ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50047

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 23 მაისს ილია ჭავჭავაძემ დას, ელისაბედს, წერილი გაუგზავნა, რომ შემცვლელის დუშეთში ჩასვლის შემდეგ იგი თბილისში ჩავიდოდა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ საადგილმამულო ბანკში ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის შექმნის იდეით გამართულ ყრილობას ესწრებოდნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, ვასო ყიფიანი, გიორგი გვაზავა და სხვები.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ საადგილმამულო ბანკში ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის შექმნის იდეით გამართულ ყრილობას დაესწრნენ პავლე თუმანიშვილი, ნიკო თავდგირიძე და სხვ.

1873

ტიპი: თანამდებობა

1873 წლის 14 მაისს ილია ჭავჭავაძე საოლქო სასამართლოს ბრძანებით დუშეთის მაზრის მომრიგებელი მოსამართლის მოვალეობისგან გაათავისუფლეს.

1848

ტიპი: განათლება

1848 წელს ილია ჭავჭავაძე სასწავლებლად შევიდა თბილისში რაევსკისა და ჰაკეს პანსიონში.

1848

ტიპი: გარდაცვალება

1848 წლის 4 მაისს სახადით დაიღუპა ილია ჭავჭავაძის დედა მარიამ ბებურიშვილი-ჭავჭავაძისა.

1873

ტიპი: თანამდებობა

1873 წლის მაისში ივანე იაგორის ძე ზუბალაშვილი დუშეთის მაზრის უფროსი იყო.

1846

ტიპი: ავტორობა

1846 წლის 15 იანვარს გრიგოლ ჭავჭავაძემ თხოვნით მიმართა საქართველო-იმერეთის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლს, მიეცათ მოწმობა, რომ საკუთარი სახსრებით არ შეეძლო შვილების – კონსტანტინეს, ილიასა და ელისაბედის – შესაფერისი აღზრდა-განათლება.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის გაგრძელება „ტფილისი, 6 ნოემბერი“. მწერლის თხზულებათა კრებულებში ეს წერილი დაიბეჭდა სათაურით „Новое Обозрение“-ს წერილის გამო“.

1847

ტიპი: გარდაცვალება

1847 წელს გერგებილის იერიშის დროს დაიღუპა ილია ჭავჭავაძის ბიძა გარსევან ჭავჭავაძე.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 8 იანვარი“. მწერლის თხზულებათა ოცტომეულში ეს წერილი დაიბეჭდა სათაურით „გერმანიის ინტერესი ბულგარეთისადმი“.

1904

ტიპი: ორგანიზაცია

1904 წელს ილია ჭავჭავაძემ საადგილმამულო ბანკში მოიწვია ყრილობა, რათა შეექმნათ სოციალ-ფედერალისტებზე უფრო ეროვნული იდეის მატარებელი პარტია. ყრილობაზე ეროვნული და დემოკრატიული მოძრაობის შექმნის თაობაზე ისაუბრეს. ღონისძიებას 85 ადამიანი დაესწრო.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 21 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 20 იანვარი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ევროპის დიდი და პატარა ონავრები“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 28 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 27 იანვარი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ახალგაზრდა იმპერატორ ვილჰელმის დაინტერესება მუშა ხალხის ბედით“.

1872

ტიპი: თანამდებობა

1872-1876 წლებში დიმიტრი სვიმონის ძე სტაროსელსკი ბაქოს გუბერნატორი იყო.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 1-ელ იანვარს ივანე გიორგის ძე მაჩაბელმა ილია ჭავჭავაძეს ბანკიდან ათასი მანეთის წინასწარ მიცემა სთხოვა, ილიამ თხოვნა არ დააკმაყოფილა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ილია ჭავჭავაძე დიმიტრი ბაქრაძის სახლში სხვა საზოგადო მოღვაწეებთან ერთად დაესწრო ექვთიმე თაყაიშვილის მოხსენებას პარხლის სახარებისა და შატბერდის კრებულის შესახებ.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის დასაწყისი „ტფილისი, 23 იანვარი“. მწერლის თხზულებათა კრებულებში ეს წერილი დაიბეჭდა სათაურით „საგლეხო გამსესხებელ-შემნახველი საზოგადოებანი და მოკლევადიანი კრედიტის საკითხი გლეხობისათვის“.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წელს დიმიტრი სვიმონის ძე სტაროსელსკი კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს სამოქალაქო ნაწილის უფროსად დაინიშნა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის ივნისში ილია ჭავჭავაძე სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის საქმეების მოსაგვარებლად მოსკოვში ჩავიდა და დიდი ბრონის შესახვევის №43-ში დაბინავდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის ივნისის შუა რიცხვებში ილია ჭავჭავაძე დიმიტრი ყაზბეგთან ერთად თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის წესდების პროექტის დასამტკიცებლად და საბანკო საქმეში პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად მოსკოვში გაემგზავრა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის წერილის დასასრული „ტფილისი, 7 ნოემბერი“. მწერლის თხზულებათა კრებულებში ეს წერილი დაიბეჭდა სათაურით „Новое Обозрение“-ს წერილის გამო“.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს დიმიტრი სვიმონის ძე სტაროსელსკი კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის ივლისში სიმონ დიმიტრის ძე სტაროსელსკის ლიცეუმში ჩარიცხვის საკითხის განსახილველად ილია ჭავჭავაძეს მოსკოვში ელენე ფარნაოზის ასულ ბაგრატიონ-გრუზინსკაიასა და მიხეილ ბაგრატიონ-მუხრანელის ნახვაც სურდა, მაგრამ ისინი აგარაკებზე იყვნენ წასულები.

1873

ტიპი: თანამდებობა

1873 წლის 24 მაისს ილია ჭავჭავაძემ დუშეთის მომრიგებელი მოსამართლის თანამდებობაზე მის ნაცვლად დანიშნულ ალექსანდრე სავანელს სასამართლო საქმეები გადააბარა.