ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46614

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 14 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ ალექსანდრე ჭყონიას სტატია „ორიოდე სიტყვა უფ. გ. თუმანიშვილს“ გამოქვეყნდა.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წელს ჟურნალ „ცისკარში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა ლექსი „მეც შავ თვალებს“.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 13 სექტემბერს თბილისის პოლიცმაისტერმა წერილობით უპატაკა გუბერნატორს ილია ჭავჭავაძეზე ფარული მეთვალყურეობის შედეგები.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 5 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, ალექსანდრე ყაზბეგის წიგნების შესყიდვის შესახებ.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მადლობა გამოუცხადეს ილია ოქრომჭედლიშვილს საზოგადოებისთვის ანდრეევის ქუჩაზე მდებარე შენობის შემოწირვის გამო.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 5 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს დადგენილება, რომ მოთხოვნილი სახელმძღვანელოები, სასწავლო ნივთები და თანხა წამლების შესაძენად - სოფელ სურების სკოლისთვის გაეგზავნათ.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 5 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს დადგენილება, რომ მოთხოვნილი წიგნები გაეგზავნათ წინამძღვრიანთკარის სკოლისთვის.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 5 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს დადგენილება ხელთუბნის სკოლაში მასწავლებლის დანიშვნის თაობაზე.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის აგვისტოში ილია ჭავჭავაძემ განცხადებით მიმართა ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორს სენაკის სკოლის გახსნასა და მის ინსპექტორად სამსონ ყიფიანის დანიშვნის შესახებ.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 14 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მადლობა გადაუხადეს გიორგი საძაგლიშვილს, რომელმაც საზოგადოების ბიბლიოთეკას შესწირა: „სიბრძნე-სიცრუისას“ ხელნაწერი, ქართული ანბანი ხუცურითა და მხედრულით დაწერილი და დაბეჭდილი მოსკოვში 1825 წელს, ათანასე ნიქოზელის „შენდობის წიგნი“ და სხვ.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 1-ელ დეკემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე 19 დეკემბერს საზოგადოების სასარგებლოდ დანიშნული წარმოდგენისთვის თანხა გამოყვეს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 25 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დადებითად გადაწყდა თიანეთის სკოლის მასწავლებლის თხოვნა შენობის შეკეთებისა და სკოლისთვის საჭირო ინვენტარის გაგზავნის თაობაზე.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 5 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბათუმის სკოლისთვის სასკოლო ნივთების გაგზავნის საკითხი დაამტკიცეს.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 21 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 20 იანვარი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საკომლო მამულების ახალი კანონპროექტის გამო“.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 16 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ივერიელის ხელმოწერით გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „გაზეთი „Новое Обозрение“ და კახეთის რკინისგზა“, ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 24 დეკემბრის გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „საქალაქო სესხების კონვერსიის საკითხზე“.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 1-ელ დეკემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე კავკავის სკოლის შენობის აგების საკითხზე იმსჯელეს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 25 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ გოგებაშვილის წინადადებით სვანეთში გახსნილი სკოლისთვის თანხა გამოყვეს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 25 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბათუმის სკოლისთვის შეშის შესაძენად თანხა გამოყვეს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 25 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე აბრამ აკოფოვისთვის წიგნების აკინძვის საფასური გამოყვეს.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 13 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 13 ნოემბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „საგაზეთო შენიშვნები ტფილისის ქალაქის გამგეობის მიმდინარე საქმეებზედ“.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 5 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დიღომში სკოლის გახსნის ნებართვის საკითხი განიხილეს.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 23 აპრილს ილია ჭავჭავაძეს ცენზურამ ნება მისცა „გლახის ნაამბობი“ ცალკე წიგნად გამოეცა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 16 მარტს გაზეთ „დროებაში“ გიორგი თუმანიშვილის წერილის „ორიოდე სიტყვა სტატიებზე: „ფიქრი და შენიშვნა“ და „სხარტულა“ დასასრული გამოქვეყნდა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 12 ნოემბერის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 12 ნოემბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ჩვენი ღვინოების საბაზროდ ქცევის საკითხი“.