ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49980

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ანკარაში გაგზავნილი საქართველოს საგანგებო მისია სიმონ მდივანის თავმჯდომარეობით ტრაპეზუნდში ჩავიდა. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები დელეგაციას ზეიმით დახვდნენ, მათ პატივსაცემად გაიმართა ჯარების აღლუმი, შემდეგ კი გუბერნატორის სასახლეში – ბანკეტი.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 22 აპრილს მაკრინე ღლონტის თაოსნობით ბათუმში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ სპექტაკლი გაიმართა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე გამსახურდიას წერილი „თანამედროვე გერმანიის პოლიტიკისა და კულტურის პრობლემები“ (გაგრძელება).

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა წერილი „პრესა“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „უკანასკნელი იერიშები“ გამოქვეყნდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის მაისში შეიქმნა სამხედრო საბჭო, რომლის თავმჯდომარეც ნოე რამიშვილი იყო. საბჭოს ევალებოდა შეიარაღებული ძალების ინსპექტირება, ასევე დაექვემდებარა სამეურნეო კომიტეტი, რომელსაც უნდა უზრუნველეყო რეგულარული ჯარისა და გვარდიის მომარაგება, რაც მთლიანობაში მიზნად ისახავდა რეგულარული ჯარისა და სახალხო გვარდიის დაახლოებასა და კოორდინაციას.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წელს ალექსანდრე სულხანიშვილი პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.

1922

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1922-1924 წლებში ალექსანდრე სულხანიშვილი საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის ერთ-ერთი მონაწილე და ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის წევრი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 22 მაისის „დროებაში“ დაიბეჭდა სტატია „ესტატე მჭედლიძის მკვლელობის გამო“.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის მაისში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ალექსანდრე ზაქარიას ძე გაბაშვილის ორსართულიან ქვითკირის სახლს სარდაფითა და ფლიგელით.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე გამსახურდიას წერილი „თანამედროვე გერმანიის პოლიტიკისა და კულტურის პრობლემები“ (დასასრული).

1925

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1925 წელს ზაქარია პეტრეს ძე ფალიაშვილს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წელს გრიგოლ ილარიონის ძე ურატაძე პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.

1986

ტიპი: თანამდებობა

1986 წელს ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დამფასებელი კომისიის წევრი იყო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 19 მაისის „დროებაში“ დაიბეჭდა ანტონ ღლონტის, ილია ჭყონიას, ზაქარია და დ. ნაკაშიძეების სამძიმრის წერილი, რომელიც ესტატე მჭედლიძის ახლობლებს ოზურგეთიდან გამოუგზავნეს.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინო იოსების ასული ბრივკისა პოეტ კონსტანტინე ზაქარიას ძე მაყაშვილის ძმისშვილი იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იოსებ, ილია, კონსტანტინე ზაქარიას ძე მაყაშვილები და თამარ ზაქარიას ასული თარხნიშვილისა და-ძმანი იყვნენ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „კონფერენციისათვის“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა წერილი „ტყვარჩელის კონცესია“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 16 იანვარს, კვირას, ბათუმში ადგილობრივი არასოციალისტური ორგანიზაციების წევრთა საერთო კრება გაიმართა, რომელზეც 23 იანვრის კოფერენციაზე დასასწრებად აირჩიეს დელეგატები: იუსუფ-აღა ვარშალომიძე, ხალილ კახიძე, შაქირ ა. ცეცხლაძე, ვ. მგალობლიშვილი, ა. მუატი, გ. დ. ელიავა და ირაკლი ამირაჯიბი.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იესე დანელია სერგი დანელიას მამა იყო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სერგი დანელია იუწყება მამის, იესე დანელიას გარდაცვალებას.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 27 იანვარს იესე დანელიას სოფელ ბანძაში დაკრძალავდნენ.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები, დავით და ნიკო ბეჟანის ძე ჩხეიძეები ძმები იყვნენ.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ლუკა მათეს ძე ბახტაძე სოფ. მათხოჯის წმ. ვასილის ეკლესიის მღვდელი იყო.