ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები44498

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 1-ლი მაისიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის მოადგილის 1920 წლის ბრძანებით ქუთაისის ქალთა წმ. ნინოს გიმნაზიის მასწავლებელ ელისაბედ დავითის ასულ აბდუშელიშვილს ფრანგული ენის საშუალო სასწავლებლის მასწავლებლის წოდება მიანიჭეს და დაამტკიცეს იმავე თანამდებობაზე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1-ელი მაისის ჟურნალში „ვაზი და ღვინო“ გამოქვეყნდა ვასილ ილიას ძე რცხილაძის მოკლე ბიოგრაფიული ცნობები.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის პირველი მაისის ჟურნალში „ვაზი და ღვინო“ დაბეჭდილია მიხ. შალამბერიძის სტატია, რომელშიც ის მკითხველს უხსნის თუ როგორ ჩნდება ტკბილში დუღილის გამომწვევი ღვინის დედა და სპირტი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის პირველი მაისის ჟურნალში „ვაზი და ღვინო“ დაიბეჭდა გ. წინამძღვრიშვილის მოხსენება, რომელშიც ხსნიდა მეღვინეობა-მევენახეობის მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკაში და ღვინის გატანას საერთაშორისო ბაზარზე. ასევე საუბრობდა მევენახეობის გაზრდის აუცილებლობაზე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის პირველი მაისის ჟურნალში „ვაზი და ღვინო“ გიორგი წინამძღვრიშვილმა გამოაქვეყნა მოკლე მიმოხილვა წინანდალსა და თელავში გამართულ მეღვინეთა ყრილობების შესახებ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის პირველი მაისიდან თელავის ვაჟთა გიმნაზიაში გერმანული ენის მასწავლებლად დროებით მაქს კარლოს ძე ანდრეევი დაინიშნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

განათლების სამინისტროს მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძემ სენაკის სამაზრო ერობას შუამდგომლობის პასუხად აცნობა, რომ 1920 წლის პირველი მაისიდან ფედოსია ანჯაფარიძე ონტოფოს უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის თანამდებობაზე დამტკიცდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის მაისში, რუსეთთან ზავის დადების შემდეგ, სოსო მდივანი მოსკოვში საქართველოს წარმომადგენლად დაინიშნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 მაისს ზუბალაშვილის სახალხო სახლში ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით თბილისის მუშათა დეპუტატების საბჭოსა და ყველა პროფესიული კავშირის წარმომადგენელთა შეერთებული სხდომა შედგა. სხდომამ მოისმინა მოხსენებები აზერბაიჯანში საბჭოთა მთავრობის გამოცხადების შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

ქ. ქუთაისის თვითმმართველობა განათლების სამინისტროს სთხოვდა შუამდგომლობას, რომ ოლღა გიორგობიანს მინიჭებოდა უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის წოდება და დამტკიცებულიყო პირველ უმაღლეს დაწყებით სასწავლებლის შტატის მასწავლებლად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 მაისს საქართველოს რკინიგზელთა ცენტრალური გამგეობა მიესალმა თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას და აღთქმა დადო, რომ შეებრძოლებოდა თავისუფლების მტრებს, როგორც გარე თავდამსხმელებს, ისე შიგნით მომუშავე ბნელ ელემენტებს.

1920

ტიპი: ღონისძიება

ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობა შუამდგომლობდა სახალხო განათლების სამინისტროსთან, რათა ლაილაშის გამგის თანამდებობის აღმსრულებელი, ე. გაბიანი დაემტკიცებინათ აღნიშნული სასწავლებლის გამგედ. შუამდგომლობის წერილს თან ახლდა ნამსახურეობით სია.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 მაისს რუსეთსა და საქართველოს შორის დაიდო საზავო ხელშეკრულება, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა დამფუძნებელი კრების წევრმა გრიგოლ ილარიონის ძე ურატაძემ, რუსეთის მხრიდან – ლევ მიხეილის ძე კარახინმა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის ყოფილი მოანგარიშის, ჯარში გაწვეული ივანე მელაძის თხოვნა თავისი ჯამაგირის ალექსანდრა მელაძისთვის გადაცემის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ივანე მაჭავარიანის რეცენზია დავით კასრაძის ნათარგმნი პიესების შესახებ. გამგეობამ მაჭავარიანს თარგმანის შესახებ აზრის გამოთქმა სთხოვა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ნიკო შიუკაშვილის წინადადება თავისი ნაწერების გამოცემის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, როცა ქაღალდი ექნებოდა, საერთო წესის მიხედვით დაებეჭდა მისი პიესები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ქაღალდის შესაძენად 4 მილიონის გადადება გადაწყვიტეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სილიბისტრო თავართქილაძის თხოვნა კრედიტის 15 000 მანეთამდე გაზრდის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სეით იაშვილის თხოვნა წიგნების ჰონორარის მიცემის შესახებ. გამგეობამ 5 000 მანეთი გადასცა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ოლღა ჭავჭავაძის საავადმყოფოში მოთავსების საკითხი. გამგეობამ გადაწყვიტა, ქვრივი მიხეილის საავადმყოფოში დაეწვინა. ამ საქმის მოგვარება ნინო ნაკაშიძეს დაავალეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 მაისს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, შიო დედაბრიშვილი, მეთოდე კაკაბაძე და იოსებ გიორგობიანი დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წიგნსაცავიდან წიგნებისა და ხელნაწერების სახლში  გაცემის ინსტრუქცია წარადგინეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ხორგის თემის გამგეობის თხოვნა დამწვარი სკოლის შენობის აღსადგენად ერთდროული დახმარების შესახებ. გამგეობამ უსახსრობის გამო მათი თხოვნა ვერ დააკმაყოფილა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ძირულის ხეობის მასწავლებელთა კავშირის ფილიალის თხოვნა თავიანთი დაარსებული პედაგოგიური ბიბლიოთეკისთვის წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობამ არ დააკმაყოფილა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს აბასთუმნის სახელმწიფო ქონების გამგის, იასონ ნიკოლაიშვილის თხოვნა აბასთუმნის გვარდიაში წერა-კითხვის გასავრცელებლად 20 კაცისთვის საჭირო წიგნებისა და სასწავლო ნივთების მიცემის შესახებ. გამგეობამ მათთვის 400 მანეთის წიგნებისა და რვეულების გაგზავნა გადაწყვიტა.