ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45319

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 31 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მომრიგებელი მოსამართლე ლევან იაკობის ძე მღებრიშვილი თბილისის უმცროსი ნოტარიუსის თანამდებობაზე დაინიშნა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 4 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ვექილი დავით არჩილის ძე ლორთქიფანიძე მართა ბეგლარის ასულ ღოღობერიძისას სიძე იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 4 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი ივანეს ძე კერესელიძე ვექილ დავით არჩილის ძე ლორთქიფანიძის სიძე იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 5 მარტს სოფელ დიდ ჯიხაიშში ვექილ დავით არჩილის ძე ლორთქიფანიძეს დაკრძალავდნენ.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 4 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ დავითის ასული ლორთქიფანიძე გიორგი ივანეს ძე კერესელიძის მეუღლე იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 2 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ივანე ლევანის ძე ნანობაშვილი სოლომონ ლევანის ძე ნანობაშვილის ძმა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 2 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ სოლომონის ასული ნანობაშვილი სოლომონ ლევანის ძე ნანობაშვილის შვილი იყო.

1956

ტიპი: ღონისძიება

1956 წელს თედო სახოკია ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ წერდა ეთნოგრაფიულ ნაშრომებს და თარგმნიდა ლიტერატურულ ნაწარმოებებს.

1956

ტიპი: სტატუსი

1956 წლის ავტობიოგრაფიაში თედო სახოკია აღნიშნავდა, რომ იგი სოციალური სტატუსით იყო მოსამსახურე.

1956

ტიპი: ავტორობა

1956 წელს თედო სახოკია პირად ბარათში აღნიშნავდა, რომ ნაშრომებს ქართულ ენაზე წერდა.

1934

ტიპი: ორგანიზაცია

1934 წელს საბჭოთა მწერალთა კავშირში შესვლამდე თედო სახოკია ირიცხებოდა აკადემიურ კორპორაციაში.

1956

ტიპი: ორგანიზაცია

1956 წელს მწერლის პირად ბარათში თედო სახოკია აღნიშნავდა, რომ იგი არ იყო კომუნისტური პარტიის წევრი.

1956

ტიპი: ღონისძიება

1956 წელს თედო სახოკია მწერლის პირად ბარათში აღნიშნავდა, რომ კომუნისტური პარტიისგან არ დასჯილა.

1956

ტიპი: სტატუსი

1956 წელს თედო სახოკია მწერალთა პირად ბარათში აღნიშნავდა, რომ არ ჰქონდა სამეცნიერო ხარისხი.

1956

ტიპი: განათლება

1956 წელს თედო სახოკია მწერალთა პირად ბარათში აღნიშნავდა, რომ ფლობდა ქართულ, რუსულ, ფრანგულ, იტალიურ და ინგლისურ ენებს.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 21 ივნისს გაზეთ „დროებაში“ ლაზარე მეხის-შვილის ფსევდონიმით გამოქვეყნდა სერგეი მესხის „კორრესპონდენცია ქუთაისიდგან“, ქუთაისის მახლობლად, სოფელ კულაშში გამართული დოღის შესახებ.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 26 აგვისტოს „დროებაში“ ანნა დავითის ასული ჭავჭავაძის შესახებ რაფიელ ერისთავის სტატია დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 25 აგვისტოს „დროებაში“ ივანე როსტომაშვილის „გამომშვიდობება და ჩემი ანდერძი“ დასასრული დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 აგვისტოს „დროებაში“ ივანე როსტომაშვილის „გამომშვიდობება და ჩემი ანდერძი“ მეორე ნაწილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 24 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის მაღაზიაში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ 45 კაპიკად იყიდებოდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 24 აგვისტოს „დროების“ ცნობით, დიმიტრი სტაროსელსკი სპარსეთის კონსული იყო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 22 აგვისტოს დიმიტრი სტაროსელსკი კუკიის კათოლიკეთა ტაძარში წირვას დაესწრო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 23 აგვისტოს „დროების“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიაში რაფიელ ერისთავის გამოცემული სულხან-საბა ორბელიანის „იგავ-არაკი“ იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 23 აგვისტოს „დროების“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიაში რაფიელ ერისთავის წიგნი „ნინო“ იყიდებოდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 23 აგვისტოს „დროებაში“ ივანე როსტომაშვილის „გამომშვიდობება და ჩემი ანდერძის“ პირველი ნაწილი დაიბეჭდა.