ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47933

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 22 სექტემბერს გაზეთ „დროებაში” სერგეი მესხის წერილი „ქუთაისის ბანკის მდგომარეობა” გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 13 სექტემბერს ჟურნალ „მნათობის“ ივნისისა და ივლისის ერთ წიგნად გამოცემულ ნომერში გიორგი წერეთლის ნარკვევი „ვინ სტყუვის“ გამოქვეყნდა.

1894

ტიპი: ნასამართლეობა

1894 წელს შიო არაგვისპირელი ვარშავაში დააპატიმრეს მის მიერ ჩამოყალიბებული იქაურ ქართველთა წრის მოქმედებების გამო.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 13 სექტემბერს ჟურნალ „მნათობის“ ივნისისა და ივლისის ერთ წიგნად გამოცემულ ნომერში დიმიტრი ბაქრაძის ნარკვევი „საქართველოს მდგომარეობა შემდეგ დაყოფისა“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 13 სექტემბერს ჟურნალ „მნათობის“ ივნისისა და ივლისის ერთ წიგნად გამოცემულ ნომერში ნიკოლოზ ავალიშვილის მიერ თარგმნილი შილერის დრამა „ფიესკოს შეთქმულობა“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 8 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სერგეი მესხის წერილი „ბიბლიოგრაფია“ მცირე ენების შესახებ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში შიო არაგვისპირელი იხსენებდა, რომ ვარშავაში მის მიერ შექმნილ ქართველთა წრის მოქმედებების გამო მისმა დაპატიმრებამ 1886 წლიდან ჩაფიქრებული არაერთი მოთხრობისთვის გამზადებული ჩანაწერი იმსხვერპლა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 13 სექტემბერს ჟურნალ „მნათობის“ ივნისისა და ივლისის ერთ წიგნად გამოცემულ ნომერში ანტონ ფურცელაძის ლექსი „მითხარი ჩემო ნეტარებავ“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 13 სექტემბერს ჟურნალ „მნათობის“ ივნისისა და ივლისის ერთ წიგნად გამოცემულ ნომერში სტეფანე ძიმისტარაშვილის ლექსი „მეგობრისადმი“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 13 სექტემბერს ჟურნალ „მნათობის“ ივნისისა და ივლისის ერთ წიგნად გამოცემულ ნომერში ანტონ ფურცელაძის რომან „მაცი ხვიტიას“ დასასრული გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 8 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ სიღნაღელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დიმიტრი ჯანაშვილის კორესპონდენცია „სიღნაღი, აგვისტოს 26-ს“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 8 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ ეკატერინე გაბაშვილის კორესპონდენცია „ქართლიდამ, აგვისტოს 20-ს“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 8 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ აკაკი წერეთლის ლექსი „რჩევა“ გამოქვეყნდა.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში შიო არაგვისპირელი აღიარებდა, რომ წერა საკმაოდ ადრე დაიწყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას იულია ივანეს ასულმა ზუბალოვისამ 10 მანეთი შესწირა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას მიხეილ ქიმერიძემ 25 მანეთი შესწირა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს სვიმონ ყიფიანმა პიესა „ხულიგანი“ დაწერა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას ალექსანდრა ილიას ასულმა გვახარიამ 5 მანეთი შესწირა.

1914

ტიპი: მფლობელობა

1914 წელს იოსებ ნინიძემ სასტუმრო „მარსელის“ მეპატრონე იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას ჯარისკაცმა კ. ოდიშარიამ 3 მანეთი შესწირა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას ვლადიმერ იოსების ძე გვახარიამ 15 მანეთი შესწირა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას სასტუმრო „მარსელის“ მეპატრონე იოსებ ნინიძემ 25 მანეთი შესწირა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას გ. ი. ოქრომჭედლიშვილმა და მისმა მეგობარმა 100 მანეთის ხის მასალა შესწირა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას ე. კოტიევისამ 25 მანეთი შესწირა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში შიო არაგვისპირელი აღიარებდა, რომ ვარშავაში მის მიერ შექმნილ ქართველთა წრის მოქმედებების გამო დაპატიმრებისას ბევრი ხელნაწერი ჩამოართვეს.