ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50012

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ამიერკავკასიის ბანკის მეორე გამოშვების აქციებზე ხელმოწერა ბაქოში შესაძლებელი იყო ნიკოლოზ ჯაყელთან პირველ ნოემბრამდე.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის სექტემბერში ქუთაისის სასახლესთან დავით ივანეს ძე ლეონიძე საპატიო ყარაულთან ერთად წარდგა რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე მესამის წინაშე.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 30 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა მიხეილ ჩოდრიშვილის გამოხმაურება მიხეილ ნასიძის ინიციატივაზე ილია ჭავჭავაძის სახელობის ცენტრალური დეპოს დაარსების შესახებ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 15 იანვარს გაზეთ „კავკაზში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის ლექსის „მწუხარება“ ვასილი ველიჩკოსეული თარგმანი.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 12 იანვარს გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის ლექსის „მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული“ ივანე თხორჟევსკისეული თარგმანი.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 25 თებერვალს გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ დაიბეჭდა გრიგოლ ვოლსკის მიერ რუსულ ენაზე თარგმნილი ილია ჭავჭავაძის მოთხრობის „კაცია – ადამიანი?!“ მეორე ნაწყვეტი.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 21 თებერვალს გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ დაიბეჭდა გრიგოლ ვოლსკის მიერ რუსულ ენაზე თარგმნილი ილია ჭავჭავაძის მოთხრობის „კაცია – ადამიანი?!“ ნაწყვეტი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ქართული კულტურული კავშირის წარმომადგენლებად დრამატულმა საზოგადოებამ ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავი, შალვა ვლადიმერის ძე მესხიშვილი და ვლადიმერ ლევანის ძე გუნია აირჩია.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 19 მაისს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ეკატერინე გაბაშვილი. მან კრიტიკულად შეაფასა ილია ჭავჭავაძისთვის სახელის გასატეხად ბანკში ჩამოყალიბებული ოპოზიციის საქმიანობა და თანადგომა გამოხატა ილიას მიმართ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, დიმიტრი დუმბაძე იყო ქართული ენის კურსების გამგე. ექვსთვიან კურსზე სწავლების საფასური 300 რუბლი იყო.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 15 აგვისტოს გაზეთ „კავკაზში“ გამოქვეყნდა ივანე ზურაბიშვილის მიერ რუსულად თარგმნილი ილია ჭავჭავაძის მოთხრობის „გლახის ნაამბობი“ ნაწყვეტი.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 10 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თომა აბრამის ძე მთავრიშვილი პედაგოგი იყო.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის მაისის შემდეგ ილია ჭავჭავაძემ დაწერა სამი ახალი სატირული გამოცანა („რად გვინდა, ვინ ხარ...“, „ჩემი აწ ესე ნათქვამი...“ და „კალამი რამ უშოვნია...“) დავით კეზელზე, გიორგი თუმანიშვილსა და გიორგი წერეთელზე.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 10 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა პედაგოგ თომა მთავრიშვილის გამოხმაურება ილია ჭავჭავაძის სახელობის ცენტრალური დეპოს დაარსების შესახებ გამოქვეყნებულ წერილებზე.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 13 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ და დავით კარიჭაშვილმა წერილობით მადლობა გამოუცხადეს პედაგოგ ლუარსაბ ბოცვაძეს იმისათვის, რომ საგანგებოდ გამართულ კურსებზე სამრევლო სკოლების მასწავლებლებს სამაგალითო გაკვეთილები ჩაუტარა.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წლის 6 თებერვალს „ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კომისიის პირველ სხდომაზე ილია ჭავჭავაძე ტექსტის დამდგენი კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 18 დეკემბერს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებულ ნოე ჟორდანიას მოხსენებაში ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკა, დამოკიდებულება მეზობელ ერებთან, სასამართლო და ეკონომიკური მდგომარეობა იყო განხილული.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1897 წლის 17 ივლისს ილია ჭავჭავაძემ სააღებმიცემო კომპანია „შუამავლისგან“ სურათი შეიძინა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის ოქტომბრის დასაწყისში ილუსტრირებულ მხატვრულ-ლიტერატურულ კრებულში „კავკაზსკაია ჟიზნ“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის ლექსის „ვიხილე სატრფო...“ ვასილი ველიჩკოსეული თარგმანი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის ივლისის მეორე ნახევარში ილია ჭავჭავაძემ საგურამოში უმასპინძლა პარიზის უნივერსიტეტის პროფესორს, მოგზაურსა და მკვლევარ ჟაკ ბერტილიონს, რომაელ პროფესორ ბოსკოს, მწერლებს: ვასილი ველიჩკოს და არტურ ლაისტს.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის 16 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოწერით „ნიაბი“ ილია ჭავჭავაძის სტატია „ბ-ნ ალ. ხატისოვის ღაღადი“ გამოქვეყნდა.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის 14 მარტს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ლევან ჯანდიერის წერილი ბანკში შესატანი თანხისა და ვექსილის შესახებ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 1-ელ იანვარს არტემ ფირალიშვილმა ილია ჭავჭავაძეს მიუძღვნა თავისი თანაავტორობით გამოსული წიგნი „ნარკვევი კახეთის მევენახეობასა და მეღვინეობაზე“ წარწერით.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის 13 მარტს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნაწყვეტები ჟურნალ „«Исторический вестник“-ში ილია ჭავჭავაძის ნარკვევის „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ შესახებ გამოქვეყნებული რეცენზიიდან.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის ოქტომბრის დასაწყისში ილუსტრირებულ მხატვრულ-ლიტერატურულ კრებულ „კავკაზსკაია ჟიზნში“ დაიბეჭდა ანტონ ნატროშვილის მიერ თარგმნილი ილია ჭავჭავაძის მოთხრობის „გლახის ნაამბობი“ ნაწყვეტი.