ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46671

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის მაისში ილია ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის სხდომებში მონაწილეობა მიიღო.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 22 აპრილს ილია ჭავჭავაძემ დრამატული საზოგადოების ახალი დასი შეადგინა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 17 აპრილს ილია ჭავჭავაძის რეჟისორობით ქართულმა დრამატულმა დასმა პაოლო ჯაკომეტის ხუთმოქმედებიანი დრამა „დამნაშავის ოჯახი“ წარმოადგინა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 7 აპრილს გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ილია ჭავჭავაძის სტატია „უცხოეთში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 4 აპრილს გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ილია ჭავჭავაძის სტატია „ხიზნების მდგომარეობა“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 15 მარტის გაზეთ „კავკაზში“ დაიბეჭდა ვლადიმერ მიქელაძის კრიტიკული წერილი ქართულ ლიტერატურაზე.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 27 მარტის გაზეთ „დროებაში“ და „შრომაში“ ილია ჭავჭავაძის მიერ გრიგოლ ორბელიანის დაკრძალვაზე წარმოთქმული სიტყვა დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 23 მარტის დრამატული საზოგადოების გამგეობის განცხადებით, მუდმივი დასის შედგენის მიზნით მსურველთა სიაში ჩასაწერად ილია ჭავჭავაძისთვის და კონსტანტინე ყიფიანისთვის უნდა მიემართათ.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 26 მარტს ილია ჭავჭავაძემ გრიგოლ ორბელიანის დაკრძალვაზე სიტყვა წარმოთქვა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 20 აპრილს გაზეთ „კვალში“ ილიას 17 აპრილის მეთაური წერილის პასუხად გიორგი წერეთლის „ღია წერილი თ. ილია ჭავჭავაძეს“ გამოქვეყნდა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 20 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 19 აპრილი“ („ამას წინად მეთაურს წერილში ვსთქვით, რომ...“).

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 17 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „პატარა საუბარი“ („წაიკითხავდით „კავკასში“ ერთ ამბავს...“).

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 17 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 16 აპრილი“ („ჩვენ მოგვივიდა თითო-ოროლა წერილი ლანძღვისა...“). ავტორი განიხილავს გიორგი წერეთლის კრიტიკულ წერილს.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 6 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 5 აპრილი“ ქართველებისა და სომხების განსხვავებული ხასიათისა და ინტერესების შესახებ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 30 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „პატარა საუბარი“ („უმაღლესად დამტკიცებულია სამოსწავლო გეგმა...“).

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 30 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 29 მარტი“ („გარდა იმისა, რომ ჩვენს ქალაქში გაბატონების საბუთად...“).

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 28 მარტს გაზეთ „ივერიაში“ თბილისის სამეურნეო-საკრედიტო საზოგადოების 23 მარტის კრებაზე ილია ჭავჭავაძისა და დავით კეზელის გამოსვლების სტენოგრაფიული ჩანაწერი დაიწერა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 23 მარტს გამართულ თბილისის სამეურნეო-საკრედიტო საზოგადოების კრებაზე ილია ჭავჭავაძე და დავით კეზელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 28 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „პატარა საუბარი“, რომელშიც ის გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს“ ეხმაურებოდა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 18 თებერვალს გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ილია ხონელის „ღია წერილი ბ. ილია ჭავჭავაძისადმი“ გაბრიელ ეპისკოპოსის შესახებ გამოქვეყნებულ მის პუბლიკაციასთან დაკავშირებით.

1875

ტიპი: ავტორობა

1875 წლის 22 მაისს გაზეთ „კავკაზში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის იურიდიული შინაარსის სტატიის „ნოტარიული დებულების 168-ე მუხლი და მისი გამოყენება თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ“ მესამე ნაწილი.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 2-3 მარტს ილია ჭავჭავაძე და დავით ავალიშვილი გაზეთ „დროების“ ათი წლისთავის აღსანიშნავ საიუბილეო საღამოზე მონაწილეობის მსურველთა სიებს ადგენდნენ.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 30 აპრილს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით მადლობა გადაუხადა არქიმანდრიტ ნიკოლოზ ზიოროვს ჟურნალ „საქართველოს საეგზარქოსოს სასულიერო მოამბის“ მიწოდებისთვის.

1891

ტიპი: გარდაცვალება

1891 წელს პატერბურგში დავით იესეს ძე ჩუბინაშვილი გარდაიცვალა.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის ივნისის დასაწყისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ილია ჭავჭავაძის თხზულებათა გამოცემის უფლება ქართველთა საგამომცემლო ამხანაგობას გადასცა.