ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47263

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი ნიკოლოზ ვასილის ძე ვიგორბინი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ჯუმათის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელმა მადლობა გადაუხადა ეკლესიისთვის ფულის შემომწირველთ: გიორგი ბილიხოძეს, ივანე დარჩიას, მარკოზ ჩხარტიშვილს, ელისაბედ ბილიხოძეს, სოფიო გოგუას, ფაქიზო მითაიშვილს.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ჯიხაიშის მათავარანგელოზის ეკლესიის მღვდელმა მადლობა გადაუხადა ეკლესიის შესაკეთებლად თანხის შემომწირველებს: კონსტანტინე ტაბიძეს, დავით მაისურაძეს, იასონ ჭიჭინაძეს, გიორგი გოცირიძეს, სიმონ ყიფიანს, ემილიანე ღოღობერიძეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო გურულის სტატია „შალვა დადიანისა და ელო ანდრონიკაშვილის გასტროლები დ. ხაშურში“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 11 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის (არიმათიელის) სტატია „გაცრეცილი ცხოვრება“.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლიდან ექიმი პოლიკო ლაზარეს ძე კიკალიშვილი მატერიალურად ეხმარებოდა ხონის თეატრს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 11 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, რაჟდენ წივწივაძის მიერ აშენებული თეატრიდან ახალ შენობაში გადასვლის შემდეგ გიორგი ოდიშარია, გრიგოლ და ფარნა ბურჭულაძეები ხონის თეატრის დასის წევრები გახდნენ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „ცნობის ფურცელში" ჯუმათის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელმა მადლობა გადაუხადა ეკლესიისთვის ფულის შემომწირველთ: აღათი ჩხარტიშვილისას, იაკობ რუსიძეს, ალექსანდრე დარჩიას, ჯარისმან დოლიძეს, იესე ჩხარტიშვილს, ანტონ დარჩიას.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „ცნობის ფურცელში" ჯუმათის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელმა მადლობა გადაუხადა ეკლესიისთვის თანხის შემომწირველთ: გაბრიელ ჩხარტიშვილს, მართა ბაჯელიძისას, ილარიონ როყვას, სერაფიონ ჩხარტიშვილს, ეკა ღლონტს.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი სპირიდონ მალხაზის ძე კედია თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 8 დეკემბრის „დროების“ ცნობით, თბილისის ოლქის სასამართლომ „ობზორის“ რედაქტორი ნიკო ნიკოლაძე, რომელსაც გაზეთში აკრძალული სტატიების დაბეჭდვას ედავებოდნენ, გაამართლა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 13 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ივანე ალექსის ძე ჩითახოვი ქალაქის მრჩეველთა საბჭოს სხდომას 4 წლის განმავლობაში სულ 19-ჯერ დაესწრო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 13 დეკემბრის „დროების“ ცნობით, კონსტანტინე რეიტერი ქალაქის მრჩეველთა საბჭოს სხდომას 4 წლის განმავლობაში სულ 14-ჯერ დაესწრო.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის დეპუტაცია გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლის, სიმონ ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით პეტერბურგში გაემგზავრა, რათა სამინისტროს წინაშე ეშუამდგომლა ბანკის წესდების ზოგიერთი მუხლების შეცვლის თაობაზე.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 10 ოქტომბერს ქართულ თეატრში პირველი გასტროლი ჰქონდა ნინო პლატონის ასულ ჩხეიძისას. მასთან ერთად წარმოდგენებში მონაწილეობდნენ ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილისა, ეკატერინე გრიგოლის ასული მესხი, ვალერიან ლევანის ძე გუნია.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 1 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სასახლის ქუჩაზე, დავით პაატას ძე მაჭავარიანის სახლში, „რევიშვილის“ სისტემის კარ-ფანჯრების საკეტები იყიდებოდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, სოფ. ხაშმიდან იაგორ ყურკაციშვილმა ავსტრიაში ტყვედ მყოფი თანამემამულეებისთვის 10 შაური შესწირა, ვ. სუხიტაშვილმა – 30 კაპ.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი ნიკიტა თალაკვაძე თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 8 ოქტომბერს გამართულ სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების კრებაზე განიხილეს თბილისის მაზრის უფროსის, ლევან გიორგის ძე ჯანდიერის მოხსენება ქურდობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, სოფ. ხაშმიდან ს. შავკაციშვილმა ავსტრიაში ტყვედ მყოფი თანამემამულეებისთვის აბაზი შესწირა, ი. მაღალდაძემ – 10 კაპიკი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 2 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ნონიას ძე ჯაბაურის სტატია „სახალხო თეატრის ისტორია“.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი იასონ ჯავახიშვილი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი ივანე ნიკოლოზის ძე კვეზერელი-კოპაძე თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი ლევან ნიკოლოზის ძე დიასამიძე თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი ირაკლი გრიგოლის ძე თაზიშვილი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.