ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები43074

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 10 დეკემბერს ფოთის ქალქის საბჭოს თავმჯდომარე ნ. ნიკოლაძემ ქუთაისის სამხედრო გუბერნატორს წარუდგინა წინადადება 818 მანეთის სამოქალაქო საქმეთა საკრებულოს კანცელარიის შენახვის საკითხთან დაკავშირებით.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1902 წელს ფოთიდან თბილისში ჩავიდა ქალაქ ფოთის მოურავი ნ. ი. ნიკოლაძე.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 2 ივლისის „დროებაში“ ილია ალხაზაშვილის სტატია „დუხაბორებიდან“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 2 ივლისის „დროების“ ცნობით, ილია ჭავჭავძე წლის ბოლოს აპირებდა ახალი ჟურნალის ერთი ნომერი გამოეცა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის პირველი ივლისის „დროებაში“ თეოფილე კანდელაკის ფელეტონის „მგზავრის შენიშვნები“ დასასრული დაიბეჭდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 28 დეკემბერს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გედევანიშვილის პიესის „სინათლე“ XIII, დასკვნითი ნაწილი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 19 დეკემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა რეჟისორ ვალერი გუნიას პიესა „ცქრიალა" წარმოადგინა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის დეკემბერში თბილისის ფარმაცევტთა საზოგადო კრებამ ილია ალხაზიშვილის ნაცვლად გამგეობის თავმჯდომარედ აირჩია აფთიაქის პატრონი ბახჩიევი.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ქალაქ ფოთის გამგეობის მდივნად დაინიშნა კონსტანტინე იოსების ძე გამყრელიძე.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ციმბირიდან გაქცეული თედო სახოკია პარიზში ცხოვრობდა.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მთავრობამ თედო სახოკიას საქართველოში დაბრუნების ნება დართო.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 3 დეკემბერს გამართულ სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების კრებაზე განიხილეს ლევან გიორგის ძე ჯანდიერის მოხსენება.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 3 დეკემბერს გამართული სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების კრების თავმჯდომარე იყო პეტრე ალექსანდრეს ძე გრუზინსკი.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ქალაქის საქმეთა საგუბერნიო საკრებულოში საბჭოს წარმომადგენლად არჩეული ვ. ს. მიქელაძე კავკასიის მთავარმართებელმა დაამტკიცა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს კავკასიის შიდამრეწველობის კომიტეტის განკარგულებით არტემ ფირალოვი ბაქოს გუბერნიაში ხალიჩების ქსოვის საკითხის შესასწავლად გაიგზავნა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ფრანგული ჟურნალისათვის "Revue des traditions populaires" თედო სახოკიამ 800-ზე მეტი ქართული ანდაზა თარგმნა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 1-ელ დეკებერს ქუთაისის თეატრში ნინო ჩხეიძისა და ეფემია მესხის მონაწილეობით წარმოადგინეს სპექტაკლი „მონასტრის ზღუდეთა შორის".

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 1-ელ დეკემბერს ქუთაისის თეატრში წარმოადგინეს ოთხმოქმედებიანი დრამა „მედეა" ეფემია მესხის მონაწილეობით.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 3 დეკემბერს სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების კრებაზე ვარლამ სიმონის ძე მიქელაძემ წაიკითხა მოხსენება წვრილი კრედიტის შესახებ.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, კარლო ჩხეიძეს ფილტვების ანთება ჰქონდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ივანე გომართელის თხზულება „დღევანდელი მომენტი შეთანხმებას გვიბრძანებს“.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, კარლო ჩხეიძე ავადმყოფობის გამო სათათბიროს სხდომებს ვერ ესწრებოდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა დასასრული სილიბისტრო რომანოზის ძე თავართქილაძის თხზულებისა „ჯარისკაცი“.

1902

ტიპი: გარდაცვალება

1902 წლის 5 დეკემბერს გარდაიცვალა მდიდარი სომეხი ქველმოქმედი ავეტის ჰუკასოვი, რომელმაც სხვადასხვა საქველმოქმედო და საგანმანათლებლო საზოგადოებას 130 ათასი მანეთი უანდერძა .

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, დია ჩიანელმა (დავით ჩხეიძემ) უნივერსიტეტის დაამთავრების შემდეგ ბაქოს ქალთა გიმნაზიაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.