ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები48513

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წელს მაკვანეთის სოფლის მასწავლებლის პოზიციის დატოვების შემდეგ თევდორე კიკვაძის ადგილას მისული მასწავლებლისთვის სოფელს წლიურად 300 მანეთის მიცემა დაევალა.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წელს თევდორე კიკვაძემ მაკვანეთის სკოლის მასწავლებლის პოზიციიდან წასვლის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ თავის ადგილზე სხვა მასწავლებელი მოიწვია.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წელს, მიუხედავად იქაური საზოგადოების მხრიდან გარკვეული წინააღმდეგობისა, მაკვანეთში თევდორე კიკვაძის მიერ უნებართვოდ დაწყებული სასკოლო მეცადინეობები შეუჩერებლად მიმდინარეობდა.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წელს მაკვანეთში თევდორე კიკვაძის ინიციატივით დაწყებული სკოლის მშენებლობა ადგილობრივებმა დაასრულეს, მაგრამ დაწესებულების ოფიციალურად დასამტკიცებლად სოფლის თემისგან წინასწარი თანხმობის მიღება თედოს მეტად გაუჭირდა საზოგადოების შეუგნებლობის გამო.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წელს თევდორე კიკვაძის ინიციატივით მაკვანეთში დაარსებული სკოლა მთელ თემს უნდა შეენახა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1890 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიის ლექტორი, არქიმანდრიტი ნიკოლოზი მიუხედავად ცუდი დამოკიდებულებისა მოწინავე მოწაფეთა მიმართ, მებრძოლ და განვითარებულ ახალგაზრდებში რაღაც განსაკუთრებულს ხედავდა და ამისათვის აფასებდა მათ.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წელს, მიუხედავად ცუდი დამოკიდებულებისა, თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორმა, ნიკოლაი დარსკიმ თევდორე კიკვაძეს შესთავაზა კიევის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება და სარეკომენდაციო წერილსაც შეჰპირდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1890 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში თევდორე კიკვაძის სწავლის პერიოდში მას სემინარიის რექტორი ნიკოლოზი ყველაზე სასტიკად ეპყრობოდა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორს, არქიმანდრიტ ნიკოლოზს შეეძლო სემინარიაში მოწაფეთა აჯანყების მეთაურები სრულად გაერიცხა სემინარიიდან, თუმცა იგი მხოლოდ ყოფაქცევაში ოთხიანების გამოყოლებას დასჯერდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885-1890 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი, არქიმანდრიტი ნიკოლოზი საზოგადოდ არ იყო სასტიკი ადმინისტრატორი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დადგინდა, რომ ამიერკავკაციის გამიჯვნის კომისიას უნდა დამატებოდა დიმიტრი ხოშტარია, მიხეილ მაჩაბელი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე აფხაზი და გიორგი გვაზავა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე კომისიის წევრს, ბარნაბა პაპავას დაევალა ქართველი ტყვეების დახსნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე განიხილეს გიორგი გვაზავას წინადადება, ეროვნული საბჭოს რეორგანიზაციის შესახებ.