ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49188

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 19 ივლისის „დროებაში“ ელენე მამულაშვილის მიერ თარგმნილი „საზარელი მკვლელი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 18 ივლისის „დროების“ ცნობით, ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძისა ქუთაისში მოსამზადებელი სასწავლებლის გახსნას აპირებდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 16 ივლისის „დროების“ ცნობით, გრიგოლ დიმიტრის ძე ორბელიანის ძეგლის ასაგებად ხელმოწერები მიიღებოდა თბილისის გამგეობაში.

1929

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1929 წლის 3 დეკემბერს ანდრეი ბელიმ ტიციან ტაბიძეს მოსკოვიდან მისწერა, რომ მიხეილ ჯავახიშვილის უსიამოვნებების შესახებ „ლიტერატურული გაზეთიდან“ შეიტყო და სთხოვა, მისთვის მოკითხვა და თანადგომა გადაეცა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 27 სექტემბერს თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში გაიმართა მოსკოვის საარქეოლოგიო საზოგადოების განყოფილების პირველი სხდომა, რომელზეც ექვთიმე თაყაიშვილმა წაიკითხა მოხსენება ქართული არქეოლოგიური ნაშთების შესახებ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნატალია გაბუნიასთვის მიძღვნილი იოსებ გრიშაშვილის ლექსი „ეჰ, ვინ უწყის...“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის მეთაური წერილი „სიკვდილი და სიცოცხლე“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „დრომ თავისი ჰქმნა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ია ეკალაძის წერილი „ნატოს“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი ფაღავას წერილი „უკანასკნელი სალამი გამქრალ შთაგონებას“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი თუმანიშვილის წერილი „ნატალია გაბუნია ოცდაათი წლის წინათ“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნატალია გაბუნიასთვის მიძღვნილი ალექსანდრე აბაშელის ლექსი „გაწყდა სიმი“.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 16 აგვისტოს თბილისში ნატალია გაბუნია-ცაგარლისა გარდაიცვალა.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 16 აგვისტოს ნატალია გაბუნიას დაკრძალვის ხარჯები ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობამ გაიღო. დაკრძალვის ორგანიზება ვალერიან გუნიას დაევალა.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 19 აგვისტოს ნატალია გაბუნია-ცაგარლისა კუკიის წმინდა ნინოს სასაფლაოზე დაკრძალეს, მეუღლის, ავქსენტი ცაგარლის, გვერდით.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის ზაფხულში ნატალია გაბუნია ზემო ხვედურეთში ისვენებდა, იქიდან დაბრუნებისას მატარებელში გაცივდა და ფილტვების ანთება დაემართა, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს ნატალია გაბუნიამ გორის სცენაზე სუნდუკიანცის „ხათაბალაში“ ხამფერას როლი შეასრულა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წელს დავით ერისთავის მიერ გადაკეთებულ პიესაში „გეო, მინას და კომპანია“ მონაწილეობის მისაღებად ნატალია გაბუნია მამამ თბილისში ჩამოიყვანა.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წლის 1-ელი სექტემბრიდან ნატალია გაბუნია სახაზინო თეატრის თანამშრომელი გახდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კიტა აბაშიძის მოგონება „ნატო გაბუნია სახალხო სცენაზე“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ფოცხოველის წერილი „ჯოჯოხეთიდან სამოთხეში“ (ნატალია გაბუნიას ხსოვნას).

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ გოცირიძის წერილი „ნატო გაბუნია, როგორც მსახიობი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ ტარუაშვილის „სიკვდილი“ (ნ. გაბუნია-ცაგარლის ხსოვნას).

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ სოლომონის ძე მჭედლიშვილის ლექსი „აღარ გვყავს ნატო!..“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ალექსანდრეს ძე გოგოლაშვილის წერილი „ნ. მ. გაბუნია-ცაგარლის ხსოვნას“.