასს უნდა წარმოედგინა გაბრიელ სუნდუკიანცის სამმოქმედებიანი კომედია „დაქცეული ოჯახი“. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებდნენ: მარიამ საფაროვა-აბაშიძე, ნატალია გაბუნია-ცაგარლისა, ლეონიძისა, თამაროვისა, კონსტანტინე ყიფიანი, ვასილ აბაშიძე, ავქსენტი ცაგარელი და სხვ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გიორგი სოლომონის ძე ყარალოვის ართანაში მდებარე 98 დესეტინასა და 1420 კვადრატულ საჟენ ტყეს, წისქვილს, სახნავ-სათეს, საბაღე და სამოსახლო ადგილებს.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზაქარია ჭიჭინაძემ ქართული კარაბადინის შესახებ ვრცელი ბიბლიოგრაფიული წერილი შეადგინა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრე სოლოღაშვილი პაციენტებს ყოველდღე დილის 9-დან 2 საათამდე, ხოლო საღამოს 5-დან 7 საათამდე მიხეილის ქუჩა N 32-ში იღებდა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ხონის ელენე ბახტაძის ოთხკლასიან საქალებო პროგიმნაზიულ კლასებში სწავლის საფასური წელიწადში 50 მანეთი იყო, მოსამზადებელ კლასებში კი — 30 მანეთი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 22 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკო მარის მოსაზრება „სიბრძნე ბალავჰარისას“ შესახებ.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წელს მარგალიტა გიგინეიშვილმა ქუთაისის ქალთა წმ. ნინოს სასწავლებელში მასწავლებლის თანამდებობა თავისი ნებით დატოვა მოსკოვის ქალთა უმაღლეს კურსებზე წასასვლელად.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის პირველი სექტემბრიდან დაბა ხონის ელენე ბახტაძის ქალ-ვაჟთა სკოლა ოთხკლასიან საქალებო პროგიმნაზიად გადაკეთდა. განკარგულება კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველმა გასცა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ალექსანდრე ივანეს ძე მირიანაშვილი ქართული დრამატული საზოგადოების მდივნად აირჩიეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი ქართული დრამატული საზოგადოების ხაზინადრად აირჩიეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 2 აპრილს თბილისის კლუბში ვასილ გრიგოლის ძე კარბელაშვილმა ქართული სასულიერო მუსიკის კონცერტი გამართა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 26 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა მოსე ჯანაშვილის სტატია გურჯაანში არსებული სამკურნალო ტალახი ვეძას შესახებ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 26 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იროდიონ ჩეკურიშვილმა შეარიგა ურიათუბნის მცხოვრებნი, რომლებიც სასამართლოს მეშვეობით ხშირად უსაფუძვლოდაც უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 26 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაფიელ ერისთავს დამბლა დაეცა და რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 და 22 ივნისს ვასილ ქორიძემ გორში კონცერტები გამართა და შემოსული თანხის ნახევარი გორის საპატიმროს შესწირა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ასლან ვახტანგის ძე წულუკიძეს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თერჯოლაში მდებარე 27 დესეტინა და 2140 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი და ტყე, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.