ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46614

1860

ტიპი: ავტორობა

1860 წელს ილია ჭავჭავაძემ პავლოვსკში დაწერა ლექსი სათაურით „ჩ...სას“ („უცხო თემის ყარიბ მთქმელსა...“), რომელიც ეძღვნება მის სატრფოს, პეტრე ჩაიკოვსკის დას, ალექსანდრა (საშენკა) ჩაიკოვსკაიას.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 5 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებას დაესწრო. სხდომის დადგენილებით სათავადაზნაურო სკოლის დასახმარებლად 13 500 მანეთი, ხოლო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დასახმარებლად 11 000 მანეთი გამოიყო.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის სექტემბრამდე თბილისის გუბერნატორმა გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძემ ილია ჭავჭავაძეს სთხოვა, შეესწავლა თბილისისა და დუშეთის მაზრებში ქოლერის ეპიდემიასთან დაკავშირებული ვითარება.

1860

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1860 წელს ილია ჭავჭავაძე ცარსკოე სელოში ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისასთან სტუმრობისას გაეცნო ნიკოლოზ ბარათაშვილის ავტოგრაფულ კრებულებს.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წელს ჟურნალ „ივერიის“ №7-8-ში რუბრიკით „შინაური მიმოხილვა“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: „ძნელია მოვალეობა შინაური მიმოხილვისა ჩვენში ...“

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძემ ცენზურის გამო პოემას „ქართვლის დედა“ სათაური შეუცვალა და „დედა და შვილი“ დაარქვა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 12 ივლისს კონსტანტინე მამაცაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას მოახსენა, რა რაოდენობის წიგნები და სასკოლო ინვენტარი იყო საჭირო რუისის ახალგახსნილი სკოლისთვის.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 4 ივლისს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ზნაკვის სკოლის გამგეს სთხოვა, სკოლაში არსებული მდგომარეობის შესახებ ეცნობებინა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წელს ჟურნალ „ივერიის“ №5-6-ში რუბრიკით „შინაური მიმოხილვა“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ჩვენებური კლასიკური გიმნაზია და ქართველები“.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 12 ივლისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის ივნისში გრიგოლ ორბელიანმა ჟურნალ „ივერიაში“ გამოსაქვეყნებლად ილია ჭავჭავაძეს ლექსი „ფსალმუნი“ გაუგზავნა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 23 ივნისს ილია ჭავჭავაძემ რაფიელ ერისთავს სთხოვა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებლისთვის, იონა მეუნარგიასთვის, კანცელარიის მოსაწყობად თანხა გამოეყო.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 14 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საქმისმწარმოებელ იონა მეუნარგიას კანცელარიისთვის ცალკე ოთახის დაქირავება დაავალეს.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წელს ჟურნალ „ცისკარში" დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის ლექსები: „ერთხელ მეც, ძმანო, მეც მყვარებია...“ და „მწუხარება“.

1860

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1860 წელს ილია ჭავჭავაძე პავლოვსკიდან პეტერბურგში დაბრუნდა.

1860

ტიპი: ავტორობა

1860 წელს ილია ჭავჭავაძემ პავლოვსკში დაწერა ლექსი „ჩემო მკვლელო“.

1860

ტიპი: ავტორობა

1860 წელს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში დაწერა ლექსი „გახსოვს ტურფავ, ჩვენს დიდ ბაღში...“

1860

ტიპი: ავტორობა

1860 წელს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში დაწერა ლექსი „მძინარე ქალი“.

1860

ტიპი: ავტორობა

1860 წელს ილია ჭავჭავაძემ დაწერა უსათაურო ლექსი „მას აქეთ, რაკი...“

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 28 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ივერიელის ხელმოწერით გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის დასაწყისი „მოვალეობა ჩვენის თავადაზნაურობისა“ ქვესათაურით „კიდევ „Новое Обозрение“-სა და კახეთის რკინისგზის გამო“. ტექსტი ილიას სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 5 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ივანე მაჩაბელს თავისი წიგნების საფასური გამოუყეს.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის იანვარში უკრაინულ ჟურნალში „პრავდა“ ილია ჭავჭავაძის ლექსის „გაზაფხული“ ოლექსანდრ ლოტოცკისეული თარგმანი გამოქვეყნდა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 7 იანვარი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ჩვენი სოფლის მეურნეობა და შეკავშირების საჭიროება“.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 1-ელ იანვარს გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 1 იანვარი“.