ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46614

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში ექიმმა ილია იოსების ძე ანდრონიკაშვილმა ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას 10 მანეთი შესწირა და განაცხადა, რომ თეატრის აშენებამდე ყოველთვიურად მანეთს გაიღებდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 10 სექტემბერს ხაშურის დრამატული წრის სცენისმოყვარეებმა – ქეთევან კალაძემ, ლ. და ქს. კამკამაძეებმა, ალექსანდრე ნესტორის ძე კორძაიამ, სტეფანე გიორგის ძე ნოზაძემ, მ. კვალიაშვილმა, ნ. სიხარულიძემ, გ. სულიაშვილმა, ალ. ქუთათელაძემ და ვასილ ხოზბერაშვილმა – წარმოადგინეს „მოტყუებულნი“ და „ცოლ-ქმრობის წინააღმდეგ“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 19 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მღვდელმა ვასილ კარბელაშვილმა ქართლ-კახურ კილოზე შესრულებული საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადატანილი კრებული გამოსცა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 19 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მაზრის უფროსი პოდპოლკოვნიკი ა. ი. სლავოჩინსკი ბათუმის ოლქის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 19 ნოემბერს ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ პეტრე უმიკაშვილის მიერ თარგმნილი ოთხმოქმედებიანი პიესა „ალერსთა ბადე” წარმოადგინა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 19 ნოემბერს ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ მამია გურიელის მიერ თარგმნილი მ. ლერმონტოვის პოემა „დემონი” წარმოადგინა. სპექტაკლი ვასო აბაშიძემ და კოტე მესხმა დადგეს.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 18 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გამოიცა და ერთ შაურად იყიდებოდა იაკობ გოგებაშვილის ისტორიული ნარკვევი „სხივი წარსულისა“, რომლის გაყიდვით ამონაგები თანხა მცხეთის ტაძრის განახლებას მოხმარდებოდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 14 ნოემბერის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მღვდლები, ლუკა მაღრაძე და მაკარ გაჩეჩილაძე სოფელ წევას ერთკლასიანი სკოლის გამგეები იყვნენ.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 14 ნოემბერის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მას შემდეგ, რაც სამტრედიის ბოქაული ვარდენ ქელბაქიანი სხვა სამსახურში გადაიყვანეს, დაბაში ქურდობისა და ძარცვის შემთხვევები გახშირდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 14 ნოემბერის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ივანე არდიშვილი ახალი, 1899 წლის უბის კალენდრის გამოცემას გეგმავდა, რომლის ტირაჟი 3000 ეგზემპლარი იქნებოდა და 2-დან 5 კაპიკამდე ეღირებოდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მარიამ ივანეს ასულმა დემურიამ მადლობა გადაუხადა დიმიტრი გიორგის ძე ზებედევს ნაძალადევის სამკითხველოსთვის წიგნების შეწირვის გამო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 14 ივლისს შუამთის მონასტერში ყოვლად სამღვდელო ეპისკოპოს კირიონის განკარგულებით გადაიხადეს ილია ხონელის, თავად რაფიელ ერისთავისა და მიხეილის (საბინინისა) სულის მოსახსენებელი წირვა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს სერგი ჯინჭველაშვილი იყო საჩხეწის ორკლასიანი სკოლის წიგნსაცავის გამგე-მასწავლებელი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს თბილისის ბეჭდვითი სიტყვის წარმომადგენელთა კომისიამ გრიგოლ ყიფშიძეს მიანდო კავკასიის პრესის ისტორიის შედგენა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს სერგი ჯინჭველაშვილმა საჩხერის ორკლასიანი სამრევლო სკოლის სახელით მადლობა გადაუხადა გაზეთ „მწყემსის" რედაქტორ დავით ღამბაშიძეს ორი წლის განმავლობაში გაზეთის უფასოდ გაგზავნისათვის.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 ივლისს ფოთის გამგეობის დარბაზში ნიკო ნიკოლაძის თავმჯდომარეობით გაიმართა კრება ფოთში პროგიმნაზიის დაარსების გამო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 ივლისს ფოთის გამგეობის დარბაზში გამართულ კრებაზე ფოთის პროგიმნაზიის დასაარსებლად შეგროვდა სულ 6 000 მანეთი, აქედან 500 მან. ვაჭარმა ვასილ თოფურიძემ გაიღო.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს კავკასიის გამოფენის გამგე-კომიტეტმა მიიღო ქუთაისის სავაჟო გიმნაზიის მასწავლებლის, ნიკოლოზ ჯომარჯიძის განცხადება გამოფენაში მონაწილეობის შესახებ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს სერგი ჯინჭველაშვილმა საჩხერის ორკლასიანი სამრევლო სკოლის სახელით მადლობა გადაუხადა იოსებ ლეჟავას 34 ცალი წიგნის (წმინდანთა ცხოვრება) ჩუქებისთვის.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 26 ივლისს ივანე ალექსის ძე ჩითახოვის ჩითეულის ფაბრიკა დაიხურა, რადგან კონკურენციას ვერ გაუძლო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 ივლისს ფოთის გამგეობის დარბაზში ქალაქის პროგიმნაზიის დაარსების გამო გამართულმა კრებამ, რომლის თავმჯდომარე იყო ნიკო ნიკოლაძე, მიიღო დადგენილება, პროგიმნაზიის შენობის გეგმა ხუროთმოძღვრისათვის შეეკვეთათ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ალექსანდრე მრევლიშვილმა კავკასიის გამოფენისთვის დახატა „მირქმა“ – ძველი აღთქმის სიუჟეტი, „უკანასკნელი მცველნი" – ქართული ცხოვრებიდან და ფანტასტიკური ჟანრის ნამუშევარი ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანი".

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ქ. თელავის თვითმმართველობის რწმუნებულმა ქრისტეფორე აბრამის ძე ზარაფიშვილმა თელავის საბჭოში შეიტანა განცხადება, ითხოვდა თელავის წმ. ნინოს დედათა სასწავლებლის სამინისტრო უწყებისთვის გადაცემას და მის შენახვას მთავრობის ხარჯებით.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს კავკასიის მთავარმართებლის თანაშემწე ალექსანდრე ფრეზემ დაამტკიცა კავკასიის სტიპენდიების განაწილება, დადგენილი კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველის მიერ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 19 ივლისს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების შენობაში გიორგი თუმანიშვილის თავმჯდომარეობით გაიმართა სხდომა, რომელსაც მინდობილი ჰქონდა კავკასიის სამეურნეო სამრეწველო გამოფენაზე ბეჭდვითი საქმის ცალკე განყოფილებად მოწყობის საკითხი.