ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46338

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 14 თებერვალს ქართულ თეატრში წარმოდგენილ პიესაში „ნამუსისათვის“ ტასო აბაშიძემ მარგარიტას როლი შეასრულა, ვასილ აბაშიძემ – ვაჭარ ანდრიას ელიზბარიანისა, გედევან გედევანოვმა – საღათელასი.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს ვიქტორ გამყრელიძემ სპექტაკლში „პატარა კახი“ გელას როლი შეასრულა. წარმოდგენას ესწრებოდნენ ოლივერ უორდროპი და ალექსანდრე სუმბათაშვილი.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს ალექდანდრე ნებიერიძემ ვიქტორ გამყრელიძე თავის დასში მიიწვია.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ფოცხოველის წერილის „ნაწყვეტ-ნაწყვეტის“ მე-2 ნაწილი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 26 თებერვალს კოტე მესხის ბენეფისზე წარმოადგინეს გრიგოლ აბაკელიას მიერ თარგმნილი ორი პიესა – „ხალხის სიკეთე“ და „სიკვდილი ნაპოლეონისა“.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს ვიქტორ და დათიკო მერაბის ძე გამყრელიძეები დედამ აწყურიდან თბილისში ჩამოიყვანა და სამხედრო კორპუსისთვის მოსამზადებლად ინტენდანტის ოჯახში მიაბარა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 26 თებერვალს კოტე მესხის ბენეფისზე წამოადგინეს სპექტაკლი „სიკვდილი ნაპოლეონისა“, რომელშიც თავად კ. მესხმა ნაპოლეონის როლი შეასრულა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 10 ივნისს ფილიპე გოგიჩაიშვილი თბილისის სახაზინო პალატის კომისრად დანიშნეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 14 მარტს ქართულ თეატრში გაბრიელ სუნდუკიანცის პიესა „ხათაბალა“ წარმოადგინეს. სპექტაკლში მარიამ საფაროვა-აბაშიძისა ნატალიას როლს ასრულებდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დუტუ მეგრელის ლექსი „ტ-ს“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მარიამ მიხეილის ასულ საფაროვა-აბაშიძის წერილი „თეატრის გამგეთა და სცენის მოღვაწეთა საყურადღებოდ“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის თებერვალში ლევ მეტრეველმა დრამატული თხზულება „ლანდია“ დაწერა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 26 თებერვალს კოტე მესხის ბენეფისზე წარმოადგინეს გრიგოლ აბაკელიას მიერ თარგმნილი ორი პიესა – „ხალხის სიკეთე“ და „სიკვდილი ნაპოლეონისა“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 28 თებერვალს წარმოდგენილ ალექსანდრე სუმბათაშვილის პიესა „ღალატი“ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი სულეიმან-ხანის როლს ასრულებდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო ლორთქიფანიძის ნოველა „ჯიოკონდა“.

1840

ტიპი: თანამდებობა

1840 წელს ვასილ ექვთიმეს ძე თავაძე რიკოთის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905-17 წლებში მიხეილ დიმიტრის ძე ჩიქვინიძე რიკოთის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 26 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დასასრული დიმიტრი ბაქრაძის ისტორიული ნარკვევისა „საქართველო“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 23 აგვისტოს ნინა აბაშიძეს ჭიათურაში წარმოდგენის გამართვის მიზნით ყვირილადან გაჰყვნენ ვასილ არაბიძე, დავით ლეონიძე და სხვები.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 23 აგვისტოს ნინა აბაშიძეს ჭიათურაში წარმოდგენის გამართვის მიზნით ყვირილადან გაჰყვნენ კესარია ჟღენტი, ალექსანდრე ხაბულიანი და სხვები.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 28 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სიმონ ქვარიანმა დაასრულა საქართველოს ისტორიის ახალი სახელმძღვანელოს შედგენა პირველდაწყებით უმაღლეს სკოლათა პროგრამის მიხედვით, რომელიც მალე გამოვიდოდა სკოლებში გამოსაყენებლად.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დავით ოტიას ძე დადიანი ინჟინერ ივანე დადიანის ძმა იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბეგლარ ლევანის ძე ფაღავა სევერიან ბეგლარის ძე ფაღავას მამა იყო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდიონ კედია) რუბრიკით „ჩვენი კორესპონდენტები“ გამოქვეყნდა წერილი „გერმანელთა ახალშენები საბჭოთა აზერბაიჯანში“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ვასილ წერეთლის წერილი „ისტორიული აუცილებლობა“.