ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45297

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის იანვარში აკაკი წერეთლის დამკრძალავმა კომიტეტმა ცხედრის წამოსასვენებლად აირჩია ვაჟა-ფშაველა, გიორგი ლასხიშვილი, ნიკო ნიკოლაძე, ნოე ჟორდანია და სხვ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის იანვარში აკაკი წერეთელმა გარდაცვალების შემდეგ თავისი ნების აღსრულება კოტე აბდუშელიშვილს, გრიგოლ დიასამიძეს, ივანე ელიაშვილს და სერგო ჯაფარიძეს დაავალა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის იანვრის ბოლოს დავით ოტიას ძე ნიჟარაძის თაოსნობით ქუთაისში შედგა აკაკი წერეთლის დამკრძალავი კომიტეტი, რომელიც თბილისის კომიტეტთან შეთანხმებით მოქმედებდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის იანვრის ბოლოს აკაკი წერეთლის დამკრძალავმა კომიტეტმა დაადგინა, გამოეცათ პოეტის 10 000 ცალი სურათი მოკლე ბიოგრაფიით ხალხში უფასოდ დასარიგებლად.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 8 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნინო ორბელიანის მოგონება „აკაკი ახალგაზრდობაში“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 8 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა თედო რაზიკაშვილის ლექსი „აკაკის“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 20 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის (ექიმ შტოკმანის) სტატია „ცაცია ხელი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 13 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ბარბარე სულხანიშვილის სტატია „სასიხარულო ფიქრები“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 6 მარტს პეტრე პავლეს ძე გელეიშვილმა დანიელ გიორგის ძე ჭონქაძესა და მის „სურამის ციხეზე“ ლექცია წაიკითხა.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის 8 თებერვალს აკაკი წერეთელი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 8 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით ნახუცრიშვილის წერილი „ძვირფას აკაკის ხსოვნას“.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 13 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე სიმონის ძე ლორთქიფანიძე ქართველ მოღვაწეთა აგარაკის მშენებელი კომისიის თავმჯდომარე იყო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 8 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა დადიანის წერილი „აკაკის“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 8 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ კიაზოშვილის წერილი „არ მომკვდარა, არა!“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 8 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვასილ გორგაძის წერილი „აკაკის ხსოვნას“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 8 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი მანთაშოვის ლექსი „აკაკის“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 8 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ნიკოლოზის ძე სალარიძის წერილი „აკაკი არ მოკვდება!“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 19 იანვარს სახალხო სახლში გამართულ წარმოდგენაში „ტაიფუნი“ ნინო ჩხეიძემ ელენე ლაროშის როლი შეასრულა, იუზა ზარდალიშვილმა ითამაშა რენარი, ალექსანდრე იმედაშვილმა – ტოკერამო, ალექსანდრე ყალაბეგიშვილმა – იჰიაზუ, პლატონ კორიშელმა – ტოიჰუ, მიხეილ ჭიაურელმა – ინოხა, მიხეილ სარაულმა – შეიჰფვა და ა.შ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 8 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის მოთხრობის „სიკვდილი“ II ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 8 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე აბაშელის ლექსი „აკაკის“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 20 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ფილიპე მგელაძის (ფ. რუშაველის) თხზულება „პატარა ზღაპარი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 20 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ნიკოლოზ ივანეს ძე შიუკაშვილის სტატია „ქართული ფილარმონიული საზოგადოება და ჩვენ“.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 15 მარტს თბილისში 45 წლის მუსიკათმცოდნე იოსებ გიორგის ძე მონადირაშვილი გარდაიცვალა.

1871

ტიპი: პირადი ინფორმაცია

იოსებ გიორგის ძე მონადირიშვილი 1871 წლის 28 დეკემბერს თელავში დაიბადა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 8 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ბრძნული გამონათქვამები პოეტის სხვადასხვა ნაწარმოებიდან.