ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47263

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლიდან თედო სახოკიას ერთადერთი საარსემო წყარო ლიტერატურა იყო.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს თედო სახოკიამ პედაგოგობას თავი დაანება.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წლამდე თედო სახოკია იყო ქართულისა და ფრანგული ენების მასწავლებელი თბილისის მეშვიდე გიმნაზიაში.

1917

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1917 წელს ემიგრაციიდან დაბრუნებული თედო სახოკია თბილისში ცხოვრობდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლიდან თედო სახოკია ქართული პრესის მეშვეობით რეგულარულად აცნობდა ქართველ ხალხს ევროპულ კულტურას და ყველაფერ სხვას, რაც მისაბაძი იყო ევროპაში.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს თედო სახოკია ფრანგულს ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს თედო სახოკია ემიგრაციიდან სამშობლოში დაბრუნდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს თედო სახოკია ინგლისში ჩავიდა, როგორც ჭიათურის შავი ქვის საწარმოს წარმომადგენელი.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს თედო სახოკია ინგლისში ჩავიდა, როგორც ჭიათურის შავი ქვის საწარმოს წარმომადგენელი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს ოლივერ უორდროპმა თავის სოფელ სევენოკში დაპატიჟა ლონდონში ჩასული ქართველები.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს თედო სახოკია პეტერბურგისა და თბილისის გაზეთებში წერილებს აქვეყნებდა შევიწროებისა და დევნის წინაამღდეგ, რომელსაც აფხაზეთში გადმოსახლებული მეგრელები განიცდიდნენ რუსი ეროვნების მოხელეებისაგან.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წელს სოხუმის საქალაქო თვითმმართველობის არჩევის პერიოდში, თედო სახოკია პეტერბურგისა და თბილისის გაზეთების მეშვეობით დაუპირისპირდა ქართველების რუსიფაკაციის მსურველებს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს თედო სახოკიამ განსაკუთრებით დიდი მასალა შეაგროვა სოხუმში საქალაქო თვითმართველობის შემოღების შესახებ.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ემიგრაციიდან თბილისში დაბრუნებული თედო სახოკია მეშვიდე გიმნაზიაში ქართულსა და ფრანგულ ენებს ასწავლიდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

თედო სახოკია უცხოეთში იქამდე დარჩა, სანამ 1917 წელს ნიკოლოზ მეორის ტახტს საბოლოოდ არ გამოეცალა დასაყრდენი.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 29 აპრილამდე ციმბირში გადასახლებული თედო სახოკია ირკუტსკის გუბერნიის სოფელ ჟიგალოვოში ცხოვრობდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 2 მარტს რევოლუციის მოწყობის საქმეში ბრალდებული თედო სახოკია სამუდამო გადასახლებაში ირკუტსკის გუბერნიის სოფელ ჟიგალოვოში ჩაიყვანეს.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს სოფელ ჟიგალოვოში გადასახლებულმა თედო სახოკიამ იქიდან გაქცევა გადაწყვიტა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 3 მაისს ციმბირში გადასახლებული თედო სახოკია სოფელ ჟიგალოვოდან ირკუტსკში გამოიქცა, ხოლო იქიდან რკინიგზით − საქართველოში.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის მაისში ციმბირის გადასახლებიდან სამშობლოში გამოქცეულმა თედო სახოკიამ მატარებლით რუს ოფიცრებთან ერთად იმგზავრა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 3 მაისს ირკუტსკის გუბერნიიდან რკინიგზით გამოქცეულმა თედო სახოკიამ სიზრანამდე მეორე კლასის მატარებლით იმგზავრა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის მაისში მატარებლით გამოქცეული თედო სახოკია თბილისში უვნებლად ჩავიდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის მაისში ირკუტსკიდან მატარებლით გამოქცეულმა თედო სახოკიამ თბილისში თავისი მეგობრები მოინახულა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის მაისში მატარებლით გამოქცეული თედო სახოკია თბილისიდან ბათუმში გაემგზავრა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის მაისში ბათუმში ჩასულ თედო სახოკიას სოხუმიდან ჩამოსული მეუღლე, ნადე კეკელია დახვდა.