ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47884

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იესე დანელია სერგი დანელიას მამა იყო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სერგი დანელია იუწყება მამის, იესე დანელიას გარდაცვალებას.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 27 იანვარს იესე დანელიას სოფელ ბანძაში დაკრძალავდნენ.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები, დავით და ნიკო ბეჟანის ძე ჩხეიძეები ძმები იყვნენ.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ლუკა მათეს ძე ბახტაძე სოფ. მათხოჯის წმ. ვასილის ეკლესიის მღვდელი იყო.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წელს ლუკა მათეს ძე ბახტაძე სოფ. მათხოჯის წმ. ვასილის ეკლესიის მღვდელი იყო.

1952

ტიპი: თანამდებობა

1952-1955 წლებში სერგო ივანეს ძე ქავთარაძე სსრკ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველი იყო.

1940

ტიპი: თანამდებობა

1940-1945 წლებში სერგო ივანეს ძე ქავთარაძე სსრკ საგარეო საქმეთა სახკომის განყოფილების გამგე იყო.

1940

ტიპი: ორგანიზაცია

1940 წელს სერგო ივანეს ძე ქავთარაძე კომუნისტურ პარტიაში დააბრუნეს.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923-1924 წლებში სერგო ივანეს ძე ქავთარაძე თურქეთში საბჭოთა საელჩოს მთავარი მრჩეველი იყო.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წელს სერგო ივანეს ძე ქავთარაძე საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს სერგო ივანეს ძე ქავთარაძე საქართველოს იუსტიციის სახალხო კომისარი იყო.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წელს სერგო ივანეს ძე ქავთარაძე კომპარტიის წევრი გახდა.

1945

ტიპი: თანამდებობა

1945-1952 წლებში სერგო ივანეს ძე ქავთარაძე სსრკ-ის სრულუფლებიანი ელჩი იყო რუმინეთში.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს სერგო ივანეს ძე ქავთარაძე საქართველოს რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სერგო ივანეს ძე ქავთარაძე ვლადიკავკაზის საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე იყო.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924-1927 წლებში სერგო ივანეს ძე ქავთარაძე სსრკ უზენაესი სასამართლოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე იყო.

1930

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1930 წელს ალექსანდრე ილიას ძე შანშიაშვილს საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

1927

ტიპი: ღონისძიება

1927 წლის დეკემბერში სერგო ივანეს ძე ქავთარაძე კომუნისტური პარტიის მე-15 ყრილობამ პარტიიდან გარიცხა.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893 წელს შიო ისაკის ძე შიუკაშვილი თელავის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წელს შიო ისაკის ძე შიუკაშვილი ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წელს შიო ისაკის ძე შიუკაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებული იყო ოზურგეთში.

1901

ტიპი: განათლება

1901 წელს დაბა ხონის სამასწავლებლო სემინარია თავის დანიშნულებას ვერ ასრულებდა, რადგან სწავლა რამდენჯერმე შეწყდა. ამ გარემოებას ყურადღება მიაქცია სამოსწავლო ოლქის მზრუნველმა ნ. რ. ზავადსკიმ და ოქტომბრის დამლევს ხონში საქმის გასარკვევად ალექსანდრე სლოვინსკი გაგზავნა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 24 მაისის „დროების“ ცნობით, დუშეთის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას ივანე ბაგრატიონ-მუხრანსკიმ გარკვეული თანხა შესწირა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 23 მაისის „დროების“ ცნობით, ილია ჭავჭავაძემ განაცახდა, რომ „ივერიის“ აპრილისა და მაისის წიგნი ერთდროულად დაიბეჭდებოდა.