ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46671

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის თებერვლის ბოლოს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში მყოფი ქართველი სტუდენტების დასახმარებლად ფული შეაგროვა და ალექსანდრე ცაგარელს გაუგზავნა.

1875

ტიპი: ღონისძიება

1875 წელს სცენაზე დადგეს ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის ნათარგმნი „მეფე ლირი“. სპექტაკლში ილია კენტის როლს ასრულებდა.

1875

ტიპი: ღონისძიება

1875 წლის 2 დეკემბერს გაზეთ „დროების“ რედაქციაში გამართულ კრებაზე ილია ჭავჭავაძემ განაცხადა, რომ „დროებისთვის“ კვირაში ერთ სტატიას დაწერდა.

1875

ტიპი: ღონისძიება

1875 წლის 10 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ ოლღა გურამიშვილს საგურამოდან შეატყობინა, თბილისის სათავადაზნაურო ბანკში მისულიყო და სანდრო ჩოლოყაშვილისგან თანხა ჩაებარებინა.

1875

ტიპი: ორგანიზაცია

1875 წლის ოქტომბრის ბოლოს ილია ჭავჭავაძისა და სერგეი მესხის თაოსნობით ძველი და ახალი რჩეული ტექსტების გამოსაცემად თბილისში ქართული წიგნის გამომცემელთა საზოგადოება ჩამოყალიბდა.

1858

ტიპი: განათლება

1858 წელს ილია ჭავჭავაძემ სასწავლებელში მეორე კურსზე გადასაყვანი გამოცდებიდან  მხოლოდ „ძველი ისტორია“ და „რუსეთის ისტორია" ჩააბარა.

1875

ტიპი: ორგანიზაცია

1875 წელს ილია ჭავჭავაძე, სერგეი მესხი, ბესარიონ ღოღობერიძე, ბესარიონ ჯაფარიძე, იასე ჭავჭავაძე, დიმიტრი ბაქრაძე, გიორგი თუმანიშვილი, პერტე უმიკაშვილი და რაფიელ ერისთავი ძველი და ახალი რჩეული ტექსტების გამოსაცემად შექმნილი ქართული წიგნის გამომცემელთა საზოგადოების წევრები იყვნენ.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 15 ოქტომბრის გაზეთ „მწყემსში“ დაიბეჭდა დავით ბესარიონის ძე ღამბაშიძის სტატიის „მწარე ფიქრები“ დასასრული, რომელშიც გაკრიტიკებული იყო ილია ჭავჭავაძის – რედაქტორის მოღვაწეობა „დროებასა“ და „ივერიაში“.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 20 ივლისს ილია ჭავჭავაძემ საგურამოში იონა მეუნარგიას უმასპინძლა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძეს ჟურნალ „ივერიაში“ თავისი ლექსის “ბაზალეთის ტბის“ გამოქვეყნება სურდა. მან ამონაბეჭდი წარადგინა საცენზურო კომიტეტში, მაგრამ მისი დაბეჭდვა აიკრძალა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 14 ივლისს ილია ჭავჭავაძემ ლექსი „ბაზალეთის ტბა“ დაწერა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის ივლისიდან ილია ჭავჭავაძე დამოუკიდებლად განაგრძობს გაზეთ „ივერიის“ გამოცემას.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის ივლისში ივანე მაჩაბელმა გაზეთ „ივერიის“ თანარედაქტორობაზე უარი განაცხადა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ივნისში ჟურნალ „იზიაშჩნაია ლიტერატურას“ ნომერში ნიკო ნიკოლაძის მიერ თარგმნილი „გლეხთა განთავისუფლების პირველ-დროების სცენები“, გამოქვეყნდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, საგარეჯოში ახალგახსნილი ქალთა სახელოსნო სკოლის თხოვნა მასწავლებლის დანიშვნისა და დაფინანსების შესახებ ვერ დააკმაყოფილეს.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბათუმის სკოლის მასწავლებლის მოსე ნათაძის წლიური ანგარიში განიხილეს.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 28 მაისს გაზეთ „დროებაში“ ნიკო ხიზანიშვილის წერილი „ჩვენს ლიტერატურულ კეთილ-წესიერებაზედ“ დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 24 ივნისს ილია ჭავჭავაძემ წერილობით მიმართა თბილისის გუბერნიის სკოლების დირექტორს, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდების შესაბამისი პროგრამით სოფელ თონეთში სკოლის გახსნის ნებართვის თაობაზე.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 11 მაისს ილია ჭავჭავაძემ წარმოდგენების გამართვასა და დრამატული საზოგადოების ხელმძღვანელობაზე უარი განაცხადა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 3 ივნისს ილია ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას თავმჯდომარეობდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის მაისში გაზეთ „ივერიის“ მეოთხე ნომერში ილია ჭავჭავაძის „შინაური მიმოხილვა“ დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 11 მაისს გაზეთ „შრომაში“ ესტატე მჭედლიძის სტატია „ბატ. ილ. ჭავჭავაძე და მისი ახალი პოემა „განდეგილი“ დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 10 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ალექსი ჭიჭინაძისგან გამოცდების ჩატარების თარიღთან დაკავშირებით შეტყობინება მიიღო.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 10 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, საზოგადოების წლიური კრება დანიშნეს.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 10 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, ცხინვალის სკოლის გამომძიებელ ნიკოლოზ ხიზანიშვილს ვახტან VI-ის „სამართლის წიგნის“ ხელნაწერი დროებით ათხოვეს.