ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45928

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 5 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის მეთაური წერილი „რეპერტუარის ხასიათი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 29 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ფოცხოველის მოთხრობა „უენო“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 29 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნინო დავითის ასულ გოგოლაძის ლექსი „უდაბნოს ვეგდე, გულ-დაკოდილი...“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 29 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ალექსანდრეს ძე გოგოლაშვილის სტატია „იაპონური თეატრი და ხელოვნება“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 29 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „ილია ჭავჭავაძის ხსოვნას“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 29 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მამა დავითის ტაძარში ილია ჭავჭავაძის გარდაცვალებიდან 3 წლისთავზე პანაშვიდი გადაიხადა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ვასილ წერეთლის წერილი „ადგილობრივი თვითმმართველობა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა მიხეილ ოტიას ძე გვალიას წერილი „მდგომარეობის ბატონებს“.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 17 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მაკრინე მიხეილის ასული წინამძღვრიშვილი გიორგი წინამძღვრიშვილის დედა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 17 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი ალექსანდრეს ძე წინამძღვრიშვილი ვერა გაბრიელის ასულ წინამძღვრიშვილის მეუღლე იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 17 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრე ზაალის ძე წინამძღვრიშვილი გიორგი წინამძღვრიშვილის მამა იყო.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 5 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის სტატია „ქართული ენა და ჩვენი თეატრი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 5 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ალექსანდრეს ძე გოგოლაშვილის სტატია „სპარსეთი და ხელოვნება“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის აგვისტოში მსახიობი ნიკოლოზ გოცირიძე ქუთაისის დრამატულმა საზოგადოებამ 7 თვით მიიწვია.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 29 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე თედორეს ძე ჭავჭანიძის პიესის „ყრუ სოფელში“ მე-4 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 5 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბადარის სტატიის „მიმიკა“ მე-5 ნაწილი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 24 აგვისტოს ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, ნატალია გაბუნიას ხსოვნის აღსანიშნავად ყოველწლიურად, მის დაბადების დღეზე, 3 თებერვალს, წარმოდგენა გაემართა. წარმოდგენიდან მიღებული თანხა გაბუნიას სახელზე დაწესებულ სტიპენდიას დაემატებოდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 აგვისტოს ნატალია გაბუნიას დაკრძალვაზე სიტყვა წარმოთქვეს გედევან გედევანოვმა, პლატონ გაჩეჩილაძემ, იოსებ იმედაშვილმა, სოფრომ ტარუაშვილმა და სხვ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 29 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ალექსანდრეს ძე გოგოლაშვილის წერილი „მ. პ. სადოვსკი“.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 16 ოქტომბერს ჭიათურაში შავი ქვის მრეწველთა კრების თავმჯდომარე, გიორგი ზდანოვიჩი ჭიათურის საეკლესიო-სამრევლო სკოლას ეწვია.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 24 აგვისტოს ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, ნატალია გაბუნიას ხსოვნის აღსანიშნავად დაეწესებინა ყოველწლიური სტიპენდია 300 მანეთის ოდენობით. სტიპენდია უნდა გადაეცათ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველი თეატრალური სასწავლებლის სტუდენტისთვის.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 5 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ რუბრიკით სათეატრო მიმოხილვა დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „ძმ. ზუბალაშვილთა სახალხო სახლი“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 31 აგვისტოს ზუბალაშვილების სახალხო სახლში ქართულმა დრამატულმა დასმა იოსებ ივანიძის, შაქრო საფაროვისა და ნებიერიძის მონაწილეობით წარმოადგინა სპექტაკლი „ძველი და ახალი თაობა“.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს მსახიობი დავით აწყურელი ქუთაისის დასმა მიიწვია.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს არტემ პეტროსიანმა სომხური დრამატული საზოგადოების გამგეობის დავალებით სომხურად თარგმნა ივანე გომართელის „დრამატიული გამგეობის წევრი“.