ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51436

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს გიორგი ჟურულმა საკუთარ მოგონებებში დაწერა, რომ გიორგი შერვაშიძეს არც აფხაზისთვის დამახასიათებელი თვისებები შემორჩენოდა და არც ქართველისა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს გიორგი ჟურულმა საკუთარ მოგონებებში დაწერა, რომ თბილისის ყოფილი გუბერნატორის გიორგი შერვაშიძის თქმით, დავით მელიქიშვილი საქართველოს გაათავისუფლებდა ისე, რომ რუსეთის არც ერთ კანონს არ დაარღვევდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 18-21 იანვარს ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში საადგილმამულო ბანკების წარმომადგენელთა მეხუთე ყრილობის ოთხივე სექციის შეხვედრას დაესწრო.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 18 იანვარს ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში ვასილ მაჩაბლის ოჯახში დაბინავდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში სამიწათმოქმედო-საკრედიტო დაწესებულებების წარმომადგენელთა მეხუთე ყრილობაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 10 იანვარს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ჩოლოყაშვილმა ილია ჭავჭავაძეს აცნობა, რომ რუსეთის სამიწათმოქმედო-საკრედიტო დაწესებულებების წარმომადგენელთა V ყრილობაზე მიიწვიეს.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 7 იანვარს პეტრე უმიკაშვილს „ვისრამიანის“ კორექტირებასა და ბეჭდვაზე გაწეული ზედამხედველობისთვის 160 მანეთი გადასცეს.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის იანვარში პეტრე უმიკაშვილმა და ილია ჭავჭავაძემ დაწერეს სტატია „ვისრამიანის დაბეჭდვის გამო“.

1884

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1884 წლის 5 იანვარს ილია ჭავჭავაძემ, ილია ოქრომჭედლიშვილს წერილი გაუგზავნა მოსკოვში და სთხოვა ეცნობებინა, მისაღები იყო თუ არა ქართული თეატრალური დასისთვის მის მიერ გაგზავნილი თანხის განაწილების სქემა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძემ ილია ოქრომჭედლიშვილისგან წერილი და ქართული თეატრალური დასისთვის 1700 მანეთი მიიღო.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძემ პეტრე უმიკაშვილსა და ალექსანდრე სარაჯიშვილთან ერთად „ვისრამიანის“ საბოლოო რედაქციასა და მის ლექსიკონზე მუშაობა განაგრძო.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის დეკემბერში ილია ჭავჭავაძე ნიკო ხიზანიშვილსა და ელისაბედ ჩერქეზიშვილს ესტუმრა და მათი ახალშობილი მოინახულა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის დეკემბერში ილია ჭავჭავაძემ გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორ ნიკოლაი დარსკის აცნობა, რომ თონეთის სკოლაში სწავლა თავდაპირველად ქართულ ენაზე დაიწყებოდა, რუსული კი წლის მეორე ნახევრიდან დაემატებოდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის დეკემბერში ილია ჭავჭავაძის პოემა „განდეგილი“ ცალკე წიგნად დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 29 დეკემბრის გაზეთ „დროებაში“ ილია ჭავჭავაძემ სიძესთან, ნიკოლოზ აფხაზთან ერთად, თავისი დის, ნინო ჭავჭავაძე-აფხაზის გარდაცვალების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 4 ოქტომბერს თბილისის გუბერნიის დეპუტაცია, შემდეგი შემადგენლობით: ნიკოლოზ ზურაბის ძე ჭავჭავაძე, ივანე ამილახვარი, ალექსანდრე საგინაშვილი, ივანე ორბელიანი, იასე ანდრონიკაშვილი, ნიკოლოზ, დიმიტრი და ილია ჭავჭავაძეეები, ნიკოლოზ და ერასტი ზაალის ძე ჩოლოყაშვილები, რომელთაც დავით სუმბათაშვილი ხელმძღვანელობდა, რკინიგზის სადგურში გზათა მინისტრ კონსტანტინე პოსეტს დახვდნენ და კახეთის რკინიგზის პროექტის დაემტკიცება სთხოვეს.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 16 ივლისს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნდა ნოე ჟორდანიას წერილის „მოამბე“, „ივერია“ და ეროვნება“ გაგრძელება.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 5 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „პატარა საუბარი“ („საკვირველი კაცია ჩვენი პატივცემული...“).

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 22 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „პატარა საუბარი“ („უკვე გაზეთებში გამოცხადდა ამას წინათ...“).

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 8 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „პატარა საუბარი“ („ქართველნო დედაკაცნო...“).

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 5 იანვარს ილია ჭავჭავაძე დაესწრო ილია ოქრომჭედლიშვილის სამგლოვიარო პროცესიას.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 3 იანვარს მეცნიერი და პედაგოგი ილია ლაზარეს ძე ოქრომჭედლიშვილი გარდაიცვალა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 4 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა წერილი „ნეკროლოგი, ილია ოქრომჭდლიშვილი“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 22 თებერვალს ილია ჭავჭავაძე სვეტიცხოვლის ტაძარში დაესწრო მეფე ერეკლე მეორის გარდაცვალების ასი წლისთავის გამო გადახდილ წირვასა და პანაშვიდს.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 17 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 16 ნოემბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „საგაზეთო შენიშვნები თბილისის ქალაქის გამგეობის მიმდინარე საქმეებზედ“.