ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47984

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 20 ნოემბერს ეროვნულ ყრილობაზე ნოე ჟორდანიამ წაიკითხა მოხსენება პოლიტიკურ შიდა მმართველობაზე და აღიარა საქართველოს ტერიტორიული ავტონომია. ამის შემდეგ კრება 15 წუთით შეწყდა და დრო დაეთმო სხვა გამომსვლელებს, რომლებიც სიაში წინასწარ იყვნენ ჩაწერილი, სიის ბოლოში მოხვდა ქუთაისის ქალთა ინტერპარტიული ორგანიზაციის დელეგატი, კატო მიქელაძე, რომელსაც სიტყვა არ მისცეს. კატო მიქელაძემ კრების თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელს მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 19-20 ნოემბრის ყრილობაზე ეროვნული საბჭოს არჩევის დროს ერთი ქალიც არ დასახელდა, გარდა მინადორა ტოროსელიძისა, რომელიც არჩეული იყო არა როგორც ქალთა წარმომადგენელი, არამედ როგორც ფრაქციის წევრი და თან უკანდიდატოდ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის ეროვნულ ყრილობაზე სოციალისტმა ცერცვაძემ კითხვით მიმართა ნოე ჟორდანიას, რატომ არ ჰყავდათ ქალებს თავიანთი წარმომადგენელი საბჭოში, რაზეც მან უპასუხა, რომ პარტიაში ქალები ჰყავდათ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N32 ცნობით, სროლის გამო ქ. თბილისი შიშმა მოიცვა, დაიხურა მაღაზიები, ქუჩებში შეიარაღებული რაზმი დადიოდა, სასახლის წინ ტყვიამფრქვევები იდგა, მცხოვრებთ თავდასაცავად იარაღი დაურიგეს. სასახლეს გარედან იცავდა სამხედრო რაზმი პოლკოვნიკ სტეფანე ახმეტელაშვილის ხელმძღვანელობით.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 16 ნოემბერს ქუთაისის საერთო ქალთა პოლიტიკური კლუბის მიერ მოწვეულ კრებაზე მარიამ ყაუხჩაშვილის გიმნაზიის დარბაზში 19 ნოემბრის ეროვნულ ყრილობაზე თბილისში გასაგზავნად დელეგატად აირჩიეს კატო ნიკოლაძე, მის კანდიდატად კატო მიქელაძე. პირველის ავადმყოფობის გამო ყრილობას დაესწრო კატო მიქელაძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 7 დეკემბერს ეკატერინე გაბაშვილისა და დარია ახვლედიანის თაოსნობით ქ. თბილისში გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ სასარგებლოდ ქართველ მწერალ და მსახიობ ქალთა საღამო გაიმართებოდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N32 ცნობით, 4 დეკემბერს მოხდება ქუთაისის გუბერნიის აღმასრულებელი კომიტეტის მორიგი კრება, სადაც გაირჩევა საკითხი ქუთაისის გუბერნიაში ერობის შემოღების თაობაზე. კრებას მაზრების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 32 გამოქვეყნდა კატო მიქელაძის „ჩემი სიტყვა, რომლის წარმოთქმის უფლება არ მომცა აკ. ჩხენკელმა ეროვნულ ყრილობაზე 20 ნოემბერს ქ. თბილისში“, რომელშიც ის ლაპარაკობს ქალთა სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებზე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ (N32) ცნობით, ანეპოდისტე (ვარლამ) სოლომონის ძე ახვლედიანმა რედაქციის ფონდის გასაძლიერებლად შესწირა 100 მან. პაპულა ნიკოს ძე აბაშიძემ – 10, ალექსანდრე ვლადიმერის ძე წერეთელმა – 3 მან., ნინო ფილიპოვამ – 5 მან.