ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46204

1897

ტიპი: ღონისძიება

1897-1906 წლებში იაკობ ფანცხავა ფოთის დრამატიული საზოგადოების წევრობის პერიოდში ახალ პირთა გაწევრიანებისა და საწევრო მოსაკრებლის საქმეებს აწარმოებდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907-1911 წლებში იაკობ ფანცხავა ქუთაისის ქალაქის გეგმის შედგენის სამუშაოებს ხელმძღვანელობდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს იაკობ ფანცხავას ქუთაისში გადასვლისთანავე მისი ინიციატივით ქალაქში ჩატარდა ქუჩების მოკირწყვლის სამუშაოები.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907-1911 წლებში იაკობ ფანცხავა იყო ქუთაისის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907-1911 წლებში იაკობ ფანცხავა იყო ქუთაისის დრამატიული საზოგადოების თავმჯდომარე.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907-1911 წლებში იაკობ ფანცხავა იყო საზოგადოების „სინათლე“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907-1911 წლებში იაკობ ფანცხავას ინიციატივით აშენდა საღორიაში საავადმყოფოს შენობა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907-1911 წლებში იაკობ ფანცხავას ინიციატივით დაირგო საღორიას ტყეში აკაციის ხეები.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907-1911 წლებში იაკობ ფანცხავას ინიციატივით დაარსებულ სანოვაგის ფალსიფიკაციასთან მებრძოლ ლაბორატორიას სავეტერინარო-სამიკროსკოპო სადგური გააჩნდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907-1911 წლებში იაკობ ფანცხავას ინიციატივით ქუთაისის სკოლას გადაეცა ქვითკირის სამსართულიანი შენობა, სადაც მაქამდე ფოსტა-ტელეგრაფი იყო განთავსებული.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907-1911 წლებში იაკობ ფანცხავას ინიციატივით საღორიას ტყეში დარგული აკაციის მერქანი ბევრად უფრო მტკიცე და მაგარი იყო, ვიდრე მუხისა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907-1911 წლებში იაკობ ფანცხავას ინიციატივით ქუთაისში დაარსდა ლაბორატორია, რომელიც სანოვაგის ფალსიფიკაციას ებრძოდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907-1911 წლებში იაკობ ფანცხავას ინიციატივით ქუთაისის სკოლისთვის გოგებაშვილის ქუჩაზე აშენდა ქვითკირის ორსართულიანი შენობა.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907-1911 წლებში იაკობ ფანცხავა იყო ქუთაისის ეთნოგრაფიული საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907-1911 წლებში იაკობ ფანცხავას ინიცატივით დაარსებულმა ქუთაისის ეთნოგრაფიულმა საზოგადოებამ ქუთაისში შექმნა სიძველეთა მუზეუმი.

1939

ტიპი: ღონისძიება

1939-1942 წლებში მეორე მსოფლიო ომის დროს არტემ ახნაზაროვი არ ჩავარდნილა ტყვედ.

1942

ტიპი: პირადი ინფორმაცია

არტემ ახნაზაროვის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის მიხედვით 1942 წლამდე იგი ცხოვრობდა ძნელაძის ქუჩა № 4-ში.

1956

ტიპი: ღონისძიება

1956 წელს არტემ ახნაზაროვი მწერლის პირად ბარათში აღნიშნავდა, რომ მას არასოდროს მოუხდია პარტიული სასჯელი.

1956

ტიპი: სტატუსი

1956 წელს არტემ ახნაზაროვი მწერლის პირად ბარათში აღნიშნავდა, რომ მას არანაირი სამეცნიერო ხარისხი არ ჰქონია.

1939

ტიპი: ღონისძიება

1939-1942 წლებში არტემ ახნაზაროვი არ იმყოფებოდა გერმანელების მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

1939

ტიპი: სტატუსი

1939 წელს არტემ ახნაზაროვი არ იყო სამხედროვალდებული.

1956

ტიპი: ნასამართლეობა

1956 წელს შედგენილი არტემ ახნაზაროვის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის მიხედვით, იგი არასდროს ყოფილა მიცემული პასუხისგებაში.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921-1942 წლებში არტემ ახნაზაროვი არ მსახურობდა რაზმებში, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებას ებრძოდნენ.

1942

ტიპი: მფლობელობა

1942 წელს არტემ ახნაზაროვი საკუთარ სახლს ფლობდა თბილისში, ძნელაძის ქუჩა № 4-ში.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლამდე არტემ ახნაზაროვი არ მსახურობდა ძველ, მეფის რუსეთის არმიაში.