ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები44601

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის ივნისში მარგარიტა ქილარჯიშვილი, ნინო გამრეკელი-თორელი, ელენე ციმაკურიძე და ა. ჩარკვიანი ბათუმის დრამატული საზოგადოების დასში მსახიობებად მიიწვიეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ბათუმის დრამატულმა საზოგადოებამ გადაწყვიტა, მომავალი სეზონისთვის საკუთარი დასი ჩამოეყალიბებინა. მსახიობების შესარჩევად გამგეობის თავმჯდომარე ივანე მესხი თბილისში ჩავიდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივნისში საქართველოს სცენის მოღვაწეთა 1-ელმა ყრილობამ კიტა აბაშიძის მოხსენების „რეცენზია და თეატრალური კრიტიკა“ განხილვის შემდეგ დაადგინა, სპექტაკლებისა და პიესების კრიტიკა და რეცენზიები სპეციალისტებს, თეატრის კრიტიკოსებს, დაეწერათ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივნისში საქართველოს სცენის მოღვაწეთა 1-ელმა ყრილობამ არჩილ ავალიშვილის მოხსენების „ქართული ენა ქართულს თეატრში“ განხილვის შემდეგ დაადგინა, სცენაზე მოღვაწე მსახიობებს, რომელთაც გამართული ქართულით საუბარი უჭირდათ, გამოესწორებინათ შეცდომები, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებდნენ შენიშვნებსა და დაჯარიმდებოდნენ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 12 ივნისს საქართველოს სცენის მოღვაწეთა 1-ელ ყრილობაზე, მე-5 დღეს, აკაკი ფაღავამ წაიკითხა მოხსენება „სასცენო ხელოვნების შესახებ“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 12 ივნისს საქართველოს სცენის მოღვაწეთა 1-ელ ყრილობაზე, მე-5 დღეს, ექიმმა ვახტანგ ღამბაშიძემ წაიკითხა მოხსენება „დრამატული კურსების დაარსების შესახებ“.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის აგვისტოში კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი და მთავარმართებლის თანაშემწე ალექსანდრე ფრეზე ბათუმიდან თბილისში დაბრუნდნენ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივნისში საქართველოს სცენის მოღვაწეთა 1-ელმა ყრილობამ არჩილ ავალიშვილის მოხსენების „ქართული ენა ქართულს თეატრში“ განხილვის შემდეგ დაადგინა, მსახიობებს სცენაზე გამოსვლამდე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას ჩაებარებინათ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 26 აგვისტოს თბილისის გუბერნატორის თანამდებობის აღმსრულებელი ივანე სვეჩინი გორის მაზრიდან თბილისში დაბრუნდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 14 ივნისს საქართველოს სცენის მოღვაწეთა 1-ელ ყრილობას, მე-7 დღეს, აკაკი ფაღავამ წარუდგინა განსაკუთრებული კომისიის მიერ შემუშავებული საკითხები „ამპლუაზე“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ოქტომბერს სოფელ ნოსირში ავქსენტი ფაღავამ დამბაჩით დაჭრა თავად ივანე ელიზბარის ძე დადიანის მეწისქვილე, იესე კორზახია.

1898

ტიპი: ნასამართლეობა

1898 წლის 23 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოხუმში გაიმართა შტაბს-კაპიტან ჩეჩელევის სასამართლო პროცესი, რომელსაც ფარნა დავითაიასა და კოდორის მამასახლისის, ეკუბ კვიწინიას შეურაცხყოფა ედებოდა ბრალად. სასამართლომ ბრალდებულს ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის ოქტომბერში თბილისის დრამატულ თეატრში გამართული წარმოდგენის მომზადებაში პელაგია გაბუნიამ, იოსებ კოხრეიძემ და ბესარიონ ლალიაშვილმა დიდი წვლილი შეიტანეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის ოქტომბერში თბილისის დრამატულ თეატრში გამართულ წარმოდგენაში ნ. ცაგარელი-გაბუნია, კ. სარჯველაძე, ვ. ყანჩაველი და თ. გოგიტიძე მონაწილეობდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის ოქტომბერში ეგზარქოსმა ფლაბიანემ, ბერ ბენედიქტეს თხოვნის საფუძველზე, შუამდგომლობით მიმართა წმინდა სინოდს, ათონის ივერიის მონასტერი რუსეთის ეკლესიათა ნუსხაში შეეტანათ, რათა მასზე სახელმწიფოს სხვა ქართული მონასტრების მსგავსად ეზრუნა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 21 ოქტომბერს გიორგი ილიას ძე ჯამბაკურ-ორბელიანი თბილისიდან ალექსანდრე პეტრეს ძე ოლდენბურგელთან ერთად შუა აზიაში გაემგზავრა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 20 ოქტომბერს მცხეთაში სტუმრად ჩასულ არქიმანდრიტ გერმოგენს და მის მოწაფეებს რკიგზის სადგურში დეკანოზი იოანე მრევლიშვილი შეეგება.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 14 ივნისს საქართველოს სცენის მოღვაწეთა 1-ელ ყრილობას, მე-7 დღეს, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილმა გააცნო განსაკუთრებული კომისიის მიერ შემუშავებული საკითხები ბენეფისებისა და იუბილეთა შესახებ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 29 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გედევანიშვილის თხოვნა, მისი ნებართვის გარეშე სცენაზე არ დაედგათ პიესები: „სინათლე“, „მსხვერპლი“, „გამცემი“ და „ოჯახი“.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის ივნისში ნიკოლოზ გვარაძე, იოსებ ჟივიძე, ნიკოლოზ ჩაგუნავა ბათუმის დრამატული საზოგადოების დასში მსახიობებად მიიწვიეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივნისში ბათუმის დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე ივანე მესხი ბათუმის დასში თამაშის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა მარო მდივანსა და გიორგი იშხნელთან.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914-1915 წლების სეზონისთვის შალვა ხონელი ჭიათურის სახალხო თეატრში მსახიობად მიიწვიეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს შალვა დადიანი ელიობაზე ილია ჭავჭავაძის პატივსაცემად დაგეგმილ წარმოდგენაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივნისში ალაგირის ქართული დასის სცენისმოყვარეებმა ილია ლობჟანიძემ, ილია გუგეშაშვილმა და ანდრია კალანდარიშვილმა მსახიობ ვიქტორ მატარაძის დასახმარებლად თითო მანეთი გაიღეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „სათეატრო შენიშვნები“.