ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46614

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 27 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ წინამძღვრიანთკარის სკოლისთვის იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ 50 ცალი ეგზემპლარი გაეგზავნათ.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 19 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით თონეთის სკოლის მამასახლისს გაეგზავნა თხოვნა სკოლის შენობის დროულად აგების შესახებ და ასევე აცნობეს, რომ სწავლა პირველ ოქტომბერს უნდა დაეწყოთ.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 19 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე არ დააკმაყოფილეს ნიკოლოზ მთვარელიშვილისა და ივანე გამყრელიძის თხოვნა ხელნაწერი წიგნების სახლში გატანის თაობაზე.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 19 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოთხოვნილი წიგნები ხარკოვის უნივერსიტეტისთვის გაეგზავნათ.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 19 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაეკმაყოფილებინათ ბათუმის სკოლის მასწავლებლის, მოსე ნათაძის თხოვნა შემოსული თანხის სკოლის საჭიროებისამებრ განკარგვასთან დაკავშირებით.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ „ნ. ურბნელის“ ფსევდონიმით ნიკო ხიზანაშვილის „ლიტერატურული ქრონიკის“ გაგრძელება დაიბეჭდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 13 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ „ვისრამიანის“ რედაქტორებს ილია ჭავჭავაძეს, ალექსანდრე სარაჯიშვილსა და პეტრე უმიკაშვილს განზრახული ჰქონდათ გამოეცათ ძველი ქართული კლასიკური მწერლობის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში „ამირან-დარეჯანიანი“.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 17 აგვისტოს სურამში გამართულ თეატრალურ წარმოდგენაზე სხვა დადგმებთან ერთად ითამაშეს ილია ჭავჭავაძის პიესა „სცენა მომრიგებელ მოსამართლესთან“, რომელშიც გლახა ჭრიაშვილის როლს არაჩვეულებრივად ასრულებდა სოფრომ მგალობლიშვილი.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 10 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ნიკო ხიზანაშვილის „ლიტერატურული ქრონიკის“ გაგრძელება ნიკოლოზ ურბნელის ფსევდონიმით.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 9 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ ნ. ურბნელის ფსევდონიმით ნიკო ხიზანაშვილის „ლიტერატურული ქრონიკის“ პირველი ნაწილი დაიბეჭდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 31 ივლისს თბილისის პოლიცმაისტერმა წერილობით მოახსენა გუბერნატორს, რომ ილია ჭავჭავაძე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა საგურამოში და ამის შესახებ დუშეთის მაზრის უფროსი ინფორმირებული იყო.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 29 ივლისს ცენზურამ გასცა „ვისრამიანის“ დაბეჭდვის ნებართვა. ტექსტს პეტრე უმიკაშვილისა და ილია ჭავჭავაძის წინასიტყვაობა უძღოდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 23 ივლისს დავით ერისთავმა კისლოვოდსკიდან პეტერბურგში ნიკო ნიკოლაძეს შეატყობინა, რომ ილია ჭავჭავაძეს გრიგოლ არწრუნის ქარვასლასთან დაკავშირებით დიდი გეგმები ჰქონდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 21 ივლისს თბილისის პოლიცმაისტერმა ილია ჭავჭავაძეზე პოლიციის მეთვალყურეობის დაწესების შესახებ ბრძანება გასცა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 20 ივლისს ილია ჭავჭავაძემ რამაზ ანდრონიკაშვილისგან მიიღო ბარათი, თბილისის სათავადაზნაურო ბანკის მიერ გრიგოლ არწრუნის ქარვასლის შეძენასთან დაკავშირებით.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 13 ივლისს თბილისის გუბერნიის ჟანდარმთა სამმართველოს უფროსმა გუბერნატორისგან ითხოვა ნებართვა ილია ჭავჭავაძეზე, როგორც პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო პიროვნებაზე, ფარული მეთვალყურეობის დასაწესებლად.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის ნოემბერში „მეფე ლირის“ დასადგმელად მსახიობების შესარჩევი კონკურსი ილია ჭავჭავაძის სახლში გაიმართა. ჟიურის წევრები იყვნენ: ილია ჭავჭავაძე, რაფიელ ერისთავი, ივანე მაჩაბელი და მიხეილ ბებუთაშვილი.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის ნოემბერში „მეფე ლირის“ დადგმა ქართველი მწერლების მონაწილეობით ვერ მოხერხდა და მსახიობების შესარჩევად ილია ჭავჭავაძემ კონკურსი გამოაცხადა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 20 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ დიმიტრი ყიფიანს სპექტაკლში „მეფე ლირი“ ლირის როლის შესრულება შესთავაზა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 15 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ, სერგეი მესხმა და სტეფანე მელიქიშვილმა კავკასიის მეფისნაცვლის მთავარ სამმართველოში 1880 წლის 1-ელი იანვრიდან გაზეთ „დროებისა“ და ჟურნალ „ივერიის“ საერთო რედაქციით გამოსვლის ნებართვის მისაღებად განცხადება შეიტანეს.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 10 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას დაესწრო.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის სექტემბერში ჟურნალ „ივერიის“ №9-10-ში ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი ჟიულ კლარეტის რომანის „ერთი უბედურთაგანი“ მეორე ნაწილი.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის ოქტომბერში ილია ჭავჭავაძემ დიმიტრი ყიფიანის, ივანე მაჩაბლის, მამია გურიელის, ნინო ორბელიანის, დავით ერისთავისა და სხვათა მონაწილეობით შექსპირის „მეფე ლირის“ სცენაზე დადგმა გადაწყვიტა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის ნოემბერში „მეფე ლირის“ დასადგმელად მსახიობების შესარჩევ კონკურსზე კონსტანტინე ყიფიანი მეფე ლირის როლზე აიყვანეს.