ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46342

1879

ტიპი: ღონისძიება

1879-1880 წლებში ჩამოყალიბებული ქართული დრამატული დასის წარმოდგენებში ნატო გაბუნია ასაკოვან ქალებს თამაშობდა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879-1880 წლებში ჩამოყალიბებული ქართული დრამატული დასის წარმოდგენებში კოტე მესხი და ზაალ მაჩაბელი დრამატულ როლებს ასრულებდნენ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს სოფელ დიდ ჯიხაიშის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს თანხა შესწირეს იასონ ზვიადაძემ, ანდრია მურუსიძემ, მირზა ათაბეგმა, სოფიო ალექსანდრეს ასულ თორთლაძემ, სპირიდონ თორთლაძემ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს დიმიტრი ამაშუკელმა გაზეთ „ცნობის ფურცელში" მადლობა გადაუხადა სოფელ ამაშუკეთის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს შემწირველთ – იოსებ ალიშბაიასა და ალექსი თოფჩიშვილს.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904-12 წლებში გალაქტიონ ბესარიონის ძე აბესაძე მუხურის წმ. გიორგის (საკვირაოს) ეკლესიის მღვდელი იყო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912-15 წლებში გალაქტიონ ბესარიონის ძე აბესაძე მუხურის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879-1880 წლებში ჩამოყალიბებული ქართული დრამატული დასის წარმოდგენებში მარიამ საფაროვა-აბაშიძისა ახალგაზრდა ქალების როლებს ასრულებდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 25 იანვარს ვლადიმერ დიმიტრის ძე ხოფერიამ ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძეს აცნობა, რომ ახალსენაკის ქალაქში ორი ათას ორასი ამომრჩეველი იყო.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 10 იანვრს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ (№2) დაიბეჭდა ლევან მეტრეველის სტატიის „სიტყვა-კაზმულ ნაწარმოების საერთო დაფასება“ მე-2 ნაწილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 17 ნოემბერს კავკასიის მთავარმართებელმა გრიგოლ გოლიცინმა გოლოვინის პროსპექტზე დაათვალიერა გომბორში მიმავალი არტილერიის ჯარი.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ივანე ლეჟავა იყო სოფელ დიდი ჯიხაიშის წიგნსაცავ-სამკითხველოს მმართველი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 10 იანვარს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ (№2) დაიბეჭდა გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილის წერილი „ორიოდე სიტყვა სათეატრო ჟურნალის დანიშნულებაზე“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 2 იანვარს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ (№1) დაიბეჭდა ს. გლახაშვილის მოთხრობა „ჩვენი მსახიობი“.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს იოსებ იმედაშვილი ყოველკვირეული სამხატვრო-სალიტერატურო და სათეატრო ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ რედაქტორ-გამომცემელი იყო.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 19 ნოემბერს განახლებული ქართული თეატრისთვის დავით გიორგის ძე ნახუცრიშვილმა დაწერა დრამატული სურათი „დღესასწაული“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 10 იანვარს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ (№2) დაიბეჭდა ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილისადმი მიძღვნილი იოსებ გრიშაშვილის ლექსი „ბულბული“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 2 იანვარს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ (№1) დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის, ჭინკას ფსევდონიმით, წერილი „საახალწლო“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 10 იანვარს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ (№2) დაიბეჭდა დავით გიორგის ძე ნახუცრიშვილის, ნარვილის ფსევდონიმით, სტატიის „დრამის მოკლე ისტორია“ მე-2 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 10 იანვარს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ (№2) გამოქვეყნდა ს. გლახაშვილის სამმოქმედებიანი დრამის „წყურვილი“ პირველი სურათი.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის ნოემბერში ალექსანდრე ჯაბადარმა ქვეყნიდან გამგზავრების გამო ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს პარმენ ალექსანდრეს ძე გოთუა გაზეთ „Новая речь“-ის რედაქტორ-გამომცემელი იყო.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის იანვარში, რუსეთში ოთხწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი საქართველოში დაბრუნდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 10 იანვარს ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ №2-ში დაიბეჭდა ლევან მეტრეველის ლექსი „შორეულს“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 2 იანვარს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ (№1) დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის, ჭიტას ფსევდონიმით, წერილი „სადღესასწაულო მოგზაურობა“.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 6 ივნისის „დროების“ ცნობით, ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობა კონსტანტინე ყიფიანის შრომითა და ძალისხმევით ისევ ფუნქციონირებდა.