რეგისტრირებული ფაქტები50747
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1952
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1952 წლის 18 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ გრიგოლ ალშიბაიამ სასამართლოს დემეტრაშვილისგან მიღებული საბუთები არ აჩვენა.
1932
ტიპი: ღონისძიება
1932 წლის 20 მაისს გოგი ქარცივაძემ ბებიას, ნინო ქიქოძეს თბილისიდან ბახვში წერილი გაუგზავნა და შეატყობინა, რომ დედა, თამარ შარაშიძე პენსიაზე აპირებდა გასვლას საშა კანდელაკის დახმარებით.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: მიხეილ ივანეს ძე ძამანაშვილი, გრიგოლ ყარამანის ძე ძნელაძე, კარპე ნიკოლოზის ძე ძნელაძე, პლატონ ძაგნიძე და მარიამ რევაზის ასული წერეთელი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: იაკობ მათეს ძე ძაგანია, ტარიელ იოსების ძე ძაგანია, ლავრენტი იოსების ძე ძიძიგური, ალექსანდრე ბეგლარის ძე ძაძამია და ირაკლი მიხეილის ძე ძნელაშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 მარტის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ ნომერში დასახელდნენ სარედაქციო კომისიის წევრები, რომლებიც მეღვინე-მევენახეთა ყრილობათა საბჭოს დავალებით აირჩნენ: ვასილ რცხილაძე, სოლომონ ჩოლოყაშვილი, გიორგი ბერიშვილი, გ. ყიფიანი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 იანვარს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ქუთაისის სამრევლო სკოლას წიგნები და საკანცელარიო ნივთები გაუგზავნა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 იანვარს ნესტორ კონტრიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, რომ ქუთაისის სამრევლო სკოლისთვის გაეგზავნათ საჭირო ნივთები: 15 ცალი „დედა ენა“, 20 - „რუსკოე სლოვო“, „ბუნების კარი“, რვეულები, ფანქრები და კალმები.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: პლატონ ირაკლის ძე ლეჟავა, ივანე მარკოზის ძე ლონდარიძე, დავით პატრეს ძე ლუკაშვილი და გრიგოლ დარისპანის ძე ლეჟავა. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 1919 წლის 30 დეკემბერს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ხატისოვმა დეპეშით შეატყობინა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს, რომ ორდუბატისა და ნახიჭევანის მაჰმადიანებმა ოპერაციების წარმოება დაიწყეს სომხეთის გოხტანის წინააღმდეგ.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 3 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ დაიბეჭდა სტატია „სომხეთ-აზებაიჯანის კონფლიქტი (ამიერკავკასიის რესპუბლიკების კონფერენციების მოწვევა)“, რომელშიც გადმოცემული იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ევგენი გეგეჭკორის მიმოწერა ერევანსა და ბაქოში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან: ალექსანდრე ხატოსოვთან და ფატალი ხან ხოისკისთან, ასევე მისი დამოკიდებულება ამ კონფლიქტისა და მისი მოგვარების შესახებ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვრის გაზეთ „საქართველოს" ცნობით, 1919 წლის 31 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი ატყობინებს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ივანეს ძე ხატისოვს, რომ საქართველოში აზერბაიჯანის დიპლომატიური წარმომადგენლისგან, ვექილოვისგან მიიღო აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფატალი ხან ხოისკის მიერ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ხატისოვისთვის გაგზავნილი წერილის ასლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაწყებული კონფლიქტის, კერძოდ, 1919 წლის 21 დეკემბერს ზანგიბაზრის რაიონში მაჰმადიანთა წინააღმდეგ დაწყებული საომარი ოპერაციის შესახებ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: მიხეილ ლოგაძე, დავით ლაზარეს ძე ლავრილაშვილი, ვასილ გიორგის ძე ლელაშვილი, მიხეილ პეტრეს ძე ლელინი და დავით გაბრიელის ძე ლომიძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 თებერვალს სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების შენობაში საქართველოს მეთამბაქოეთა პირველი ყრილობის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომა საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ტიტე მარგველაშვილმა გახსნა. ყრილობამ აირჩია პრეზიდიუმის წევრები: გიორგი ჟურული, სოლომონ ჩოლოყაშვილი, კონსტანტინე ბერეკაშვილი და სეილანოვი. მეორე სხდომა 10 თებერვალს, საბჭოს დარბაზში გაიმართა, მაგრამ დამსწრეთა სიმცირის გამო 22 თებერვლის 10 საათისთვის გადაიდო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 მარტის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ ცნობით, მეღვინე-მევენახეთა ყრილობათა საბჭოს მიზნის, ღვინის ლაბორატორიის გახსნის განხორციელება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, მაგრამ უნივერსიტეტის აგრონომიულ განყოფილებასთან კეთდება ზოგიერთი ანალიზი ქიმიკოს მიხეილ შალამბერიძის მიერ.
1952
ტიპი: ღონისძიება
1952 წლის 5 მაისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ სასამართლოში დემეტრაშვილისა და მიხეილ ალშიბაიას საქმის განხლვა ჯერ არ იყო დამთავრებული.
1919
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის წერილზე დაყრდნობით იუწყება, რომ 1919 წლის 21 დეკემბერს სომხეთის მთავრობამ დაიწყო საომარი ოპერაციების წარმოება „ზანგი ბაზარის“ რაიონის მაჰმადიანთა წინააღმდეგ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის გაზეთ „საქართველოში“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი იუწყება, რომ მალე გაიმართება ამიერკავკასიის რესპუბლიკათა საერთო კონფერენცია, რომელმაც მშვიდობიანი გზით უნდა გადაჭრას სადავო საკითხები.
1950
ტიპი: ღონისძიება
1950 წელს მენდემ „ვარშავის ქართველების“ დაღუპვაში დამნაშავედ შალვა მაღლაკელიძე ცნო. მოგვიანებით მან მიხეილ ალშიბაიას მისწერა და მოსთხოვა, რომ საქმიდან მისი ცნობა ამოეღო.