ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47263

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის მაისში ციმბირის გადასახლებიდან გამოქცეულ თედო სახოკიას ბათუმში მეუღლე ნადე და ორი წლის ქალიშვილი, თინა დახვდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის მაისში ციმბირის გადასახლებიდან საქართველოში გამოქცეულ თედო სახოკიას ბათუმში დახვდნენ მეგობარი ბეგები, რომლებმაც თედო საზღვარზე გადასაყვანად ერთ ლაზს ჩააბარეს.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის მაისში სამშობლოში გამოქცეული თედო სახოკია ბათუმში ნავში ჩასვეს და ლაზთა თანხლებით ხოფისკენ გაამგზავრეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898-1900 წლებში თედო სახოკიას წერილებს მხარს უჭერდა საქართველოს ეკლესიის ცნობილი ქომაგი და რუსეთში გავლენიანი პირი, ნიკოლოზ დურნოვი.

1898

ტიპი: ავტორობა

1898-1900 წლებში თედო სახოკიასა და მისი მეგობრების პროტესტი სოხუმის ეპისკოპოსის განუკითხაობის წინაამღდეგ უყურადღებოდ რჩებოდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

თედო სახოკიას ავტობიოგრაფიის თანახმად, კავკასიის უმაღლესმა მთავრობამ სოხუმისთვის თვითმართველობის შემოღება მხოლოდ 1899 წელს გადაწყვიტა.

1899

ტიპი: ღონისძიება

თედო სახოკიას ავტობიოგრაფიის თანახმად, 1899 წელს სოხუმში ხმოსნების ამომრჩეველთა სია შეადგინეს.

1899

ტიპი: ღონისძიება

თედო სახოკიას ავტობიოგრაფიის თანახმად, 1899 წელს სოხუმში შედგენილი ხმოსნების ამომრჩეველთა სია დიდი ხნის შემდეგ დაამტკიცეს.

1899

ტიპი: ღონისძიება

თედო სახოკიას ავტობიოგრაფიის თანახმად, ხმოსანთა არჩევნები ქალაქ სოხუმში 1899 წელს ჩატარდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

თედო სახოკიას ავტობიოგრაფიის თანახმად, 1899 წელს სოხუმში ჩატარებულ ხმოსანთა არჩევნებში 33 ხმოსნიდან 20-ზე მეტი ქართველი იყო, დანარჩენები კი − რუსები და ბერძნები.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის ზაფხულში თედო სახოკია სოხუმიდან თბილისში დაბრუნდა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს სოხუმიდან თბილისში ჩასულმა თედო სახოკიამ „ცნობის ფურცლისა“ და „მოამბის“ რედაქციებს უცხოეთიდან თანამშრომლობა თვეში სამი თუმნის სანაცვლოდ შესთავაზა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს პარიზში სასწავლებლად გამგზავრებულ თედო სახოკიას ეპისკოპოსი და შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, კირიონი ყოველთვიურად სამი თუმნის გაგზავნას დაპირდა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს თედო სახოკიამ პარიზში ყოფნის პერიოდში მსოფლიო გამოფენა იხილა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს თედო სახოკიამ პარიზის გამოფენის დათვალიერებისას მეტად რელიეფურად დაინახა ის კოლოსალური და განმაცვიფრებელი პროგრესი, რასაც თანამედროვე ადამიანის გონებას მიუღწევია ყველა დარგში.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წელს სოხუმში მოღვაწეობის პერიოდში თედო სახოკიასა და მის მეგობრებს მიმოწერა ჰქონდათ ვასილ პეტრიაშვილთან, ილია ჭავჭავაძესთან, ნიკო ნიკოლაძესთან, იაკობ გოგებაშვილსა და ალექსანდრე ხახანაშვილთან სოხუმის ქალაქის თავის კანდიდატურასთან დაკავშირებით.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს ვასილ პეტრიაშვილი იყო პროფესორი.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს ალექსანდრე სარაჯიშვილი იყო საზოგადო მოღვაწე და მწერალი.

1902

ტიპი: ორგანიზაცია

თედო სახოკიას ავტობიოგრაფიის თანახმად, 1902 წელს შეიქმნა საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტია.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს პარიზში მოღვაწე თედო სახოკიამ, არჩილ ჯორჯაძემ და გიორგი დეკანოზიშვილმა გაზეთის „საქართველო“ ბეჭდვა დაიწყეს. ამ საქმისათვის დაქირავებული ცნობილი ასოთჩამომსხმელის მიერ დამზადებულ შრიფტს შემდგომში „პარიზის“ შრიფტი დაერქვა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს ქუთაისში დაპატიმრებული თედო სახოკია ეტაპით ირკუტსკის გუბერნიაში გაამგზავრეს და საცხოვრებელ ადგილად ვერხოლენსკის მაზრის სოფელი ჟიგალოვო მიუჩინეს.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს თედო სახოკია ქუთაისის ციხეში მოათავსეს.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 20 სექტემბერს თედო სახოკია ქუთაისის ციხიდან ეტაპით გაამგზავრეს ირკუტსკის გუბერნიაში.

1908

ტიპი: ნასამართლეობა

1908 წლის ენკენისთვეში სენატმა დაამტკიცა ერთი წლით ადრე სოხუმის ოლქის სასამართლო პალატის სესიაზე თედო სახოკიასთვის გამოტანილი განაჩენი, კერძოდ, ციმბირის შორეულ გუბერნიაში სამუდამო გადასახლება.