ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45308

1895

ტიპი: თანამდებობა

1895 წელს სერაპიონ მიხეილის ძე დადუნაშვილი ღორეშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 8 ივნისს საქართველოს სცენისმოყვარეთა პირველ ყრილობაზე იოსებ იმედაშვილი პროფესიული საკითხების გასარკვევად შექმნილი კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 8 ივნისს საქართველოს სცენისმოყვარეთა პირველ ყრილობაზე საგარეჯოს დრამატული წრის სახელით მისალოცი სიტყვა წარმოთქვა სოფრომ ტარუაშვილმა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 8 ივნისს საქართველოს სცენისმოყვარეთა პირველ ყრილობაზე ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოს სახელით მისალოცი სიტყვა წარმოთქვა კიტა აბაშიძემ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 8 ივნისს საქართველოს სცენისმოყვარეთა პირველ ყრილობაზე მისალოცი სიტყვა წარმოთქვა „ზაკავკაზსკაი რეჩის“ წარმომადგენელმა დიმიტრი დუმბაძემ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 8 ივნისს საქართველოს სცენისმოყვარეთა პირველ ყრილობაზე მისალოცი სიტყვა წარმოთქვა მოსკოვის ქართული საზოგადოების წარმომადგენელმა დიმიტრი არაყიშვილმა

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 8 ივნისს საქართველოს სცენისმოყვარეთა პირველ ყრილობაზე მისალოცი სიტყვა წარმოთქვა ჭიათურის დრამატული წრის წარმომადგენელმა ისიდორე ვარაზაშვილმა.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 8 ივნისს საქართველოს სცენისმოყვარეთა პირველი ყრილობის მდივანთა კოლეგიაში იყვნენ: კონსტანტინე ანდრონიკაშვილი, შალვა დადიანი, იოსებ რომანიშვილი, იოსებ იმედაშვილი და სიო ჭანტურიშვილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 8 ივნისს საქართველოს სცენისმოყვარეთა პირველ ყრილობაზე „სახალხო ფურცლისა“ და სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოების სახელით მისალოცი სიტყვა წარმოთქვა სანდრო შანშიაშვილმა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 12 თებერვლის „დროებაში“ ილია ალხაზაშვილის სტატია „უფ. ჯავახის კორრესპონდეცია“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 12 თებერვლის „დროების“ ცნობით, ნიკო ნიკოლაძე ადგილობრივ ქართულ გაზეთებს უვარგისად თვლიდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 12 თებერვლის „დროების“ ცნობით, ნ. ნიკოლაძე გაზეთ „ობზორის“ რედაქტორი იყო.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 12 თებერვლის „დროებაში“ სერგეი მესხის ფელეტონი „მასლაათი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 11 თებერვლის „დროების“ ცნობით, ანდრია მრევლოვმა თავისი შედგენილი საეკლესიო გალობის ნოტები მიხეილ მაჭავარიანს გადასცა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 7 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, იაკობ გოგებაშვილის წიგნის „სხვისი წარსულიდან“ გაყიდვით მიღებული თანხა მცხეთის ტაძრის აღდგენას მოხმარდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 11 თებერვლის „დროების“ ცნობით, ანდრია მრევლოვმა თავისი შედგენილი საეკლესიო გალობის ნოტები მიხეილ მაჭავარიანს გადასცა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 4 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ბაქო-ბალახანის სამკითხველო ბიბლიოთეკის დასახმარებლად იროდიონ ევდოშვილის ინიციატივით ბალახანის თეატრში დაიდგა ვალერიან გუნიას წარმოდგენა „ვაის გავეყარე და ვუის შევეყარე“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 11 თებერვლის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, მოსე ჯანაშვილმა შეადგინა და გამოსცა წიგნები: „სამცხე“, „ბამბა და მისი მოყვანა“ და „ერეკლე მეფის სახსოვარი“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 11 თებერვლის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, მოსე ჯანაშვილმა შეადგინა და გამოსცა წიგნები: „მოსე ხონელი და მისი ამირან-დარეჯანიანი“, „შოთა რუსთაველი“ და „ფარსადან გორგიჯანიძე და მისნი შრომანი“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 11 თებერვლის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, მოსე ჯანაშვილმა შეადგინა და გამოსცა წიგნები: „საუნჯე მეათე საუკუნისა“, „აღვადგინე“ და „მწერლობა მეათე საუკუნისა“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 11 თებერვლის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, მოსე ჯანაშვილმა შეადგინა და გამოსცა წიგნები: „საქართველოს ისტორია“, „საქართველოს საეკლესიო ისტორია“ და „მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორია“.

1898

ტიპი: მფლობელობა

1898 წლის 11 თებერვლის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, განსვენებულმა ნიკოლოზ ზუბალაშვილმა გორის მაზრაში მცხოვრებ ღარიბ აზნაურს სწავლა-განათლებისთვის 8 ათასი მანეთი უანდერძა.

1898

ტიპი: მფლობელობა

1898 წლის 11 თებერვლის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, განსვენებულმა ნიკოლოზ ზუბალაშვილმა კათოლიკეთა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიას ორი ათასი მანეთი უანდრძა.

1898

ტიპი: მფლობელობა

1898 წლის 11 თებერვლის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, განსვენებულმა ნიკოლოზ ზუბალაშვილმა დაიბარა, რომ იუნკერთა მოედანზე მდებარე კუთვნილი სახლი გაეყიდათ და ამოგებული თანხა ქალაქის საჭიროებისთვის გამოეყენებინათ.