რეგისტრირებული ფაქტები46856
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნინა ბეჟანის ასულ ყიფიანის ქვიშხეთში მდებარე 34 დესეტინასა და 1080 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს, საბაღე ადგილებსა და საძოვრებს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ანა სოლომონის ასულ წინამძღვრიშვილს საცხენისში 68 დესეტინა და 238 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, სამოსახლო, სათიბი, სავენახე ადგილები და საძოვრები ჰქონდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნიკოლოზ გიორგის ძე ხიმშიაშვილის ბულაჩაურში მდებარე 2351 დესეტინასა და 1800 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, საბაღე ადგილებსა და საძოვრებს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ამილახვრისა და გიორგი დავითის ძე ამილახვრის კასპსა და ძევერაში მდებარე 31 დესეტინასა და 250 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს ადგილსა და საძოვრებს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ანა სოლომონის ასულ წინამძღვრიშვილის საცხენისში მდებარე 68 დესეტინასა და 238 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, სამოსახლო, სათიბ, სავენახე ადგილებსა და საძოვრებს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიაში ახალი წიგნი „კულა გლდანელი და ნესტორ ესებუა“ იყიდებოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პავლე რაევის შუამდგომლობით თბილისის სასულიერო სემინარიაში სახელმწიფო ვაკანსიით განსაზღვრული მოსწავლეთა მისაღები ადგილები გაზარდეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, ვასილ თოფურიძე 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ ბეჟან როსტომის ძე საბახტარიშვილი 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ქ. თბილისის გამგეობის წევრმა იოსებ ბესელიძემ ვრცელი მოხსენება წარადგინა ტრამვაის ტარიფის მომატების შესახებ საბიუჯეტო კომისიის დასკვნით. მოხსენების თანახმად, დიდუბის და ნაძალადევის ლიანდაგზე წესდებოდა 2 მანეთი, სოლოლაკის, ოლღას ქუჩის, წყნეთის და ავლაბრის ლიანდაგებზე – 3 მანეთი, ხოლო პირდაპირი – 6 მანეთი. ამ სახით ქალაქში შემოვიდოდა 20 მილიონ მანეთამდე, ხოლო ძველი ტარიფით – 15 მილიონამდე.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გიორგი სოლომონის ძე ყარალოვის არტაანში მდებარე 2808 დესეტინა მიწას.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ნინა დავითის ასულ ვახვახოვისას თელავში 38 დესეტინა და 900 კვადრატული საჟენი მიწა ჰქონდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნინა დავითის ასულ ვახვახოვის თელავში მდებარე 38 დესეტინასა და 900 კვადრატულ საჟენ მიწას.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ალექსი ივანეს ძე ცერცვაძის რენეში მდებარე 91 დესეტინასა და 1080 კვადრატულ საჟენ ტყესა და სახნავ-სათეს ადგილებს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ალექსი ივანეს ძე ცერცვაძეს რენეში 91 დესეტინა და 1080 კვადრატული საჟენი ტყე და სახნავ-სათესი ადგილები ჰქონდა.
1889
ტიპი: მფლობელობა
1889 წელს ანტონ სიმონის ძე გეგელაშვილს ქუთაისში, ბალახვანის ქუჩის შესახვევში, ორსართულიანი სახლი და 439 კვადრატული საჟენი მიწა ჰქონდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანტონ სიმონის ძე გეგელაშვილს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ბალახვანის ქუჩის შესახვევში, მდებარე ორსართულიანი სახლი და 439 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წელს ახალქალაქში პირველი წარმოდგენა ნიკო ხუციშვილის გადმოცემით, ნინო ორბელიანის ან ეკატერინე გაბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 2 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ მაჭარაშვილი წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მოძღვრად დანიშნეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრე დიმიტრის ძე გუგუშვილი 1902 წლამდე ფოთის ქლაქის საბჭოს ხმოსანი იყო.