ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45904

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 25 ოქტომბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა კონსტანტინე ყიფიანის მონაწილეობით წარმოადგინა სპექტაკლი შექსპირის დრამის, „ვენეციელი ვაჭრის" მიხედვით.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910-12 წლებში საბა ივანეს ძე ჩაჩუა ტყაჩირის წმ. კვირიკეს და ივლიტეს ეკლესიის მღვდელი იყო.

1813

ტიპი: თანამდებობა

1813-50 წლებში გრიგოლ ვასილის ძე გოდუაძე ტყაჩირის წმ. კვირიკესა და ივლიტეს ეკლესიის მღვდელი იყო.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს მარიამ საფაროვა ქართული თეატრის გარდერობის გამგე იყო.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს მარიამ საფაროვა ქართული თეატრის გარდერობის გამგე იყო.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 26 სექტემბერს ქართული თეატრის სეზონი გაიხსნა. დასის წევრები იყვნენ: არეთა ლოლუა, მარგარიტა ქილარჯიშვილი, ანა შოთაძე, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ნატალია ჯავახიშვილი და სხვ.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 26 სექტემბერს ქართული თეატრის სეზონი გაიხსნა. თეატრის დეკორატორები იყვნენ იაკობ ნიკოლაძე, ჰენრი გრინევსკი და ლანსკი.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 26 სექტემბერს ქართული თეატრის სეზონი გაიხსნა. დასის წევრები იყვნენ: იოსებ ზარდალიშვილი, ვიქტორ მატარაძე, დავით მგალობლიშვილი, ბუდუ მდივანი, კოტე მესხი, იოსებ ჟივიძე, ვალერიან შალიკაშვილი, ზაქარია საფაროვი და სხვ.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 26 სექტემბერს ქართული თეატრის სეზონი გაიხსნა. დასის წევრები იყვნენ: ტასო აბაშიძე, ნინა დავითაშვილი, ალექსანდრა კარგარეთელი, ოლღა ლეჟავა და სხვ.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს ქუთაისის თეატრს ელექტროენერგიას მიტროფანე ლაღიძის ელექტროსადგური აწვდიდა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902-17 წლებში დომენტი იოანეს ძე რამინიშვილი უბისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 3 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ბესარიონ მიხეილის ძე ვაშაკიძის ლექსი „მთვარე“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 3 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ფოცხოველის წერილი „რუსულ დრამატიულ დასის მსახიობი და ანტრეპრენიორი“ (ვ. ი. ნიკულინი).

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 3 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის წერილის „გახსენება თეატრის შესახებ“ მე-5 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 3 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის მეთაური წერილი „სიმშვენიერე და სისრულე“.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ქუთაისში შედგა დრამატული დასი, რომლის რეჟისორად მიწვეული იყო ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ადმინისტრატორი იყო მელიტონ ბალანჩივაძე.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ქუთაისში თბილისიდან საგასტროლოდ მიწვეულმა დასმა წარმოადგინა ვალერიან გუნიას ორმოქმედებიანი დრამა „ცხოვრება" და სამ მოქმედებიანი კომედია „პირველი ბუზი" .

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვასილ ოქროპირის ძე ურუშაძის წერილი ყვირილაში დამწვარი თეატრის შესახებ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს თბილისიდან ქუთაისში გასტროლებისთვის მიწვეული იყვნენ ტასო აბაშიძე და ვალერიან გუნია.

1908

ტიპი: ნასამართლეობა

1908 წელს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილს დუშეთის ხაზინის ექსპროპრიაციის ბრალდება დაუმტკიცეს და 2 წლით დუშეთის ციხეში პატიმრობა მიუსაჯეს.

1892

ტიპი: განათლება

1892 წელს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილმა პეტერბურგის I სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა და ოფიცრის წოდება მიენიჭა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წელს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი თბილისის ვაჟთა I გიმნაზიის პანსიონში მიაბარეს.

1872

ტიპი: პირადი ინფორმაცია

იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი 1872 წლის 2 იანვარს ახაშენში დაიბადა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავას წერილი „ტ. გ. შევჩენკოს პოეზია“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით გიორგის ძე ნახუცრიშვილის წერილი „ტარას შევჩენკო“.