რეგისტრირებული ფაქტები51436
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დავით ივანეს ძე ავალოვის სიღნაღის მაზრაში მდებარე 1620 დესეტინასა და 786 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, საბაღე ადგილებს და საძოვრებს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს დავით ივანეს ძე ავალოვს სიღნაღის მაზრაში 1620 დესეტინა და 786 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, საბაღე ადგილები და საძოვრები ჰქონდა.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 4 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ იესეს ძე თუმანიშვილი პოლკოვნიკი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 9 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნატო გაბუნია-ცაგარლისამ და ალექსანდრე ნებიერიძემ ახალქალაქში საქალებო სასწავლებლის სასარგებლოდ გამართულ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 9 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოლღა თადეოზის ასული ჭავჭავაძე პეტერბურგიდან ბორჯომში ჩავიდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 4 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანასტასია თუმანიშვილმა მადლობა გადაუხადა დიმიტრი და ნიკოლოზ თუმანიშვილებს, რომლებმაც ხელთუბნის სკოლის ასაშენებლად მას ფულადი დახმარება გადასცეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 4 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე ყიფიანმა ქარგაზე სახელებისა და გვარების ამოსაკერად ხვეული და ჩართული ასოები შეადგინა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 6 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარჯანოვს ქართული სასწავლებლის სამეურნეო კომიტეტმა შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 12 აგვისტოს ფილიმონ ქორიძის მიერ სენაკის დაბა ნაოღალევში მოწყობილი მუსიკალურ-ლიტერატურული საღამოს შემოსავალი 38 მანეთს შეადგენდა. თანხა ადგილობრივ სამკითხველოს გადასცეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 12 აგვისტოს ფილიმონ ქორიძის მიერ მარტვილის დაბა ნაოღალევში მოწყობილ მუსიკალურ-ლიტერატურულ საღამოში მონაწილეობდნენ: ანდრია ბენაშვილი, სტეფანე ძიმისტარაშვილი და სხვები.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 12 აგვისტოს ფილიმონ ქორიძის მიერ მარტვილის დაბა ნაოღალევში მოწყობილ მუსიკალურ-ლიტერატურულ საღამოში მონაწილეობდნენ სპირიდონ მატარაძე, იას. ქუთათელაძე და სხვები.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ვანო ბერაიას მიერ ხაშურის ერთ-ერთ დუქანში ჩადენილ დანაშაულზე გამოძიება იყო დაწყებული.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ლევან კოპლატაძე ვანო ბერაიამ ხაშურის ერთ-ერთ დუქანში ხანჯლით დაჭრა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ლევან კოპლატაძე ხაშურის მიხაილოვის სადგურის მებუფეტე იყო.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 8 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ფოთიდან მიიღო ქალაქის გამგეობის თანამშრომელთა მიერ ილიას ფონდის გასაძლიერებლად შეკრებილი თანხა და შემომწირველთა სია: ანდრია ხოჭოლავა — 30 კაპიკი, კონსტანტინე ხუბუა — 20 კაპიკი, ლ. ყრუაშვილი — 50 კაპიკი.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს ნიქოზის ძველი ტაძრის შესაკეთებლად დავით მაჭავარიანმა 5 მანეთი შესწირა, ნიკოლოზ მაჭავარიანმა, ნიკო კუხიანიძემ და ილარიონ ბაქრაძემ – 2-2 მანეთი.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს ნიქოზის ძველი ტაძრის შესაკეთებლად ილია ოქრომჭედლიშვილმა 50 მანეთი შესწირა, ლევან მელიქოვმა – 25 მან., ივანე გვარამაძემ და ანა გვარამაძისამ – 2-2 მან., მარიამ და ნინა გვარამაძეებმა – მანეთი.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 19 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანტონ ივანეს ძე ნატროშვილის 131-გვერდიანი „კრებული არითმეტიკის ამოცანებისა და სავარჯიშო მოქმედებათა წარმოების მასალებისა“ 7 შაურად იყიდებოდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ანა იაგორის ასულ ჩოლოყაშვილის, სოფიო ერასტოს ასულ ჩოლოყაშვილის, დიმიტრი ერასტოს ძე ჩოლოყაშვილის, ელისაბედ ერასტოს ასულ მამაცაშვილისა და მარიამ ერასტოს ასულ მელიქოვის თელავის მაზრაში მდებარე 80 დესეტინასა და 6266 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს ადგილს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ანა იაგორის ასულ ჩოლოყაშვილს, სოფიო ერასტოს ასულ ჩოლოყაშვილს, დიმიტრი ერასტოს ძე ჩოლოყაშვილს, ელისაბედ ერასტოს ასულ მამაცაშვილსა და მარიამ ერასტოს ასულ მელიქოვს თელავის მაზრაში 80 დესეტინა და 6266 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი ადგილი ჰქონდათ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ოლღა თადეოზის ასულ ჭავჭავაძის საგურამოში მდებარე 286 დესეტინასა და 690 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, საბაღე ადგილებს და საძოვრებს.