ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები48534

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს დიდი ჯიხაიშის ქსენონის კომიტეტმა თხოვნით მიმართა გაზეთ „ცნობის ფურცლის" რედაქციას, მადლობა გადაეხადათ ქსენონის ასაგებად თანხის შემომწირველებისთვის: რაჟდენ მიხეილის ძე კახიანი – 15 მან., ივანე მიხეილის ძე კახიანი – 15 მან., პავლე თევდორეს ძე სანაძე – 1 მან., ივანე სიმონის ძე ფანცულაია – 3 მან., ბესარიონ მაქსიმეს ძე ბექაია – 3 მან., ილიკო მიხეილის ძე დევიძე – 2 მან.

1840

ტიპი: ღონისძიება

13 აპრილს ანა ლისტერი და ანა უოკერი თბილისში ჩამოვიდნენ. მალევე გაიცნეს ნინო და ეკატერინე ჭავჭავაძეები. ეკატერინემ ისინი ზუგდიდში დაპატიჟა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს დიდი ჯიხაიშის ქსენონის კომიტეტმა თხოვნით მიმართა გაზეთ „ცნობის ფურცლის" რედაქციას, მადლობა გადაეხადათ ქსენონის ასაგებად თანხის შემომწირველებისთვის, ესენი იყვნენ: ნესტორ დიანოსის ძე კახაძე – 3 მან., გლახუა დავითის ძე კაჭახიძე – 1 მან., ივანე დიანოსის ძე კახაძე –1 მან., გიგო ოტიას ძე კოხრეიძე – 2 მან., მაქსიმე ოტიას ძე კოხრეიძე – 2 მან.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 3 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გლეხთა დეპუტატების ადგილობრივ ცენტრს უარი ეთქვა ფინანსურ დახმარებაზე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 6 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას დაესწრო სომხების ეროვნული საბჭოს შვიდი წარმომადგენელი: ერზიკიანცი, აგარონიანი და სხვა ხუთი კაცი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 6 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ სომხების ეროვნული საბჭოს წარმომადგენლები: ერზიკიანცი, აგარონიანი და სხვა ხუთი კაცი. მათი აზრით, რუსული ჯარი კავკაციის ფრონტზე უნდა დარჩენილიყო, შექმნილიყო ეროვნული კორპუსები და ფრონტი გამაგრებულიყო აღნიშნული ეროვნული ძალებით. ასევე, უნდა შექმნილიყო სახალხო მილიცია ქალაქებსა და სოფლებში და დაწყებულიყო დიპლომატიური მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნებთან.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 7 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას ესწრებოდნენ აკაკი ჩხენკელი, ალექსანდრე ლომთათიძე, გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე, სილიბისტრო ჯიბლაძე, ნიკოლოზ ქარცივაძე, გიორგი გვაზავა და ნოე რამიშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 7 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას სამხედრო სექციიდან ესწრებოდნენ დავით ვაჩნაძე და ალექსანდრე ზაქარიაძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 8 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ნოე ჟორდანია, ალექსანდრე ლომთათიძე, აკაკი ჩხენკელი, გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე, სილიბისტრო ჯიბლაძე, ნიკოლოზ ქარცივაძე, გიორგი გვაზავა, ნოე რამიშვილი, ივანე გობეჩია, გრიგოლ რცხილაძე და ალექსანდრე ფარნიაშვილი, ასევე მოწვეული სტუმრის რანგში ესწრებოდნენ ამერიკის, ინგლისის, საფრანგეთისა და იტალიის ელჩები.