ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50047

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 6 ივნისს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბათუმის სკოლის საკითხის განხილვაში აქტიური მონაწილეობა მიიღო.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 6 ივნისს ილია ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას თავმჯდომარეობდა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 6 ივლისს ილია ჭავჭავაძე თბილისის სასამართლო პალატაში გამოცხადდა, სადაც ბ. სერჟპუტოვსკის საჩივრის საფუძველზე განიხილებოდა მისი, როგორც „დროების“ ყოფილი, და სერგეი მესხის, როგორც მოქმედი რედაქტორის, ასევე ამავე გაზეთში გამოქვეყნებული კორესპონდენციის ავტორის, ივანე აბაშიძის საქმე. განხილვა გადაიდო.

1891

ტიპი: თანამდებობა

1891-1903 წლებში გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი გაზეთ „Новое обозрение“-ს რედაქტორი იყო.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 3 ნოემბერის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის წერილის დასასრული „ტფილისი, 2 ნოემბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ქუთაისის ბანკის საქმეთა გამო“.

1890

ტიპი: თანამდებობა

1890 წელს მიხეილ გოცირიძე ილია ჭავჭავაძის მოურავი იყო.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 10 სექტემბერს ცენზურამ ილია ჭავჭავაძის ბროშურის „ქუთაისის ბანკის საქმის“ დაბეჭდვის ნებართვა გასცა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 21 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების მდივნისა და მისი თანაშემწის ხელფასი განსაზღვრეს.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 19 აგვისტოს გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის „ქუთაისის ბანკის საქმე“ გაგრძელება რუსულად რედაქციის შენიშვნებით.

1874

ტიპი: ავტორობა

1874 წლის 4 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ ოლღა გურამიშვილს მისწერა, რომ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ქრთამი ჰქონდა აღებული სლეპცოვის წესდების დამტკიცებაში და ამიტომ უშლიდა ხელს თბილისის ბანკის წესდების დამტკიცებას.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წლის 4 თებერვალს ილია ჭავჭავაძე მოსკოვში თბილისის ბანკის წესდების დამტკიცებასთან დაკავშირებით საკრედიტო კანცელარიის დირექტორს, ალექსი ციმსენს შეხვდა და წესდების თითოეული მუხლი განუმარტა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 19 სექტემბერს პოლონელმა ექიმა ჰენრიხ როძევიჩმა ილია ჭავჭავაძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის ხელნაწერი კარაბადინიდან ქვის ავადმყოფობის შესახებ ამონაწერები სთხოვა.

1890

ტიპი: ორგანიზაცია

1890 წლის 21 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გაბრიელ ეპისკოპოსი და იაკობ გოგებაშვილი საზოგადოების საპატიო წევრებად აირჩიეს.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 5 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ნარკვევის გაგრძელება „ტფილისი, 4 აგვისტო“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ქუთაისის ბანკის საქმე“.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 20 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ოლღა გურამიშვილს პეტერბურგიდან შეატყობინა, რომ თბილისის ბანკის წესდება 1-ელ იანვრამდე წარედგინებოდა სახელმწიფო საბჭოს.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის სექტემბერში ჟურნალ „ივერიის“ მეცხრე ნომერში ილია ჭავჭავაძის „შინაური მიმოხილვა“ დაიბეჭდა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 21 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მიიღეს შეტყობინება, რომ ბათუმის სკოლისთვის დაქირავებული ახალი შენობა მეპატრონის ვალის გამო აუქციონზე იყიდებოდა. დაადგინეს, რომ საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი სახსრები ისევ ძველი შენობის დასაქირავებლად გადაერიცხათ.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 28 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე რაფიელ ერისთავს საზოგადოებისთვის „ანდაზებისა“ და „გრამატიკის სქემის“ შეწირვის გამო მადლობა გადაუხადეს.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 28 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში გალობისა და ქართული ენის მასწავლებლები დანიშნეს.

1857

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1857 წელს ილია ჭავჭავაძემ იაფფასიან სასადილოში გაიცნო პროფესორი ვლადიმერ სპასოვიჩი, რომელიც შემდეგ უნივერსიტეტში ლექციებს უკითხავდა.

1857

ტიპი: ორგანიზაცია

1857 წელს ილია ჭავჭავაძე პეტერბურგის კავკასიელ სტუდენტთა წრის ხელმძღვანელი გახდა და სხვა სტუდენტებთან ერთად ხელი მოაწერა დავით ჩუბინაშვილის მიერ ამ წრისთვის გადაცემული სალომე ბატონიშვილისეული 38 წიგნის მიღების დოკუმენტს.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 2 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის დასაწყისი „ტფილისი, 1 ნოემბერი“. მწერლის თხზულებათა კრებულებში ეს წერილი დაიბეჭდა სათაურით „ქუთაისის ბანკის საქმეთა გამო“.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 6 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ და იაკობ მანსვეტაშვილმა ერთად სთხოვეს კირილე ლორთქიფანიძეს, დაებრუნებინა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან გატანილი წიგნები.