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N32 დაიბეჭდა ალექსანდრა გუნიას წერილი რედაქტორის მიმართ, რომელმაც გამოგზავნა დ. სუჯუნში გაზეთის სასარგებლოდ ქალების მიერ შეგროვებული ფული – 110 მან. 10 კაპ., დ. სუჯუნის ორკლასიანი სასწავლებლის მოწაფეების მიერ შეგროვებული ფული – 116 მან. 40 კაპ. და შემომწირველთა სია: ივანე, ლევანტი, მიხა, ქეთევან, დესპინა, ვარდიკო, კატო, ფედოსია, სევერიანე და მარო ნოდიები, კეკელა და იოსებ კუჭუხიძეები, ამბაკო ბარაბაძე, კაკო გუგულავა, სანდრო ჭანტურია, ვარდიკო ხოშტარია, ალექსანდრა გუნია, ნიკიფორე საბაშვილი, კუკულა მიხაილიშვილი, მატრონა დანელია, ვალენტინა ხონელიძე, მატრონა და კატო მიმინოშვილები, ანეტა და სოლომონ მატკავები და გრიგორი გვაზავა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 18 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, იმსჯელეს საზოგადოების მატერიალური უზრუნველყოფის გასაუმჯობესებელ გზებზე.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 18 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, განიხილეს საწევროების გადახდის დაგვიანების საკითხი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ (N32) ცნობით, ლუბა კონდრატის ასულმა ჩაჩიბაიამ სოფ. კიწიიდან რედაქციის ფონდის გასაძლიერებლად შესწირა 8 მანეთი. ყველა შემომწირველს რედაქცია დიდ მადლობას უხდიდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 32 დაიბეჭდა ქუთაისის შემომწირველთა სია: ანა ვასილის ასული ერისთავისა, სოფიო ნიჟარაძე, ნინო კალანდარაშვილი, ოლინკა წულუკიძე, ქეთო ჩარკვიანისა, სანდრო მსხილაძე და გეორგაძისა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N32) დაიბეჭდა ელენა ჩიხლაძის მიერ გაზეთის სასარგებლოდ შეგროვებული ფულის შემომწირველთა სია: ქსენია კორძაია, სერგო კოსტავა, სალომე კოსტავა, ევა თედორაძე, ნინა რუხაძისა, მინადორა კოსტავა, აგრაფინა ჩიხლაძისა, მართა ზვიადაძე, ანიჩკა ჯავახაძე, ვერა სინაურიძე, ნინა შარაშენიძე, აგრაფინა ფურცხვანიძე, დესიკო შენგელია, საშა თედორაძე, ნესტორ სულაქვერიძე, ვასილი ტოტოჩია, ქსენია ბაქრაძე, ვერა ჟორჟოლაძე, ელენა ჩიხლაძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N32) დაიბეჭდა გაზეთის სასარგებლოდ სამტრედიელ შემომწირველთა სია: თამარა თევზაძე, ანეტა მამაგეიშვილი, მინიკა კოპალეიშვილისა, სოფიო ახობაძე, პავლე მეგრელიშვილი, ოლღა ხურცილავასი, ვლადიმერ ვოლკოვი, გაიოზ ჯვარშეიშვილი, ოლია კალანდაროვისა, თამარა ჩომახიძე, მარო ფარჩიძე, მარო კანდელაკისა, ივანე სპირიდონის ძე კანდელაკი, ფაქიზო ლორთქიფანიძისა, ა. ავალიანი, რუსუდან სტურუა, ელენე თევზაძე, ვერა მეგრელიშვილი, გუგულა ავალიანი, სოლომონ მიქელაძე, თინა მიქელაძე, ანეტა ავალიანი, ლენა ავალიანი, ნადია ებრაელიძე, ფატული კანდელაკი-ხელაია, მელანია ახობაძე, მ. ბერძნიშვილი, პლატონ სტურუა, ციცინა ტარძია, მარიამ დუნდუა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N32 დაიბეჭდა დაბა ზესტაფონის „ქალთა კავშირის“ სამადლობელი წერილი იმ პირთა მიმართ, რომლებმაც გაიღეს წვლილი მათ დასახმარებლად. შემომწირველთა სია: კ. მაჭარაძე, მელიტონ გაჩეჩილაძე, სუსლინი, მ. ჯაფარიძე, ალექსანდრე ვერგილაშვილი, კ. ცინაძე, დარიკო კელენჯერიძისა, ელენა გეწაძე, იოსებ გუნცაძე, ვ. წერეთელი, ა. გაბუნია, ი. მოწონელიძე, გვიჩია, ჭავჭავაძე, ჩიქოვანი, მელ. აბდალაძე, ზ. ხუნდაძე, ს. ხიდიბეგიშვილი, ს. გაჩეჩილაძე, კ. ჟღენტი, ს. მამალაძე, მ. გაჩეჩილაძე, ზაკო კობზირიძე, მ. ებანოიძე, ლ. ნიორაძე, დ. საკანდელიძე, ნ. საკანდელიძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N32 დაიბეჭდა დაბა ზესტაფონის „ქალთა კავშირის“ სამადლობელი წერილი ევ. გარაევისას და იორდანე ცერცვაძის მიმართ, რომლებმაც მათ უსასყიდლოდ დაუთმეს ბინა.