ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46342

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 3 ივნისს ქუთაისის საქალებო სასწავლებლის სასარგებლოდ გამართულ ღონისძიებას ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვი, დიმიტრი ყიფიანი და ადგილობრივი ინტელიგენცია დაესწრო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 3 ივნისს ქუთაისში ესტატე მჭედლიძის პანაშვიდს გაბრიელ ეპისკოპოსი დაესწრო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 3 ივნისს კოტე მესხი ქუთაისში გამართულ საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 6 ივნისის დროების ცნობით, მიხეილ ნასიძეს „დედა-ენის“ მსგავსი საყმაწვილო წიგნის გამოცემა სურდა, რომლის სახელწოდება „სამშობლო ენა“ იქნებოდა.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ 13 იანვარს თბილისში, მიხეილის საავადმყოფოში, გარდაიცვალა ქართველი ფარმაცევტი ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილი, რომელიც ცნობილი იყო არა მხოლოდ ფარმაციაში, არამედ ქართულ მწერლობაშიც.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველო“ იუწყება, რომ რედაქციამ მიიღო შიო მღვიმელის კრებული „სალაშქრო ლექსები“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკის მოხსენების თანახმად, მთავრობამ დაადგინა, ქალაქთა კავშირსა და კოოპერატივთა ცენტრალურ კავშირს სესხად მისცემოდა 15 მილიონი მანეთი ხუთი წლის ვადით 31/2 პროცენტით სამრეწველო თანხიდან.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ მოისმინა ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკის მოხსენება სავაჭრო და სამრეწველო დაწესებულებების რევიზიის შესახებ და დაადგინა, მიეცათ უფლება მინისტრისთვის იმ წარმოებათა რევიზიის, რომელთაც სახელმწიფო დახმარება მიეცათ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 21 იანვრის გაზეთი „საქართველო“ გაზეთ „ბათუმის ეხოზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ ბათუმის ოლქის საგანგებო რწმუნებულმა გრიგოლ გიორგაძემ მთავრობას თანამდებობიდან გათავისუფლება სთხოვა. შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 17 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ს. გლახაშვილის სამმოქმედებიანი დრამის „წყურვილი“ მეორე სურათი.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დაბა ხონში არსებულ საქალებო პროგიმნაზიში სწავლის წლიური საფასური მოსამზადებელ საფეხურზე — 30 მანეთი, ხოლო პროგიმნაზიულ კლასებში 50 მანეთი იყო. სწავლის მსურველებს განაცხადი ელენე ბახტაძის სახელზე უნდა გაეგზავნათ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს დიმიტრი ამაშუკელმა გაზეთ „ცნობის ფურცელში" მადლობა გადაუხადა მათ, ვინც სოფელ ამაშუკეთის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს შემწეობა აღმოუჩინა: რომანოზ სპირიდონის ძე ფანცხავას, ნადია ჭიჭინაძეს, ქეთევან ორჯონიკიძეს, ლიზა კიკნაძეს, მატრონა ბოკერიას.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 17 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით გიორგის ძე ნახუცრიშვილის, ფსევდონიმით ნარვალი, სტატიის „დრამის მოკლე ისტორია“ მე-3 ნაწილი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 9 იანვარს სათავადაზნაურო თეატრში ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის რეჟისორობით სპექტაკლები „მაყვალას გასამართლება“ და „შეშლილია“ დაიდგა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 17 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „საზოგადოებათა გაერთიანება“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 17 იანვარს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა რომანოზ ბებიაშვილის ლექსი „ებრაელ ერს“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 17 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ლევან მეტრეველის სტატიის „სიტყვა-კაზმულ ნაწარმოების საერთო დაფასება“ მე-3 ნაწილი.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 9 ივნისის „დროებაში“ სტატია „ნანგრევთა შუა ლამპარი“ დაიბეჭდა, რომელიც იონა მეუნარგიას მიუძღვნეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 8 ივნისს ვ. დერინგის სურათების გამოფენა გაიმართა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ დაადგინა, ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკისთვის დაევალებინათ დაკავებული კოტრაბანდული საექიმო ტვირთის შეფასება, რის შემდეგაც ტვირთი გადაეცემოდა ცენტრალურ სააფთიაქო საწყობს საექიმო-სასანიტარო დაწესებულებათა შორის გასანაწილებლად.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ დაიბეჭდა შეცდომის გასწორება. 19 იანვრის ნომერში (N13) დაბეჭდილ შემომწირველთა სიაში დასნეულებულ ბელეტრისტ ნიკოლოზ ნათაძის სასარგებლოდ დავით კასრაძის შემოწირულობა იყო 1 500 მანეთი და არა 15 000.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „საქართველოს ნოტა ა. ს. ს. რ. სრულუფლებიან წარმომადგენელს“, რომელსაც ხელს საგარეო საქმეთა მინისტრის მაგიერ მისი მოადგილე კონსტანტინე საბახტარიშვილი აწერს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კონსტანტინე საბახტარიშვილის ხელმოწერით აზერბაიჯანის დიპლომატიურ წარმომადგენელს თბილისში საქართველოში გამოგზავნილ თანამშრომელთა დაპატიმრების თაობაზე საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 27 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სვიმონ ქვარიანის წერილი „რა უშველის ერის საშინელ გაჭირვებას?“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 27 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა წერილი „პრესა“, რომელშიც მიმოხილულია გაზეთ „ერთობის“ პუბლიკაციები.