ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50369

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 8 ივლისს დ. ჩოხატაურში გაიხსნა ჩოხატაურის მეეტლეთა ამხანაგობის საზოგადოება, რომლის თავმჯდომარე იყო ვარდენ ქელბაქიანი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს თბილისის გამგეობის წევრმა ივანე ჩერქეზიშვილმა გამგეობას წარუდგინა მოხსენება ტრამვაის უსახელო საზოგადოების მიერ უფასო ბილეთის გაცემის უფლების შესახებ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში ინჟინერმა ანატოლი ნიკოლოზის ძე კალიგინმა და დარია კონსტანტინეს ასულმა კალიგინისამ ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას 25 მანეთი შესწირეს.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ი. პიტელინსკი ივანე ალექსის ძე ჩითახოვის ჩითეულის ფაბრიკის დირექტორი იყო.

1901

ტიპი: განათლება

1901 წელს კავკასიის მთავარმართებლის თანამდებობის აღმასრულებელმა სახაზინო სტიპენდია დაუნიშნა კავკასიის საშუალო სასწავლებლების 19 მოსწავლეს, მათ შორის სამ ქართველს – ივანე ჟორდანიას, ვლადიმერ ყანჩელსა და მიხეილ გომელაურს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის ოქტომბერში გრიგოლ ჩარკვიანის წინადადებით ნაძალადევის სცენისმოყვარეთა წრემ გადაწყვიტა, ქართულ თეატრს ნივთიერად დახმარებოდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში ხაშურში მასწავლებელ არჩილ ღვინიაშვილის თაოსნობით ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიის სასარგებლოდ კონცერტი გაიმართა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 19 ოქტომბერს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა შარაშიძის წერილი „ზოგისა ბამბაც ჩხრიალებს... ანუ როგორ ვითამაშე მე ფრანც მოორის როლი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 19 ოქტომბერს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვასილ ალუღიშვილის თხზულება „ეძიე სულო!..“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 19 ოქტომბერს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სამსონ პლატონის ძე დადიანის წერილი „მოხერხებული დრო“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 19 ოქტომბერს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის მოთხრობის „სიყვარული“ I ნაწილი.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს დ. მკერვალიშვილი სოფელ შილდის სამკითხველოს ბიბლიოთეკარი იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 19 ოქტომბერს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 11 ოქტომბერს სახალხო სახლში გამართული წარმოდგენის „მეზობლები“ შესახებ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ვარციხის სახელმწიფო მამულში დასაქმებული მუშები ეკონომიკური პირობების გამო გაიფიცნენ. მათთან მოსალაპარაკებლად ჩასული შრომის მინისტრის მოადგილე გიორგი ერაძე პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს იოსებ გედევანიშვილმა თავის პიესებში აღებული ჰონორარი ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას გადასცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 მაისს ქ. ქუთაისში ივანე ჭანტურაშვილის ინიციატივით გაიმართა წარმოდგენა სოფელ აცანის წიგნთსაცავ-სამკითხველოს დასახმარებლად.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 ივლისს თელავის კლუბის დარბაზში ზაქარია ჩხიკვაძის ხელმძღვანელობითა და მელქო აჯიმამუდოვის მონაწილეობით გაიმართა ქართულ-რუსულ-სომხური კონცერტი, რომ თანხა მოეზიდათ სათეატრო შენობის ასაგებად.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 15 ოქტომბერს არტისტთა საზოგადო თეატრში მიხეილ ქორელის რეჟისორობით ნიკოლოზ ავალიშვილის მიერ თარგმნილი შილერის „ყაჩაღები“ წარმოადგინეს.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს მთავრობის განკარგულებით თბილისის მესამე მომრიგებელი სასამართლოს განყოფილების ბოქაული იოსებ ზოსიმეს ძე ბაქრაძე სამსახურიდან დაითხოვეს ავადმყოფობის გამო თავისი თხოვნის თანახმად.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს თბილისში ჩამოვიდა საკომერციო სასწავლებლის ახლად დანიშნული ინსპექტორი იაროსლავ სვატოვი, რომელიც იქამდე დროებით დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს სოფ. შილდის სამკითხველოსთვის თანხა გაიღეს ესტატე მირიანაშვილმა, ილიკო წერეთელმა, დავით თურმანიძემ და სოლომონ დოლიძემ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს სოფელ შილდის სამკითხველოსთვის თანხა გაიღეს ნინო მირიანოვმა, ვასილ ჯაფარიძემ და დათია მირიანაშვილმა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს თბილისის საქალაქო სკოლების სამეურნეო ნაწილის გამგე ფირუმოვმა საქალაქო სკოლების კომისიას აცნობა, რომ III საქალაქო გიმნაზიის სამზრუნველო თანახმა იყო, ქალაქისათვის საკუთარი სახლი (ბებუთოვის ქ.) სოლოლაკის სკოლისთვის მიექირავებინა. ფირუმოვი თვლიდა, რომ სამზრუნველოს სახლი უნდა შეეკეთებინათ, რომ გაქირავება შესძლებოდათ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ივლისს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის შენობაში გამართულ თბილისის სავაჭრო ამხანაგობა „შუამავლის" წევრთა საზოგადო კრების თავმჯდომარედ ანტონ ფურცელაძე აირჩიეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ნინო სოლომონის ასულმა მირიანაშვილმა სოფ. შილდის სახალხო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს დასახმარებლად თანხა შეაგროვა.