ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46700

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის შემოდგომაზე ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტი ივანე მაჩაბელი გაიცნო და მასთან ერთად შექსპირის „მეფე ლირის“ ქართულად თარგმნა დაიწყო.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის ოქტომბერში რევაზ ივანეს ძე ანდრონიკაშვილი ხელს უშლიდა ილია ჭავჭავაძის საბანკო წესდების დამტკიცებას.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის ოქტომბერში ნინო ჭავჭავაძემ ილია ჭავჭავაძეს პეტერბურგში წერილით შეატყობინა, რომ მისი ცხენები მოიპარეს, ვენახი ნაცარმა გააფუჭა და პურის მოსავალი ცოტა მოუვიდათ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების ოქმის თანახმად, ილია ჭავჭავაძის ფონდისა და ძეგლის თაობაზე მოსმენილი მოხსენებების შემდეგ გამართულ მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს: ილია ნაკაშიძემ, გრიგოლ რობაქიძემ, ქ. ჯორჯაძემ და სხვებმა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების ოქმის თანახმად, ილია ჭავჭავაძის ფონდისა და ძეგლის თაობაზე მოსმენილი მოხსენებების შემდეგ გამართულ მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს: ფილიპე გოგიჩაიშვილმა, ესტატე ციციშვილმა, მღვდელმა სიმონ რცხილაძემ და სხვებმა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების ოქმის თანახმად, ილია ჭავჭავაძის ფონდისა და ძეგლის თაობაზე მოსმენილი მოხსენებების შემდეგ გამართულ მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს: სამსონ ფირცხალავამ, ილია ზურაბიშვილმა, ნიკოლოზ ცხვედაძემ და სხვებმა.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 9 ივნისს ალექსანდრე ჭყონიამ „ივერიის“ რედაქციას გადასცა თავისი წიგნი „ისტორიული ნარკვევი ანუ ქრისტომატია საქართველოს ისტორიისათვის უძველეს დროიდამ ბაგრატიონთ გამეფებამდე“.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 16 აპრილს ილია ჭავჭავაძემ სათავადაზნაურო ბანკს შესთავაზა, საზოგადო მოხმარების კაპიტალი მთლიანად სათავადაზნაურო სკოლისთვის დაეხარჯათ.

1890

ტიპი: თანამდებობა

1890 წლის აპრილში ილია ჭავჭავაძე მეორეd აირჩიეს თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარედ.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „დროებაში“ დაბეჭდილ ვასილ მაჩაბლის სტატიაში აღნიშნულია, რომ თბილისის ბანკის წესდებას მინისტრი დასამტკიცებლად მალე წარუდგენდა სახელმწიფო საბჭოს.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 24 მარტი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „შინაური აშლილობა გერმანიაში“.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის თებერვალში ჟურნალ „თეატრში“ „წყალტუბელის“ ფსევდონიმით გამოქვეყნდა გიორგი იოსელიანის წერილი „ეპისტოლე წყალტუბელისა ილიას მიმართ“, მიმართული  „ივერიისა“ და მისი თანამშრომლების წინააღმდეგ.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 29 იანვარს მოსკოვში ქართველ სტუდენტთა სასარგებლოდ გამართულ საღამოზე ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“ წარმოადგინეს.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 1-ელი აპრილის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 27 მარტი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ევროპის პოლიტიკური მდგომარეობა“.

1858

ტიპი: ავტორობა

1858 წლის 15 იანვარს ილია ჭავჭავაძემ უნივერსიტეტში წარადგინა თელავის მაზრის მიერ გაცემული სიღარიბის მოწმობა და შეიტანა თხოვნა სწავლის გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ.

1857

ტიპი: ავტორობა

1857 წელს ჟურნალ „ცისკარში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის პირველი პუბლიკაცია, ლექსის „ჩიტი“ თარგმანი.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 29 მაისის გაზეთ „ივერიის“ რუბრიკით „ახალი ამბავი“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი ერნესტო როსის მონაწილეობით გამართული წარმოდგენის შესახებ. ეს წერილი ილიას თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ერნესტო როსი „მეფე ლირის“ როლში“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 27 მარტი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბანკის საადგილმამულო კრედიტის გამო“.

1857

ტიპი: განათლება

1857 წელს ილია ჭავჭავაძემ უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები ჩააბარა.

1857

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1857 წელს ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში ჩავიდა და იქირავა ბინა ამაღლების პროსპექტის №122-ში.

1873

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1873 წლის სექტემბერში ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში გიორგი შერვაშიძე გაიცნო.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „დროებაში“ დაბეჭდილ სტატიაში ვასილ მაჩაბელი წერს, რომ პეტერბურგში ქართველი ახალგაზრდები თოთხმეტმარცვლიანი ურითმო ლექსით დედნიდან თარგმნიან შექსპირის „მეფე ლირს“.

1857

ტიპი: განათლება

1857 წლის ივნისში ილია ჭავჭავაძე სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგში გაემგზავრა.

1857

ტიპი: განათლება

1857 წლის 28 სექტემბერს პეტერბურგის სამოსწავლო დარგის მზრუნველის მოვალეობის შემსრულებლის გადაწყვეტილებით, ილია ჭავჭავაძე იურიდიული ფაკულტეტის კამერალურ განყოფილებაზე თავისუფალ სტუდენტად ჩაირიცხა.