რეგისტრირებული ფაქტები52221
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 13 ივლისს ი. მაღლაკელიძემ შორაპნის სამაზრო კომიტეტის დავალებით „ერთობაში“ გამოაქვეყნა სია იმ პირებისა, რომელთაც შემოწირულობები გაიღეს ფრონტისთვის: სერგო ნებიერიძე, ი. მაღლაკელიძე, მ. ბუცხრიკიძე, არქიფო ქლიბაძე, ხ. ხავთასი, ოლღა შენგელია, ლ. ალავიძე, კ. ჩუბინაძე, კოლ. გეწაძე, ილარიონ შეყრილაძე, ჭ. ბაღდავაძე, კ. ბუაძე, ს. ჯოჯუა, უ. მუმლაძე, კ. თორთლაძე, ნოე კუხიანიძე, ს. ოქოევი, ბიკტორ საკანდელიძე, ი. ჟღენტი, ვ. კაპანაძე, ს. კობახიძე, იოსებ გუნცაძე, თ. მესხიშვილი და მაღრაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ სიღნაღის მოქალაქეთა მრავალრიცხოვანმა მიტინგმა (თავმჯდომარე კრაწაშვილი) მოისმინა მოხსენება ბათუმის შემოერთების შესახებ და საქართველოს დემოკრატიის გამარჯვება მიულოცა.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 8 ივლისს სასამართლოში გამართული სხდომა ყოფილ გენერალ-გუბერნატორ შალვა მაღლაკელიძისა და სხვათა საქმეებს მიეძღვნა. თავი დამნაშავედ ცნეს ჩაჩიბაიამ და შენგელაიამ, მოწმეებად წარდგნენ: გენერალი არჯევანიძე, ბორჯომის ფოსტა-ტელეგრაფის უფროსი ჯაფარიძე, თბილისის საგუბერნიო კომისრის ყოფილი თანაშემწეები – ჩიქოვანი, ბაიბუროვსკი, ნ. ინასარიძე და ლ. რუხაძე.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 30 ნოემბერს ბარბარე გედევანიშვილის მეუღლე, პედაგოგი და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ლუარსაბ მერაბის ძე გედევანიშვილი გარდაიცვალა. დაკრძალეს კუკიის სასაფლაოზე.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 13 ივლისის „ერთობაში“ ი. მაღლაკელიძე შორაპნის სამაზრო კომიტეტის დავალებით აქვეყნებს იმ პირთა სიას, რომელთაც შემოწირულობები გაიღეს ფრონტისთვის: პ. გველესიანი, ა. არაბიძე, ა. ბულეიშვილი, მ. აბრამიძე, გ. დევდარიანი, ლ. გოცაძე, ი. აბაშიძე, პ. ჭყოიძე, დ. გოგიაშვილი, ბ. შავდია, პ. რაბაროვსკი, დ. საკანდელოვი, დაშნიანი, ბ. ბურაკოვი.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 21 დეკემბერს, 11 საათსა და 20 წუთზე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრება თავმჯდომარის მოვალეობის აღმასრულებელმა გახსნა. კრებას დაესწრო 148 წევრი. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ პავლე დავითის ძე საყვარელიძემ და რევაზ ალექსანდრეს ძე გაბაშვილმა პეტრე პავლეს ძე გელეიშვილის თანდასწრებით შეამოწმეს ალექსანდრე ორბელიანის ხელნაწერი დ. ჭონქაძის სურამის ციხის შესახებ და აღმოჩნდა, რომ ხელნაწერიდან არც ერთი ფურცელი არ იყო დაკარგული.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ რევაზ ალექსანდრეს ძე გაბაშვილი და პეტრე პავლეს ძე გელეიშვილი ყველა მუზეუმში უნნდა მისულიყვნენ და შეემოწმებინათ ხელნაწერები, რათა აღმოეჩინათ, რომელიმეს აკლდა თუ არა ფურცლები, მაგრამ მათ არ შეამოწმეს, რასაც პავლე დავითის ძე საყვარელიძეც დაამოწმებდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 1-ელ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს განცხადება გამგეობის წევრებისთვის ჯამაგირის 100%-ით მომატების შესახებ. განჩინების თანხმად ეს სიახლე ყველაზე უნდა გავრცელებულიყო.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 2 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ცხინვალიდან შეატყობინეს, რომ ცხინვალის განყოფილების წევრი დავით ჯავახიშვილი თბილისში იმყოფებოდა და შეეძლო საწევრო თანხის საზოგადოებისთვის წარდგენა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 22 ნოემბერს ვარლამ ბურჯანაძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების თავმჯდომარე გიორგი დავითიშვილმა ბიბლიოთეკის გახსნის ნებართვა სთხოვა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 20 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომის ოქმს დავით კარიჭაშვილმა დაურთო საზოგადოების წევრ თევდორე კიკვაძის განცხადება.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: დავით გიორგის ძე ნახუცრიშვილი, იოსებ პეტრეს ძე ნავროზაშვილი, დავით თევდორეს ძე ნაცვლიშვილი, სერგო ალექსანდრეს ძე ნადირაძე და იესე სოლომონის ძე ნებაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ივანე ზურაბის ძე ნაგლაძე, გიორგი გაბრიელის ძე ნავროზაშვილი, გიორგი ნაცვალოვი, ელენე პეტრეს ასული ნაკაშიძე და მარიამ დიმიტრის ასული ნათაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ბესო მაისურაძე, ივანე მათეს ძე დეკანოზიშვილი, ვუკოლ სიმონის ძე ნუცუბიძე, თევდორე ვახტანგის ძე ნიკოლაიშვილი და გრიგოლ იაკობის ძე ნასრაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: სერგეი ბაღდასარის ძე მელიქოვი, ივანე დიმიტრის ძე მამუჩაშვილი, სვიმონ სოლომონის ძე მჭედლიშვილი, ნინო გიორგის ასული მაჩაბელი და მიხეილ დავითის ძე მაყაშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ალექსანდრე ონისიმეს ძე მეძმარიაშვილი, ოლღა გაბრიელის ასული მჭედლიშვილი, გიორგი დიმიტრის ძე მაყაშვილი, მიროტაძე და გიორგი მიქაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ბიძინა მენაბდე, ვიქტორ მერაბის ძე მგელაძე, პავლე ივანეს ძე მეგრელიშვილი, კონსტანტინე მანჯგალაძე და სიმონ ივანეს ძე მინდაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.