რეგისტრირებული ფაქტები46338
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წელს შეიქმნა ქართველ მსახიობთა ამხანაგობა, რომლის წევრები იყვნენ: ტასო ვასილის ასული აბაშიძე, ნ. გამყრელიძე, ალექსანდრა მიხეილის ასული კარგარეთელი, ნინო კოლხიდელი, ბ. ნებიერიძე და სხვ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 27 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციის დადგენილებით, მთავარ კომიტეტში სრულუფლებიან წევრებად შედიოდნენ სამაზრო კომიტეტების ყველა თავმჯდომარე, ქუთაისის კომიტეტიდან - თავმჯდომარე და მისი მოადგილე. კონფერენციამ სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩია: გ. ჯანელიძე, ნ. კაიშაური, გრ. ნიჟარაძე, ალ. ლორთქიფანიძე და შ. ბერიძე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 27 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციამ მისასალმებელი დეპეშა გაუგზავნა საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს, ასლი − სტუდენტთა გამგეობას. დეპეშას ხელს აწერდნენ კონფერენციის თავმჯდომარეები: სპირიდონ კედია, გრიგოლ ვეშაპელი, ალექსანდრე ასათიანი, კოტე აფხაზი და ალექსანდრე შანშიაშვილი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 27 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციამ მისასალმებელი დეპეშა გაუგზავნა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას, ასლი − სამხედრო მინისტრ გრიგოლ ლორთქიფანიძეს და მთავარსარდალს, გენერალ ილია ოდიშელიძეს. დეპეშას ხელს აწერდნენ კონფერენციის თავმჯდომარეები: სპირიდონ კედია, გრიგოლ ვეშაპელი, ალექსანდრე ასათიანი, კოტე აფხაზი და ალექსანდრე შანშიაშვილი.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 1-ელი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრე სოლოღაშვილი სტომატოლოგი იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის ივნისში მიხეილ მაჩაბელი ფშავში სახასო გლეხების ცხოვრებისა და მდგომარეობის შესასწავლად გაგზავნეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის ივნისში ფშავში საქონლის ჭირი გავრცელდა, მოსახლეობა მაზრის უფროსის, ლევან ჯანდიერის იმედად იყო.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 20 ივნისის „დროების“ ცნობით, ლევან ჯანდიერი თიანეთის მაზრის უფროსი იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 12 მაისს ლეჩხუმში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო საღამოში მონაწილეობისთვის ქაიხოსრო გელოვანმა საჯაროდ მადლობა გადაუხადა ნინა ერისთავ-გელოვანისას, ოსანა გელოვანისას, იასონ ჩიქოვანს, იასონ გელოვანს, მელიტონ და დისიონ ახვლედიანებს, ლევან ჩხოტუას, სეტო გელოვანისას და ლ. გელოვანისას.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 27 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციის დახურვისას ალექსანდრე ასათიანმა წარმოთქვა სიტყვა, რომელშიც აღნიშნა პარტიების გაერთიანების მნიშვნელობა და მათ წარმატება უსურვა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 27 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კომპოზიტორ ნიკო სულხანიშვილის ოჯახის სასარგებლოდ არასოციალისტურ პარტიათა კონფერენციაზე შეგროვდა თანხები: შალვა ქარუმიძე − 2000 მან. იასონ ჯავახიშვილი − 125 მან. იოსებ მაჭავარიანი − 2000 მან. ა. ჯავახიშვილი − 300 მან. ქესკინა ნაიშვილი − 200 მან. გოთუა − 500 მან ა. ცინცაძე − 1000 მან. ა. შანშიაშვილი 1000 − მან. ირ. ჭანიაშვილი − 200 მან. დავით კორაშვილი − 100 მან, სეს. ლეჟავა − 500 მან.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 23 აგვისტოს ჭიათურაში დადგეს ვალერიან გუნიას პიესა „არც იქით, არც აქეთ“ და ერთმოქმედებიანი ვოდევილი „წუთის საცოლო“.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 იანვარს საქართველოს ტექნიკური საზოგადოების სხდომაზე სამთო სამმართველოს გამგე ივანე ყიფშიძემ წაიკითხა მოხსენება საქართველოში ნავთის წარმოების შექმნის უახლოესი პერსპექტივების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 31 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე მოისმინეს დაბალ სასწავლებელთა მთავარგამგის, გიორგი ჭუმბურიძის მოხსენება ომისა და შიმშილისგან დაზარალებული ოზურგეთის მაზრის სასწავლებლებისთვის ერთდროული დახმარების გამოყოფის თაობაზე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის პირველი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თედო სახოკიამ დანიელ მორდოვცევის ისტორიული რომანი ჟურნალ „მოამბეში“ დასაბეჭდად თარგმნა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 31 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის პირველ სხდომაზე პრეზიდიუმის თავმჯდომარედ არჩიეს სპირიდონ კედია, თავმჯდომარის მოადგილეებად − გრიგოლ ვეშაპელი და ალექსანდრე ასათიანი, პასუხისმგებელ მდივნად − რაფიელ ინგილო, მდივნის თანაშემწედ − მთავარი კომიტეტის წევრი ელისე პატარიძე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 31 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე აირჩიეს ბიურო, რომელიც შედგებოდა 9 წევრისგან: სპირიდონ კედია, გრიგოლ ვეშაპელი, გიორგი გვაზავა, ალექსანდრე ასათიანი, იოსებ მაჭავარიანი, რაფიელ ინგილო, შალვა ქარუმიძე, კოტე აფხაზი. ერთი წევრის არჩევა შემდეგი სხდომისთვის გადაიდო.