რეგისტრირებული ფაქტები50012
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ფინანსურ-ეკონომიკურ ჟურნალში „საქართველოს ეკონომისტი“, რომელიც უახლოეს ხანში ქართულ და რუსულ ენებზე უნდა გამოსულიყო, თანამშრომლობდნენ: იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკოვი, კ. ანდრონიკოვი, ს. არსენიძე და ალექსანდრე სამსონის ძე ასათიანი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიასა და ფინანსთა მინისტრ გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულს დაევალა ბაქოელი ქართველებისთვის დახმარების გაწევა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 50 ათასი რუბლი გაიცა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ისიდორე რამიშვილს ბაქოს ხელისუფლებისთვის რადიოს მეშვეობით გადაუცია აზერბაიჯანის მთავრობის შემდეგი მოთხოვნები: დაუყოვნებლივი განიარაღება, აზერბაიჯანის ხელისუფლების აღიარება, ქალაქისა და საწარმოების გადაცემა. ამ მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში აზერბაიჯანის მთავრობა უსაფრთხოების გარანტიას აძლევდა თბილისიდან ბაქოში იქაური კონფლიქტის მოსაგვარებლად გასამგზავრებელ დელეგაციას.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს პეტრე გელეიშვილი საქართველოს მიწათმოქმედების მინისტრის მოადგილე იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას წინადადებით საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიას დაევალა დამატებითი კანონპროექტის შემუშავება, რომელიც შეეხებოდა საქართველოს მოქალაქეობის უფლების გაუქმებასა და მოპოვებას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ მიხედვით, საქართველოს მიწათმოქმედების მინისტრის მოადგილე პეტრე გელეიშვილი მთავრობის სხდომაზე გამოვიდა მოხსენებით, რომელიც ეხებოდა სტატისტიკური საქმიანობის ორგანიზაციის საკითხებს. მომხსენებლისთვის შენიშვნები მიუციათ მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიასა და სახელმწიფო კონტროლიორ ფილიპე გოგიჩაიშვილს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს მთავრობამ მიწათმოქმედების მინისტრის მოადგილე პეტრე გელეიშვილს დაავალა მის მოხსენებაში სტატისტიკური საქმიანობის ორგანიზაციის შესახებ ცვლილებების შეტანა და მოხსენების შემდგომ სხდომაზე წარდგენა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს მიწათმოქმედების მინისტრის მოადგილე პეტრე გელეიშვილი მთავრობის სხდომაზე გამოსულა მოხსენებით სტატისტიკური საქმიანობის ორგანიზაციის საკითხებზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ზაუტაშვილის ხელშეკრულება მასში ზოგიერთი უმნიშვნელო ცვლილების შეტანის მიზნით გადაეცა სახელმწიფო კონტროლიორ ფილიპე გოგიჩაიშვილს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს სამხედრო მინისტრის, გრიგოლ ტიმოთეს ძე გიორგაძის წინადადებით აბრამოვიჩისა და ზაუტაშვილის ხელშკრულების განხილვა მხოლოდ მათში შესწორებების შეტანის შემდგომ უნდა შემდგარიყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის მაისის ბოლოს ილია ჭავჭავაძემ თბილისსა და საგურამოში უმასპინძლა საქართველოში მეორედ ჩამოსულ მარჯორი სკოტ უორდროპს, რომელსაც თან ახლდა დედა მარჯორი უორდროპი, მამა თომას კოლდუელ უორდროპი და უმცროსი ძმა თომას სკოტ უორდროპი.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ სიმონ ყაველაშვილს ბინა ჰქონია თბილისში, ოლღას ქუჩა N10-ში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 სექტემბერს სიმონ ყაველაშვილს ბინაში (ოლღას ქუჩა N10-ში) ბოროტმოქმედები შეუცვივდნენ.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 26 აპრილის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას რაფიელ (ფიდო) ყაზბეგისგან მიუღია 300 მანეთის ოდენობით შემოწირულობა პეტერბურგში.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 4 მარტს ზაქარია ერისთავმა ნოტარიუსის წესით გადასცა ხაზინის რწმუნებულს ომისის მამული სამეურნეო სკოლის დასაარსებლად.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. ასათიანმა მანეთი გაიღო ალექსანდრე ყაზბეგის სასარგებლოდ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, დიმიტრი დუმბაძე იყო ქართული ენის კურსების გამგე. ექვსთვიანი კურსის საფასური 300 რუბლი იყო.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ქართული ენის კურსების გამგე დიმიტრი დუმბაძის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კურსებზე ჩაწერა შეიძლებოდა 10-დან 2 საათამდე ვაჟთა პირველი გიმნაზიის შენობაში (როზენის ქუჩაზე). კურსების პროგრამაში შედიოდა: კითხვა და მართლწერა, სასაუბრო ენა, გრამატიკა, საქართველოს ისტორია, ლიტერატურა და გეოგრაფია.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ქართული ენის კურსების გამგის დიმიტრი დუმბაძის განცხადება. განცხადების თანახმად, კურსების მიზანი იყო ორივე სქესის ქართველებისა და არაქართველებისთვის, ვინც ვერ ფლობდა ქართულს, სახელმწიფო ენის განხრით იმხელა ცოდნის მიწოდება, რომ შემდგომში მათ შეძლებოდათ სამთავრობო და საზოგადოებრივ დაწესებულებებში თანამდებობების დაკავება.