ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46506

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ხმოსანმა სამსონ დადიანმა განაცხადა, რომ ხმოსნები საბჭოს ურჩევდნენ საშუალებებს კრიზისიდან გამოსასვლელად, ხოლო საბჭო მათ არ ითვალისწინებდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე თბილისის ქალაქისთავმა ბენიამინ ჩხიკვიშვილმა გადასახადთა მომატების განხილვისას უპასუხა ოპოზიციას, რომ კრიტიკა უადგილო იყო, რადგან სახელმწიფოს ჯერ არ შეეძლო ხალხის შენახვა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ქ. თბილისის გამგეობის წევრმა იოსებ ბესელიძემ ვრცელი მოხსენება წარადგინა ტრამვაის ტარიფის მომატების შესახებ საბიუჯეტო კომისიის დასკვნით. მოხსენების თანახმად, დიდუბის და ნაძალადევის ლიანდაგზე წესდებოდა 2 მანეთი, სოლოლაკის, ოლღას ქუჩის, წყნეთის და ავლაბრის ლიანდაგებზე – 3 მანეთი, ხოლო პირდაპირი – 6 მანეთი. ამ სახით ქალაქში შემოვიდოდა 20 მილიონ მანეთამდე, ხოლო ძველი ტარიფით – 15 მილიონამდე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ქ. თბილისის გამგეობის წევრმა იოსებ ბესელიძემ ვრცელი მოხსენება წარადგინა დაკლულ საქონელზე ტარიფის მომატების შესახებ საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის დასკვნით.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის იანვარში რაჟდენ არსენიძე იუსტიციის მინისტრად დაინიშნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს რაჟდენ მათეს ძე არსენიძემ იუსტიციის ყოფილ მინისტრ ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორთან ერთად სასამართლო უწყების დაწესებულებები დაიარა და გეგეჭკორი სასამართლო მოხელეებს გააცნო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 6 იანვარს განათლების სამინისტრო სწერს ბათუმის ქართული გიმნაზიის დირექტორს, რომ გიმნაზიასთან არსებული უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლად დაინიშნა ნიკიფორე გრიგოლის ძე გეგელია 1920 წლის პირველი ოქტომბრიდან.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ვასილ წერეთლის პუბლიკაცია „ქართული სკოლა“ სკოლების პრობლემატიკაზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი სადარბაზოდ იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთის უმაღლეს კომისარ ოლივერ უორდროპთან.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას გამგზავრების გამო მისი თანამდებობის აღსრულებას შეუდგა საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი გუჯეჯიანი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საჩხერის სარაიონო კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკოლოზ ესტატეს ძე წვერავა იყო მამასახლისთა საბჭოს თავმჯდომარე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 იანვარს, 20 საათზე, ხონში გაიმართებოდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ხონის რაიონის ორგანიზაციათა ყრილობა, რომელზეც მოხსენებით გამოვიდოდნენ დამფუძნებელი კრების წევრები: ნიკო ნიკოლაძე და ალექსანდრე ასათიანი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი ბათუმიდან დაბრუნდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მევენახეთა და მეღვინეთა კონგრესის საბჭოს დადგენილებით, ამავე საბჭოს წევრ გ. წინამძღვრიშვილს დაეკისრა შაბიამან-გოგირდზე ფასების მომატების შესახებ მოხსენებით წარუდგეს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას და საბჭოს თავმჯდომარე ი. ზ. ანდრონიკაშვილს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 იანვარს საქართველოს მთავრობამ დაადგინა, რომ გენერალი ილია ოდიშელიძე დაენიშნათ სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძის მოადგილედ სამხედრო საბჭოში მინისტრის ადგილის თანამდებობაზე დაჭერით.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 იანვარს საქართველოს მთავრობამ დაადგინა, რომ შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრ ნოე რამიშვილის განკარგულებაში ყოველთვიურად გადადებულიყო 15 900 მანეთი სახელმწიფო თეატრში ჯარისა და გვარდიისთვის უფასო წარმოდგენების მოსაწყობად, ინსპექციის ხარჯებისათვის – 18 994 მანეთი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 იანვარს თბილისში ჩამოვიდა აკაკი ჩხენკელი, რომელსაც სადგურზე დახვდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნესტორ ქარცივაძე მინისტრის პირად მდივან ნაზარიშვილთან ერთად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 იანვარს, 13 საათზე, აკაკი ჩხენკელი ბათუმიდან თბილისში ჩამოვიდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გაზეთის ხელმოწერები მიიღებოდა სავაჭრო პალატაში – მიხეილ ჯავახიშვილთან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გაზეთის ხელმოწერები მიიღებოდა ბორჯომის ქუჩაზე – სპირიდონ ბენდუქიძესთან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გაზეთის ხელმოწერები მიიღებოდა პლეხანოვის ქუჩაზე, სასტუმრო „ნოეში“ – ნოე სიხარულიძესთან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გაზეთის ხელმოწერები მიიღებოდა მეორე ქართულ კლუბში – დიმიტრი დუმბაძესთან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გაზეთის ხელმოწერები მიიღებოდა შუა ბაზარში – იოსებ გველესიანთან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გაზეთის ხელმოწერები მიიღებოდა სამეურნეო ბანკში – პართენ გოთუასთან.