ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46614

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძის პოემა „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“ ცალკე წიგნად გამოიცა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წელს ჟურნალ „ივერიის“ №7-8-ში ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი მარიანო ხოსე დე ლარას სატირული მოთხრობა „ვაქებ, ანუ: ამასაც ხომ არ დამიშლიან“.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 6 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილეს, ილია ჭავჭავაძეს ხვანჭკარის სკოლის მასწავლებელმა ლუკა კერესელიძემ სკოლის ანგარიში გაუგზავნა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წელს ჟურნალ „ივერიის“ №7-8-ში ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი ჟიულ კლარეტის რომანის „ერთი უბედურთაგანი“ პირველი ნაწილი.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 1-ელ სექტემბერს ილია ჭავჭვაძისა და სხვა ქართველი მოღვაწეების თაოსნობით დაარსებულმა თეატრალურმა დასმა პირველი სპექტაკლი, ბარბარე ჯორჯაძის კომედია „რას ვეძებდი რა ვიპოვე“, წარმოადგინა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 27 იანვარს ჟურნალ „მწყემსში“ დავით ღამბაშიძემ რ. დ. ღაძის ფსევდონიმით გამოაქვეყნა დასაწყისი სტატიისა „ფუტკრების დედო და თავადი ილია გ. ჭავჭავაძე, გაზ. „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი“. წერილში გაკრიტიკებული იყო ილიას ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობა.

1860

ტიპი: ავტორობა

1860 წელს ილია ჭავჭავაძემ დაწერა ლექსი „წუხილი“.

1860

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1860 წელს ილია ჭავჭავაძემ არჩილ ანდრონიკაშვილისაგან ვალების გასასტუმრებლად ხუთასი მანეთი ისესხა.

1860

ტიპი: ავტორობა

1860 წელს ილია ჭავჭავაძემ მეგობარს, ილია წინამძღვრიშვილს თბილისში გაუგზავნა წერილი და ჟურნალ „ცისკარში“ დასაბეჭდად რამდენიმე ლექსი და კრიტიკული სტატია „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგამ „შეშლილის“ თარგმანზედა“, ზუმბერიძის ხელმოწერით.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის ნოემბრის დასაწყისში ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მეოთხე ტომი გასაყიდად გამოვიდა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის მეორე ნაწილი სახელმწიფო წყობილების სწორად ჩამოყალიბებას ეხებოდა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის პირველი ნაწილი საქართველოში მცხოვრებთა ძირითად უფლებებს ეხებოდა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის პირველი ნაწილის მეორე პუნქტში ეწერა, რომ საქართველოში უნდა დამკვიდრებულიყო რწმენის, სიტყვისა და მუშათა გაფიცვის თავისუფლება, ასევე უნდა გაუქმებულიყო ცენზურა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 8 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თევდორე კიკვაძის მოხსენება საზოგადოების საქმეთა შესახებ და პრეზიდიუმის განმარტება ამ მოხსენების გამო. სხდომამ განხილული საკითხი ცნობად მიიღო.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის პირველი ნაწილის მესამე პუნქტში ეწერა, რომ საქართველოში ყველას, როგორც ჯგუფის ან კავშირის წევრს, ასევე კერძო პირს, უნდა ჰქონოდა უფლება, რომ სახელმწიფოს წინაშე მოთხოვნები წამოეყენებინა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის პირველი ნაწილის მეხუთე პუნქტში ეწერა, რომ სასამართლოში სამუდამოდ უნდა აკრძალულიყო საგანგებო სამსაჯულოები.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წელს ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით ბროშურად გამოვიდა თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის მმართველობის 1884 წლის ანგარიში.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, მოიწონეს კირილე ლორთქიფანიძის შეთავაზება სახელმძღვანელოების ბეჭდვასა და გავრცელებაში დახმარებასთან დაკავშირებით.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ილია ჭავჭავაძეს სარეცენზიოდ გადასცეს სოფრომ მგალობლიშვილის მიერ გადმოკეთებული წიგნი „შესანიშნავი ბავშვები“.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, დაადგინეს, ბათუმის სკოლისთვის ეცნობებინათ, რომ დამატებით საგნად ფრანგულის შესწავლა დაწყებით კლასებში სახელმწიფო გეგმით გათვალისწინებული არ იყო და ვერ დაამტკიცებდნენ.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 15 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ კირილე ლორთქიფანიძის წერილი მიიღო, რომელშიც ეწერა, რომ ქუთაისში „წიგნების გამომცემელი წრის“ საზოგადოების აგენტებად ალექსი ჭიჭინაძე, ესტატე მჭედლიძე, სილოვან ხუნდაძე და კირილე ლორთქიფანიძე დაასახელეს.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 15 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ მიიღო კირილე ლორთქიფანიძის წერილი იმის შესახებ, რომ გაზეთ „შრომის“ თანამშრომლებმა და რამდენიმე განათლებულმა პირმა ქუთაისში წიგნების გამომცემელი წრის დაფუძნება გადაწყვიტეს, წესდება ალექსანდრე ჭყონიამ შეადგინა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 15 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ კირილე ლორთქიფანიძის წერილი მიიღო, რომელითაც ის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას „წიგნების გამომცემელი წრის“ თავის დაქვემდებარებაში მიიღებასა და მფარველობის გაწევას სთხოვდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 15 დეკემბერს ილია ჭავჭავაძეს კირილე ლორთქიფანიძემ წერილობით აცნობა, რომ ქუთაისში „წიგნების გამომცემლის წრის“ საზოგადოებამ წიგნის გამოცემის საკითხში სრული ავტონომია მოითხოვა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 13 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ წერილი მიიღო სამასწავლებლო ინსტიტუტის ქართველი მოსწავლეებისგან, რომლებიც სთხოვდნენ ჟურნალ „ივერიის“ რედაქტორობა „ღირსეულ შემცვლელისთვის“ გადაებარებინა.