ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46338

1929

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1929 წელს სომხეთის მწერალთა კავშირის მდივანმა, ჰაიკ გიულიქევხიანმა, ტიციან ტაბიძეს ერევნიდან მისწერა და სთხოვა, გადაეგზავნა როგორც საკუთარი, ისე პაოლო იაშვილის, იოსებ გრიშაშვილის, ალი არსენიშვილისა და სხვა ქართველ მწერალთა მოგონებები ოვანეს თუმანიანის შესახებ.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894-98 ირაკლი გიორგის ძე ბაკურაძე ფარცხანაყანევის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს გიორგი ხერხეულიძემ ხობის სამკითხველოს თავისი ხარჯით მთელი წლით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის მარტში იასონ ჩიქოვანმა გორდის სამკითხველოს თავისი ხარჯით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 16 მარტს წმ. ნინოს უბნის უფასო სამკითხველოს წევრთა საზოგადო კრებამ აირჩია სარევიზიო კომისიის წევრები – პავლე ფრანგიშვილი და გრიგოლ ანაშვილი.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 16 მარტს წმ. ნინოს უბნის უფასო სამკითხველოს წევრთა საზოგადო კრებამ აირჩია გამგეობის წევრობის კანდიდატები – ლადო პავლეს ძე სუხიშვილი და ისაკ ძნელაძე.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 16 მარტს წმ. ნინოს უბნის უფასო სამკითხველოს წევრთა საზოგადო კრებამ აირჩია გამგეობის წევრები – ვასო ივანეს ძე თევდორაშვილი, გიორგი სუხიშვილი, გიორგი ფარადაშვილი და გიორგი მიროტაძე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 მარტს ავლაბრის სახალხო თეატრში ავლაბრის სახალხო წარმოდგენების მმართველმა წრემ სოფიო რომანიშვილისა და იოსებ ჟივიძის მონაწილეობით წარმოადგინა პიესა „უმუშევარნი“. სპექტაკლის რეჟისორი იყო იოსებ ივანიძე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პავლე ფრანგიშვილის წერილი „ცოტა რამ წმინდა ნინოს უბნის სამკითხველოს შესახებ“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ ტარუაშვილის სტატია „ქართველ მწერალთა წერილები“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გედევანიშვილის პიესის „სინათლე“ III ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დარია ახვლედიანის მოთხრობა „ძეგლი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის წერილი „ჩვენი მწერლობა და მთარგმნელნი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ბახტაძის წერილი „სიმპატიური განზრახვა“ კოტე ყიფიანის 45 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 10 ოქტომბერს შიდა მრეწველობის სხდომაზე ალექსანდრე ქალანთარმა წაიკითხა მოხსენება ხალხში შიდა მრეწველობის განვითარება-წარმატების შესახებ.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893-98 წლებში ირაკლი გიორგის ძე ბაკურაძე ფარცხანაყანევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1840

ტიპი: თანამდებობა

1840-52 წლებში ვასილ ექვთიმეს ძე თავაძე ფერსათის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის მარტში იოსებ ალექსანდრეს ძე ბარათაშვილმა ქართული სცენის მოღვაწეთა ყრილობისთვის მოამზადა მოხსენება „ქართული თეატრის ისტორია“.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წელს იოსებ ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი დრამატული საზოგადოების წევრი იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 23 მარტს ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი სომხეთში გაემგზავრა ქართულ-რუსული სპექტაკლების დასადგმელად.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის მარტში არჩილ ნიკოლოზის ძე ავალიშვილმა ქართული სცენის მოღვაწეთა ყრილობისთვის მოამზადა მოხსენებები: „ბენეფისი და იუბილე“ და „საპენსიო კასა“.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 17 აგვისტოს „დროებაში“ მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრის თაობაზე ალექსანდრე ჭიჭინაძის განცხადება დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 15 აგვისტოს „დროებაში“ სამსონ ყიფიანის სტატია „პატარა შენიშვნა ძველი სენაკიდან“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 14 აგვისტოს „დროების“ ცნობით, გრიგოლ ცერცვაძემ ოთხოქმედებიანი პიესა „ევგენი, ევგენიჩ ზანზალოვი“ დაწერა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 14 აგვისტოს „დროებაში“ ვლადიმერ აღნიაშვილის სტატია „ბიბლიოგრაფიული წერილი“ დაიბეჭდა.