ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49980

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 28 იანვარს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო კრებას დაესწრნენ ავადმყოფ ოლღა ჭავჭავაძის მზრუნველები: რუსუდან მელიქიშვილისა, შალიკაშვილისა და ექიმი მიხეილ გედევანიშვილი. კრებამ იმსჯელა ოლღას მოვლა-პატრონობის შესახებ, გაითვალისწინეს, რომ მცირე დახმარებით (200 მანეთი ბანკიდან და 300 საზოგადოებიდან) შეუძლებელი იყო არსებობა, ამიტომ 2 000 მანეთამდე გაზარდეს. გამგეობამ საქმის მეთვალყურეობა საზოგადოების მხრიდან პეტრე სურგულაძეს მიანდო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 9 მაისის „დროებაში“ კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის პატივსაცემად გამართული ნადიმის შესახებ სტატია დაიბეჭდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 24 ივლისს ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ დაინიშნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანია საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი იყო.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანია საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი იყო.

1923

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1923 წელს თამარ სიმონის ასული გოგოლაშვილი-პაპავა, აკაკი პაპავას მეუღლე, პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.

1922

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1922 წელს აკაკი ამბაკოს ძე პაპავა პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 19 მაისის „დროების“ ცნობით, ივანე ჯაიანი ქუთაისის ბანკის დირექტორად აირჩიეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ იოსებ დიმიტრის ძე ლიონიძე მადლობას უხდიდა მათ, ვინც გაიზიარა მისი მეუღლის გარდაცვალება.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 იანვარს მთავრობის სხდომაზე (თავმჯდომარე ნოე ჟორდანია) დადგინდა, რკინიგზებზე მოხსნილიყო სამხედრო წესები და გაუქმებულიყო გენერალ-გუბერნატორის მმართველობა. დარჩენილიყო მხოლოდ ორი სწრაფი და ერთი საფოსტო მატარებლის დამცველი შტატი და გზათა უწყებას დავალებოდა მთავრობისთვის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის წარდგენა.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წელს გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობ-მრეწველობის მინისტრი იყო.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი იყო.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წელს ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანია პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 24 ივლისს ნოე ბესარიონის ძე რამიშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ნოე ბესარიონის ძე რამიშვილი საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი იყო.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ნოე ბესარიონის ძე რამიშვილი საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი იყო.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წელს ისიდორე ივანეს ძე რამიშვილი პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი იყო.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს იოსებ ბეჟანის ძე სალაყაია საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი იყო.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წელს იოსებ ბეჟანის ძე სალაყაია პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს იოსებ ბეჟანის ძე სალაყაია საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი იყო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 19 მაისის „დროებაში“ ბესარიონ ნიჟარაძის სიმღერა „რა ვქნა?“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 19 მაისის „დროებაში“ მღვდელ სპირიდონ კასრაძის წერილი დაიბეჭდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს საგანგებო მისია სიმონ მდივანის თავმჯდომარეობით ქალაქ სამსუნიდან ანგორისკენ (ანკარა) ავტომობილებით გაემართა.