ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46348

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 17 მარტის გაზეთ „დროების“ ცნობით, ალმანახ „კრებულის“ მეექვსე და მეშვიდე ნომერში ნიკ. დიმიტრიძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკოლოზ ყიფიანის კრიტიკული წერილი „იანიჩარი“.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს ლუარსაბ ხელაძემ დაიწყო მუშაობა თბილისში გახსნილ სტამბაში.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 15 აგვისტოს „ივერიაში“ დაიბეჭდა ლუარსაბ ხელაძის სტატია „ტფილისის ასოთ-ამწყობთა საჭიროებანი“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 17 მარტის გაზეთ „დროების“ ცნობით, ალმანახ „კრებულის“ მეექვსე და მეშვიდე ნომრებში გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის თარგმანი ტომას მურის ლექსისა „ირლანდიისადმი“.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 20 დეკემბრის „ივერიაში“ დაიბეჭდა ლუარსაბ ხელაძის სტატია „მუსიკალური საღ. სიტყვები და მნიშვნელობა“.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის „ივერიაში“ დაიბეჭდა ლუარსაბ ხელაძის ნეკროლოგი „ამვროსი დავითის ძე ხელაშვილი“.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის „ივერიაში“ დაიბეჭდა ლუარსაბ ხელაძის სტატია „ქართული თეატრი ქუთაისში“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 17 მარტის გაზეთ „დროების“ ცნობით, ალმანახ „კრებულის“ მეექვსე და მეშვიდე ნომრებში გამოქვეყნდა გიორგი წერეთლის ნარკვევი „ჩვენი საზოგადო ქრონიკა“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 17 მარტის გაზეთ „დროების“ ცნობით, ალმანახ „კრებულის“ მეექვსე და მეშვიდე ნომრებში გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის ჩანახატი „სცენები საპატიმროში“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 17 მარტის გაზეთ „დროების“ ცნობით, ალმანახ „კრებულის“ მეექვსე და მეშვიდე ნომრებში გამოქვეყნდა რაფიელ ერისთავის პიესა „სურათები ჩვენი ცხოვრებიდამ“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 17 მარტის გაზეთ „დროების“ ცნობით, ალმანახ „კრებულის“ მესამე ნომერში ფაზელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ფრაგმენტი მამია გურიელის პოემიდან „რაშიდ ვარდიძე“.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წლის მაისში ფოთის ქალაქის თვითმმართველობის მდივანმა ვ. ა. დემიდოვმა სხვა სახელმწიფო სამსახურში გადასვლის გამო დატოვა თანამდებობა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 18 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სერგეი მესხის წერილი „ჩვენი მამები და შვილები“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 3 მარტს გაზეთ „დროებაში“ კოღო-ბუზის ფსევდონიმით გამოქვეყნდა სერგეი მესხის ფელეტონი „დიდმარხვის მიმოხილვა“.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 24 მაისს მთავარმართებლის თანაშემწე გენერალი ფრეზე, ინჟინრები ნოვომეისკი და ბელიავსკი თერგის ოლქში გაემგზავრნენ წყალდიდობით დაზარალებულთა დასახმარებლად.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია წინამძღვრიშვილი თბილისის მომრიგებელი მოსამართლე და წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლის მზრუნველი იყო.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 25 იანვარს გაზეთ „დროებაში“ ივლიტელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა პეტრე მეფისაშვილის წერილი „თათრების ქორწილი“.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წელს „ნაკადულმა“ გამოსცა ალექსი მირიანაშვილის საბავშვო მოთხრობათა კრებული „იგავ-არაკნი“.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წელს ზაქარია ჭიჭინაძემ გამოსცა ალექსი მირიანაშვილის მოთხრობა „ბედუკუღმართი ჯალაბობა“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 25 იანვარს გაზეთ „დროებაში“ ნ. სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის კორესპონდენცია „იმერეთის ამბები“.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წელს ალექსი მირიანაშვილმა შექმნა სრული ქართული წერის დედანი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის მოთხრობა „სეირი“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 25 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის ფელეტონი „დიდი შეცდომა“.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წელს მოსე ჯანაშვილმა დაწერა „ჩემი ამბვედი“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 25 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა პეტრე უმიკაშვილის წერილი „რამდენიმე სიტყვა მირზოევის ფაბრიკაზე“ გ. მ. მირზოევის მიტკლის საამქროს შესახებ.