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 18 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1913 წლის საქმიანობის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, გამგეობის წევრები იყვნენ: სიმონ ისაიას ძე საბაშვილი, პლატონ დავითის ძე ჭავჭანიძე, იოსებ სიკოს ძე ჭავჭანიძე, გიორგი თომას ძე ზენაიშვილი, მარიამ პართენის ასული საბაშვილისა და სალომე გლახას ასული ჭავჭანიძისა.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 18 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1913 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, გამგეობის თავმჯდომარე და ხაზინადარი იყო დიმიტრი პავლეს ძე ნადარეიშვილი, მდივანი – ნიკოლოზ იოსების ძე გულივერდაშვილი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 18 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1913 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, საზოგადოების მთავარი ამოცანა იყო გუდაუთაში სკოლის გახსნა, ამიტომ განყოფილებას ყველა ღონე უნდა ეხმარა მიწის შესაძენად და ამ მიწაზე სკოლის შენობის ასაშენებლად. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის დროებითი თავმჯდომარე სიმონ საბაშვილი და წევრები: პლატონ ჭავჭანიძე, გიორგი ზენაიშვილი, მაშო საბაშვილი და სალომე ჭავჭანიძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ საქართველოს ფოსტა-ტელეგრაფის უფროსმა  იტალიელ კოლეგას წერილით მიმართა, რომ მთავრობამ გადაწყვიტა საერთაშორისო საფოსტო კავშირში შესვლა და შვეიცარიის ფედერალური რესპუბლიკის მთავრობასთან დანიშნულ საქართველოს წარმომადგენელ სუმბათაშვილის ხელით მიმართვა გაუგზავნა ბერნის საფოსტო ბიუროს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 22 ივლისის „ერთობა“ აქვეყნებს ბათუმის ოლქის საგანგებო კომისრის, ბენიამინ ჩხიკვიშვილის ბრძანებას: „საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ მოღალატეობრივი ქმედებისთვის, სახელმწიფოს სასარგებლოდ პოლკოვნიკ იონინის ჩამოერთვას უძრავი და მოძრავი ქონება – სამი დესეტინა ბაღი სარიმაულში, საცხოვრებლით და სხვ.; გენერალ ტერმენს – უძრავი ქონება მდებარე ორთაბათუმში, მიწა – ხეხილით და ვენახით გაშენებული 15 დესეტინამდე, სახლი და სხვ.“ მიწათმოქმედების სამინისტროს წარმომადგენელს, აგრონომ რცხილაძეს დაევალა ჩაებარებინა ეს მამულები, როგორც სახელმწიფო ფონდში გადარიცხული საკუთრება.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 23 მარტს ვლადიკავკაზში აღნიშნეს მიხეილ ტარიელის ძე ლორის-მელიქოვის თერგის მაზრის უფროსად დანიშვნის 10 წლისთავი. თერგის მაზრის ქალაქებმა და საზოგადოებამ შეკრიბა ფული ლორის-მელიქოვის სახელზე სტიპენდიების დასანიშნად და სასწავლებლების გასამართავად.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 15 ივნისს სასამართლომ განიხილა შალვა მაღლაკელიძისა და სხვათა საქმე. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ექსპერტი ალექსანდრე ნეიმანი, დაიკითხა მოწმე – პოლ. შამშურინი. სასამართლოზე წაიკითხეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფ. ვიცე-დირექტორის, ზ. ნანეიშვილისა და თბილისის გუბერნიის კომისრის ყოფილი თანაშემწის, დ. კალანდარიშვილის ჩვენებები, გამოქვეყნდა იმ მოწმეთა მონათხრობიც (ნოე რამიშვილი, პ. ჭიჭინაძე, ბენია ჩხიკვიშვილი, ნოე ხომერიკი), რომლებიც სასამართლოში ვერ გამოცხადდნენ.