ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46614

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წელს მიხეილ მაჭავარიანმა ილია ჭავჭავაძის ლექსები „გაზაფხული“ და „არაგვი“ წიგნში „სამშობლო ხმები“ გამოაქვეყნა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 30 აპრილს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წლიურ კრებას, რომელზეც ბანკის წლიური ანგარიში განიხილეს.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნაკვესი მიხეილ მაჩაბლის შესახებ, რომელიც თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებებზე ყველა საკითხის განხილვისას დაუპირისპირდა ილია ჭავჭავაძეს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 5 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დადებითად გადაწყდა საჯავახოს სამრევლო სკოლის მასწავლებლის თხოვნა სახელმძღვანელოებისა და სასკოლო ინვენტარის მიწოდების შესახებ.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 14 აპრილს ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდების პროექტი დაამტკიცეს.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 27 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ალექსანდრე სარაჯიშვილის რეცენზია ილია ჭავჭავაძის მოთხრობაზე „სარჩობელაზედ“ და ლექსზე „რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?“

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 29 ნოემბერს თბილისის სასამართლო პალატამ მიიღო დადგენილება ილია ჭავჭავაძისა და მისი ყოფილი თანამესაკუთრეებისათვის მიწების დაკანონების შესახებ.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 30 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი გეორგ ებერსის რომანის „რამეთუ კაცი ვარ“ მეცამეტე ნაწილი.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877-1878 წლებში ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით ყოველკვირეულ გაზეთ „ივერიის“ 91 ნომერი გამოვიდა.

1859

ტიპი: ავტორობა

1859 წელს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში დაწერა ლექსი „ელეგია“.

1859

ტიპი: ავტორობა

1858 წელს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში დაწერა ლექსი „ციურნი ხმები“.

1859

ტიპი: ავტორობა

1859 წელს ილია ჭავჭავაძემ ჰაინრიხ ჰაინეს „ლამენტაციების“ (კერძოდ, „ბედნიერების“) გავლენით პეტერბურგში დაწერა ლექსი „სიხარული“.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 14 ივნისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე რუისში სკოლის გახსნის საკითხი განიხილეს.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 18 მაისს გრიგოლ ორბელიანი ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების კრებას დაესწრო.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 10 მაისს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების კრებას, რომელზეც შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობის საკითხი განიხილეს.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის მაისში ილია ჭავჭავაძემ კულტურის სფეროს მოღვაწეები 18 მაისს ქართული თეატრალური საზოგადოების დამფუძნებელ კრებაზე დასასწრებად მიიპატიჟა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 18 მაისს ილია ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი, გიორგი თუმანიშვილი, დავით ერისთავი, ნიკოლოზ ავალიშვილი, იოსებ ბაქრაძე და ალექსანდრე სარაჯიშვილი ქართული თეატრალური საზოგადოების დამფუძნებელ კრებას დაესწრნენ.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 30 მაისს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა საერთო კრებაზე 1879-1880 წლების ხარჯთაღრიცხვის შესახებ მოხსენება გააკეთა.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879 წლის 15 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პირველ კრებაზე ილია ჭავჭავაძე 41 ხმით 5-ის წინააღმდეგ გამგეობის წევრად აირჩიეს.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 2 მაისს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საერთო კრებას, რომელზეც სათავადაზნაურო სკოლის დაარსების საკითხი განიხილეს.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წლის 30 აპრილს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წლიურ კრებაზე ილია ჭავჭავაძე მეორედ აირჩიეს ბანკის მმართველად.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 30 აპრილს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წლიურ კრებაზე ილია ჭავჭავაძემ კოლეგებს ქართული თეატრისთვის 3000 მანეთის გამოყოფა შესთავაზა. სხდომამ ილიას წინადადება მიიღო.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 15 მაისს დიმიტრი ყიფიანი, იაკობ გოგებაშვილი, ნიკოლოზ ცხვედაძე, ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი და რაფიელ ერისთავი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პირველ კრებას ესწრებოდნენ.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 9 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ალექსანდრე სარაჯიშვილის რეცენზია (პირველი ნაწილი) ილია ჭავჭავაძის პოემის, „დიმიტრი თავდადებულისა“ და სტატიის „ფიქრი და შენიშვნა“ შესახებ.