ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46348

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მოსე ჯანაშვილის ნაშრომი „Кавказский фазан“ თბილისში ინგლისის ელჩს გამოუყენებია ლონდონის ერთი სამეცნიერო გამოცემისათვის.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მოსე ჯანაშვილს ნაშრომი „Абхазия и Абхазцы“ დაუწერია პეტრე კარაიანისა და სხვათა შრომების დახმარებით.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წელს მოსე ჯანაშვილისა და მისი კოლეგების ნაშრომმა „К материалам по истории и древностей Грузии и России“ პროფესორ ალექსეი უვაროვის ყურადღება მიიქცია.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წელს მოსე ჯანაშვილმა და მისმა კოლეგებმა გამოსცეს კრებული „К материалам по истории и древностей Грузии и России“.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წელს „Сборник материалов“-ში დაიბეჭდა მოსე ჯანაშვილისა და მისი კოლეგების „Известия грузинских летописей и историков о Херсонисе, Готии, Осетии, Хазарии, Дидоэтии и России“.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წელს კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველის ცირკულიარის მე-13 ნომერში გამოქვეყნდა ვსევოლოდ მილერის სტატია მოსე ჯანაშვილისა და მისი კოლეგების ნაშრომის „Известия грузинских летописей и историков о Северном Кавказе и России“ შესახებ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წელს „Сборник материалов“-ში ცალკე ნაკვეთად დაიბეჭდა მოსე ჯანაშვილისა და მისი კოლეგების შრომა „Известия грузинских летописей и историков о Северном Кавказе и России“, რომელსაც თან ერთვოდა „ალღუზიანის“ რუსული თარგმანი და ოსეთის რუკა.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წელს მოსე ჯანაშვილისა და მისი კოლეგების მიერ რუსულ ენაზე თარგმნილი ვახუშტი ბატონიშვილის „მცირე ღეოღრაფია“ თბილისის გეოგრაფიულ საზოგადოებას გამოუცია.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წელს მოსე ჯანაშვილმა და მისმა კოლეგებმა ვახუშტი ბატონიშვილის „მცირე ღეოღრაფია“ რუსულად თარგმნეს.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მოსე ჯანაშვილმა და მისმა კოლეგებმა ვახუშტი ბატონიშვილის „მცირე ღეოღრაფიის“ გამოცემას წინასიტყვაობა დაურთეს.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მან და მისმა კოლეგებმა ვახუშტი ბატონიშვილის „მცირე ღეოღრაფიას“ დაურთეს 530 შენიშვნა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს მოსე ჯანაშვილმა და მისმა კოლეგებმა ვახუშტი ბატონიშვილის „მცირე ღეოღრაფია“ გამოსცეს.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 5 ივნისის „დროების“ ცნობით, მიხეილ ნასიძის მიერ შედგენილი „ქართული ხრისტომათია“ გასაყიდად გამოვიდოდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 19 დეკემბერს პაოლო იაშვილმა ქუთაისიდან წერილი მისწერა იოსებ გრიშაშვილს, რომელიც შეიცავდა მისი ახალი ლექსის, „დაუდეგარი ღამის“, პირველ ვერსიას.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 3 სექტემბერს გრიგოლ რობაქიძემ თბილისიდან წერილი მისწერა ვალერიან გაფრინდაშვილს, რომელიც შეიცავდა ვალერიან გაფრინდაშვილის, პაოლო იაშვილის, ტიციან და გალაქტიონ ტაბიძეებისა და თავად გრიგოლ რობაქიძის პოეტურ პორტრეტებს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 24 დეკემბერს ტიციან ტაბიძემ მოსკოვიდან წერილი მისწერა იოსებ გრიშაშვილს, შენი წერილის საპასუხოდ გამოგიგზავნეთ კრებული „армянская поэзия“, რომელსაც საახალწლოდ მიიღებო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 5 ივნისის „დროების“ ცნობით, ვ. დერინგის წარმოდგენა 7 ივნისისთვის გადაიდო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 4 ივნისის „დროების“ ცნობით, ვ. დერინგი ფიზიკოსი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 3 ივნისს ევროპის ბაღში ფიზიკოსმა დერინგმა ნისლოვანი სურათების გამოფენა გამართა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 4 ივნისის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ჭყონიამ სამუშაო ოთახი გაბრიელ თამამშევვის სახლში იქირავა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 26 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ რედაქციამ მიიღო სარგის კაკაბაძის ახალი სახელმძღვანელო „შემოკლებული ისტორია საქართველოსი“ (ახალი საუკუნეების ეპოქა), „სორაპნის“ გამოცემა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 26 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ან-ბანის ფსევდონიმით ალექსი მირიანაშვილის მოთხრობა „შიოლა“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 26 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა წერილი „პრესსა“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 26 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „იძულებითი პრინციპი“ გამოქვეყნდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 1 ივნისის „დროების“ ცნობით, იონა მეუნარგიამ გრიგოლ ორბელიანის ნაშრომების განხილვა დაიწყო.